კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაღლითმა შვილმა ახალი წლის ღამეს ცოლისძმას დედა დააყაჩაღებინა

56 წლის ჟანა ბ-ძე და 61 წლის ნათელა შ-შვილი მეზობლებმა ნათელა შ-შვილის ბინაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. სახლის მეპატრონე, ფეხმოტეხილი ქალი, საწოლიდან ცოტა მოშორებით, იატაკზე იწვა და პირი სკოჩით ჰქონდა აკრული, ჟანა ბ-ძეს კი თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. მეზობელმა სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია გამოიძახა, რომლებმაც დაზარალებული ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს.  გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა ქალბატონმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე, ნათელა შ-შვილის ბინაში, პირველად მოხვდა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ნათელასთან ახლომეზობლური ურთიერთობა მაქვს. 31 დეკემებერს, საღამოს ვნახე და გამაფრთხილა,  ხვალ ჩემს ოჯახში პირველი შენ შემოდი, შენი ფეხი კარგად გვაქვს დაცდილიო. ნათელა ყოფილი პედაგოგია. მეზობლებს ძალიან გვიყვარს. უფროსი შვილი ცნობილი ქირურგი ჰყავს, უცხოეთში მუშაობს და ცხოვრობს. ქმარი სამი წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ უფროსმა შვილმა მომვლელი ქალი აუყვანა. ჟანა დღისითაც და ღამეც ნათელასთან იყო. ექვსი თვის წინ ნათელამ ფეხი მოიტეხა და მას შემდეგ ერთი საათითაც არ მიუტოვებია. ნათელას მეორე შვილი, 25 წლის კოტე, დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ, რაც დაოჯახდა, ცოლის ბინაში გადავიდა. ნათელა სულ წუხდა, რომ უმცროს შვილში არ გაუმართლა – ის ჯერ ხულიგნობისთვის დააკავეს, შემდეგ კი თაღლითობისთვის. ცოტა ხანს ის ცოლთან ერთად დედასთან გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ მათ შორის რაღაც მოხდა და კონფლიქტით დაშორდნენ. ნათელა ამაზე არაფერს ამბობდა, მაგრამ, სამეზობლოში ხმა გავრცელდა, კოტემ დედისა და ძმის სახლი გაქურდაო. მას შემდეგ კოტე იშვიათად, ერთი საათით თუ მოინახულებდა ხოლმე დედას. როგორც ვიცი, ახალი წლის დადგომამდეც ინახულა. ჟანა ყვებოდა, რომ შვილი ნათელას წაეკამათა – შენთვის მთავარია, უფროსი შვილი  გყავდეს კარგად, ჩემი ცხოვრება არ გაინტერესებსო. პირველ იანვარს, დილის 9 საათი იქნებოდა, ნათელასთან რომ გადავედი. გარედან დავუძახე, პასუხი რომ ვერ მივიღე, სახლში დავბრუნდი. ერთ საათში ხელმეორედ გადავედი და კიდევ რომ არ გამომეპასუხა, ბინაში შევედი. დერეფნიდანვე დავინახე, რომ ნათელა საწოლიდან მოშორებით იატაკზე ეგდო, იქვე იწვა ჟანაც. ჯერ ნათელას მივვარდი და სკოჩისგან გავათავისუფლე. მერე ჟანას მოსულიერება ვცადე, სახლში ყველაფერი აყრილ-დაყრილი იყო. საშველად მეზობლებს დავუძახე და სასწრაფო გამოვიძახეთ. მათ მოსვლამდე მომიყვა ნათელა, რომ ღამით ერთი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს, რომელმაც 500 დოლარი და ოქროს სამკაულები გაიტაცა, ნათელას პირი აუკრა, ჟანას კი თავში რკინის ჯოხი ჩაარტყა და გათიშა.”   
 სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, დაიწყო გამოძიება. გადამოწმდა ყველა საეჭვო ვერსია, დაიკითხნენ დაზარალებული ქალბატონები, რომელთა ჩვენების მიხედვით, მათზე თავდასხმა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღბულმა მამაკაცმა, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.
ამონაწერი ნათელა შ-შვილის ჩვენებიდან: „ღამის 11 საათი იქნებოდა, როცა სამზარეულოდან ხმაური შემომესმა. მე სასტუმრო ოთახში, საწოლში ვიწექი და ტელევიზორს ვუყურებდი. რაც ფეხი და მენჯი მოვიტეხე, საწოლს  ვარ მიჯაჭვული და ძალიან მიჭირს წამოდგომა. იმ დროს სამზარეულოში  ჟანა იყო და გავძახე, მაგრამ არ გამომეპასუხა. უცებ დავინახე, რომ ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ის სასტუმრო ოთახში გამოათრია – ერთი ხელი ჟანას თმაში ჰქონდა ჩაჭიდებული, მეორეში კი პისტოლეტი ეჭირა. მამაკაცს სახეზე ნიღაბი ეკეთა, მაგრამ, ჩაცმულობაზე და აღნაგობაზე მივხვდი, რომ ახალგაზრდა იყო. ძალიან შევშინდი. თავდამსხმელმა მითხრა, ამ ქალს თვალწინ მოგიკლავ, ფულსა და ოქროს თუ არ მომცემთო. მე ვუთხარი – არც ფული მაქვს და არც  ოქრო-მეთქი. ამის თქმა იყო და, ჟანას რაღაც ჩაარტყა თავში – რკინის ჯოხი იყო, რომელიც უბიდან ამოიღო. ჟანა ძირს დავარდა, ახალგაზრდამ ჯოხი კიდევ ჩაარტყა, ჟანა კარისკენ მიათრია და ახლა მე მომვარდა პისტოლეტით, თან მეუბნებოდა – ბებერო, იცოდე, შუბლს გაგიხვრეტო. სახლში 500 დოლარი მქონდა, რომელიც შვილმა გამომიგზავნა. ვუთხარი თავდასხმელს, სადაც იდო ფული, ოქროს სამკაულების ადგილიც მივუთითე. ოქროც აიღო, ფულიც და კვლავ განაგრძო ფულის მოთხოვნა. მერე სასტუმრო ოთახში კარადებიდან ყველაფერი ძირს გადმოყარა. ჟანა იატაკზე იწვა. შემეშინდა, ხომ არაფერი მოუვიდა-მეთქი და საწოლიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავდამსხმელი მომვარდა და პირი სკოჩით ამიკრა. ვთხოვე,  ჰაერის უკმარისობა მაქვს და პირს ნუ ამიკრავ-მეთქი, მაგრამ ამის თქმაზე ხელებიც შემიკრა სკოჩით. ბინა კარიდან დატოვა. მისი წასვლის შემდეგ საწოლიდან გადმოსვლა და ჟანამდე მისვლა ვცადე და გადმოვვარდი. მთელი ღამე იატაკზე გავატარე, ვერც კარამდე მივედი, რომ ვინმესთვის საშველად დამეძახა. დილით მეზობელს რომ არ აღმოვეჩინეთ, ალბათ, ვერც ერთი ვერ გადავრჩებოდით.”
 სამართალდამცველების მიერ ჩატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გამოძიებამ დააკავა 27 წლის მამუკა მ-შვილი, რომელიც  ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნება აღმოჩნდა. დაკავებული თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს და ამბობდა, რომ ჰქონდა ალიბი – ახალი წლის ღამეს ოჯახში, დასთან და მის ქმართან ერთად შევხვდიო, თუმცა მოგვიანებით აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც სამარათალდამცველებმა მისი ბინიდან ამოიღეს ნათელა შ-შვილისგან  გატაცებული თანხის  ნაწილი, ოქროს სამკაულები და იარაღი – სათამაშო  პისტოლეტი, რომლითაც მამუკა მ-შვილმა ორი მარტოხელა ქალის შეშინება შეძლო. საქმის მასალების მიხედვით, მამუკა მ-შვილმა  ქალბატონები დის ქმრის, კოტე შ-შვილის მითითებით დააყაჩაღა – ამის შესახებ მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა. სამართალდამცველებმა დააკავეს ნათელა შ-შვილის უმცროსი ვაჟი, კოტე შ-შვილი, რომელმაც დედისა და მისი მომვლელი ქალის დაყაჩაღება დაგეგმა. ვინაიდან ნათელა შ-შვილი რძლის ძმას კარგად იცნობდა, ახალგაზრდამ შენიღბვის მიზნით სახე ნიღბით დაიფარა.
იმის მიუხედავად, რომ კოტე შ-შვილი არ  ცნობდა თავს დამნაშავედ და ამბობდა, რომ მამუკა მ-შვილმა დანაშაული მასთან შეუთანხმებლად ჩაიდინა, სასამართოლომ ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ასევე 8 წლით პატიმრობა შეეფარდა მამუკა მ-შვილს, რომელიც საბრალდებო სკამზე გამოცდილი კრიმინალური წარსულის მქონე სიძის წყალობით მოხვდა.

скачать dle 11.3