კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოსწონთ ლიკა შუბითიძეში ამერიკელებს ყველაზე მეტად და რით შეუძლია მას ხალხის გაოცება

მომღერალი ლიკა შუბითიძე, წლების წინ წავიდა ამერიკაში და მიზნად დაისახა, სამშობლოდან შორს, თავისი სიტყვა სიმღერ-სიმღერით ეთქვა. ეს ნამდვილად გამოუვიდა და ამაში, საყვარელი მეორე ნახევარიც დაეხმარა. დღეს ის ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი სიმღერებით შეაყვაროს თავი ამერიკელ მსმენელს და ამისთვის „გრემის” კონკურსშიც” მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა ნამღერმა, საკმაოდ სოლიდური ნახვები დააგროვა.
ლიკა შუბითიძე: თუ ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, თამამად ვიტყვი, რომ იღბლიანი ვარ. ოჯახს რომ თავი დავანებოთ, იმდენი ადამიანის სიყვარულს ვგრძნობ, ესეც საკმარისია იმისთვის, თავი იღბლიანად და ბედნიერად მივიჩნიო. მინდა, ეს სიყვარული გავამართლო და ამისთვის თავს არ ვზოგავ. თანაც, მყავს ქმარი, რომელიც ყველაფერში გვერდში მიდგას და უსაყვარლესი შვილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების მთავარი „დოპინგია”. ვცხოვრობ ამერიკაში – გარემოში, სადაც ოცნებები რეალურად ხდება.
– ამერიკაში, საკმაოდ დიდია შესაძლებლობები, თუმცა საკუთარი ადგილის პოვნა და დამკვიდრება, მით უმეტეს შემოქმედებისთვის საკმაოდ რთულია.
– რასაკვირველია, რთულია, თუმცა, შეუძლებელი არაფერია. უკვე შვიდი წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და თავს არ ვზოგავ, წინ წავიწიო – ჩემი მსმენელი მყავდეს და ვაკეთო მუსიკა, რომელიც ხალხს მოეწონება და შემიყვარებს. ამერიკაში ჩემი პირველი სამუსიკო ნაბიჯები წარმატებით გადავდგი. ჩამოვედი თუ არა, შევხვდი არაჩვეულებრივ, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს და მადლობა ღმერთს, რომ მოვხვდი მათ წრეში. სულ ვამბობ, ამერიკაში ჩამოსვლით, მე სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდი-მეთქი (იცინის). სენტ ლუისი, სადაც პირველად, 2008 წელს ჩამოვედი, ყველაზე მუსიკალურ ქალაქად მიიჩნევა ამერიკაში. გამიმართლა რომ აქ მოვხვდი. 2009 წელს კი გადავედი ნიუ-იორკში და აქ დავიწყე აქტიურად ჩემს სიმღერებზე მუშაობა. ნიუ-იორკის ცნობილ ბარებსა და კლუბებში მიწევდა გამოსვლა. მაშინ, მე და ჩემი მომავალი მეუღლე ერთად ვუკრავდით და იქ ჩაეყარა ჩვენს სიყვარულს საფუძველი. მივხვდით, რომ გარდა მუსიკისა და მეგობრობისა, სხვა გრძნობაც გვაკავშირებდა და შევქმენით ოჯახი.
– როგორ გგონია, საქართველოდან რომ არ წასულიყავი, დღეს აქ ვინ იქნებოდა ლიკა შუბითიძე?
– საქართველოდან რომ არ წამოვსულიყავი, დღეს ვიქნებოდი, ისევ ის ლიკა შუბითიძე. გავაგრძელებდი მუსიკის წერას და შესრულებას და, ალბათ, ვიმღერებდი რომელიმე ბარში. ვერ ვიტყვი, საქართველოში არაფერი კეთდება შოუ-ბიზნესის კუთხით-მეთქი. ასე თუ ისე, უწყობს ფეხს დროს, თუმცა ამერიკას, ნამდვილად ვერ შეედრება. აქ სულ სხვა პარამეტრები და გასაქანია. მე ნამდვილად არ წამოვსულვარ ამერიკაში იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში არაფერი ხდება, ან მე არ მაინტერესებდა რამის კეთება. პირიქით, სულ მაინტერესებს რა ხდება მანდ და სულ შემართებით ვადევნებ  თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
– ყოველთვის გამოირჩეოდი ექსტრავაგანტურობით, ორიგინალურობითა და განსხვავებული ხედვით. ამ ყველაფერს დამატებული ქართული ტემპერამენტი, თუ გეხმარება, ამერიკაში იყო გამორჩეული და იმავდროულად, ინდივიდუალური?
– ბავშვობაში ქართულ ხალხურ სიმღრებს ვმღეროდი. თუმცა, სულ მაინტერესებდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორსაც ვუსმენ და პოპსაც. თვალყურს ვადევნებ სიახლეებს და ეს კიდევ უფრო მეტის შექმნისკენ მიბიძგებს. რომ წამოვიზარდე და თავად დავიწყე მუსიკის შექმნა, ამან ჩემში ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა. ვერ გეტყვით, რამდენად ექსტრავაგანტური და ორიგინალური ვარ, მაგრამ მე ისეთი კულტურის მქონე ქვეყნიდან ვარ, ეს ჩემს შემოქმედებაში რომ არ აისახოს, შეუძლებელია. არ არის ადვილი, უცხო მხარეში შენი სათქმელი სიმღერით თქვა. სულ ვიბრძვი, არ ვჩერდები და მგონი, ამაშია ჩემი სიძლერე და წარმატების ფორმულაც. ჩემთვის ჩასაცმელი, ბევრი ფული, მანქანა და ვილა – ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ანუ ეს ყველაფერი შესაძლებელია, გქონდეს და ასახდენი ოცნებაა. მაგრამ, მე უფრო სხვა რამეზე ვარ ორიენტირებული – მუსიკა მაინტერესებს.
– როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ შენში ამერიკელებს და რით შეგიძლია მათი გაოცება და ყურადღების მიქცევა?
– ზოგადად, ექსპერიმენტები საშიშია, მაგრამ მე არ მეშინია. ჩემში ყველაზე მეტად გულწრფელობა მოსწონთ. მე რომ სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, საოცრად გულწრფელი ვარ. ამით მუსიკალურ სტერეოტიპს ვარღვევ და ამას მაყურებელიც გრძნობს. თუ სცენაზე სტერეოტიპს არღვევ, მაშინ ხარ ორიგინალურიც და ინდივიდუალურიც. ამას ყველაფერს კი სჭირდება ნიჭი და შრომისმოყვარეობა, ისე არაფერი გამოვა. ოჯახი, ქმარი, შვილი, რეპეტიციები – ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი. მადლობა ღმერთს, ბავშვს ძალიან უყვარს მუსიკა და როცა მე და ტატო ვუკრავთ და ვმღერით, ჩვენს წინ ზის, თამაშობს და თან, გაფაციცებული გვისმენს (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, ბავშვი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ალალად მისი აღმქმელია-მეთქი.
– მახსოვს, საქართველოდან გულნატკენი წახვედი. კონკურს „X ფაქტორს” ვგულისხმობ. ამაზე მაშინ არ ლაპარაკობდი. ახლა რას იტყვი?
– რასაკვირველია, გულდასაწყვეტი იყო, რაც მოხდა. თუმცა, არ ვნანობ, რომ მონაწილეობა მივიღე. ხალხის ხმა რომ ყოფილიყო გადამწყვეტი, ვიცი, ამ კონკურსს არ დავტოვებდი, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომაც გადავწყვიტე, „გრემის” კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ხალხი თავად ირჩევს გამარჯვებულს. „გრემის“ ოფიციალურ საიტზე მომღერალი ტვირთავს სიმღერას და მას ხალხი აფასებს. ამით გამოვლინდება სამი გამარჯვებული და საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია მომღერლისთვის. კერძოდ, სამივე გამარჯვებულს შეეძლება, „გრემის” მფლობელ პროდიუსერებთან ჩაწეროს სიმღერა; ასევე, ექნება მუსიკალური ტურნე, ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას და ვიდეორგოლს დაამზადებს. საკმაოდ კარგი პრიზებია. მე ამ კონკურსში გამარჯვების კარგი შანსი მქონდა, თუმცა, გვიან გავიგე კონკურსის შესახებ და ჩემი სიმღერა რომ დავდე, საკმაოდ ბევრი ხმა მოაგროვა. ბევრს მოეწონა, მაგრამ მალევე დასრულდა კონკურსი და ეს ხმები არ იყო საკმარისი. მომავალ წელსაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი კი არა, ნახტომი იქნება.
– როგორ გგონია, ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ყველა შენს ოცნებას აასრულებს,  თუ უკვე აგიხდა ამერიკული ოცნება?
– არ მინდა, ყველა ოცნება უცბად ამიხდეს. მე რეალურ შანსებზე დაყრდნობით ვოცნებობ და იმედია, ნელ-ნელა ყველა ამიხდება.

скачать dle 11.3