კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები – ქრისტეფორესგან

ანუ „შერეკილები“?!

 ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც კოალიცია „ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გზები გაიყარა. მეტიც – გაყრას ვინ ჩივის, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაკავებული თანამდებობებიც დატოვეს და არც მწარე-მწარე სიტყვები დაიშურეს ყოფილი თანაგუნდელების მიმართ.
რაკი მათი პარტიული ლიდერი – ბ-ნი ალასანია – გამოამშვიდობეს თავდაცვის მინისტრის პოსტს, დანარჩენებიც მიჰყვნენ, სავარაუდოდ, პარტიული სოლიდარობის გამო, რაც სულაც არ გახლავთ ურიგო საქციელი. თუმცა გაყრილები გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის კურსი ჩრდილოეთისკენ იხრებოდა (და სკამთა კარგვა არაფერ შუაში იყო).
მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო – ისეთებიც ითქვა ყოფილი პარტნიორების მისამართით, ყურიდან ყურში რომ არ შეიშვებოდა.
ასე იყო თუ სხვაგვარად, საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილის პოსტი ბ-ნმა ზალკალიანმაც დატოვა – ცხადია, ზემოთქმული მოტივებით. ოღონდ, ახლახან გაირკვა, რომ ის პოსტს კვლავ უბრუნდება.
როგორც თავად განმარტავს: 2015 წლის თებერვლიდან პოლიტიკურ აქტივობას აღარ ეწევა, ამიტომაც ეს მისი პერსონალური და არა პარტიის გადაწყვეტილებაა. მეორე მხრივ, თვით თანაპარტიელებმაც მიულოცეს მოსალოდნელი დანიშვნა.
ხოლო, რაკი ჩინოვნიკის გული ლუარსაბის ეზოსავით ბნელია (ილიას დავესესხები), ჩვენ მაინც ვერ გავიგებთ, რა მოტივებით იხელმძღვანელეს თუ ხელმძღვანელობენ მხარეები, თუმცა, თუ „შერეკილ“ ქრისტეფორეს (გარიყულიდან) ვერწმუნებით: ისეთი არაფერი უნდა ვაკადროთ ერთმანეთს, რომ დავმოყვრდებით, თვალებში შეხედვისა შეგვრცხვესო.
მაგრამ, რაკი მხარეებმა ერთმანეთს უკვე აკადრეს, ოღონდ კვლავ მოყვრდებიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკადრებელი კიდევ ბევრია, ან, შენ გაუგებ სიყვარულს (და მათ შორის, სკამისაც)?! –

скачать dle 11.3