კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიირთვი „დიაპური“ – იყავი ჯანმრთელი!

 უნიკალური  დიაბეტური და დიეტური პური ქართულ ბაზარზე!

 „დიაპური“– ნამდვილი აღმოჩენაა  მომხმარებლისთვის. ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი პროდუქტი, დამზადებული ბუნებრივი ნედლეულითა და მცენარეული დანამატების ექსტრაქტებით.  „დიაპური“ გახლავთ ნამდვილად საქველმოქმედო პროექტი. თავისი დანიშნულებითა და მაღალი  დანახარჯებით სცილდება  კომერციულ ინტერესებს და საშვილიშვილო დანიშნულებისაა.   „დიაპური“ ოფიციალურად აღიარებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, როგორც დიაბეტური და დიეტური პური.

 წარმოება  „პური“  პირველია საქართველოში, ვინც 1994 წლიდან  „პური-ბატონის” გამოცხობა დაიწყო და მასობრივი გახადა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში წარმოებამ შეძლო 5 სახეობის პურის დაპატენტება და უკვე 22 წელია, საუკეთესო ხარისხის პურ-ფუნთუშეულით ინარჩუნებს ერთ–ერთ წამყვან პოზიციას  ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი მზადდება ბუნებრივი ნედლეულით. შპს „პურის“ მიერ  ახლახან წარმოებული „დიაპური“ კი, ჩვენი მკითხველების გამოკითხვის შედეგად, 2015 „წლის ეკოლოგიურ პროდუქტად“ დასახელდა.
იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება  ეს ეკოლოგიურად სუფთა და სამკურნალო პური,  ვესაუბრეთ   ფარმაკოლოგიური და სამკურნალო საშუალებების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ჯოგლიძეს.
ნუგზარ ჯოგლიძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): „დიაპური” უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე შეისწავლა ფარმაკოლოგიური და სამკურნალო საშუალებების კვლევის ცენტრის ჯგუფმა, კლინიკური აპრობაცია  კი  ჩაატარა ორმა სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციამ, კერძოდ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციამ.  ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე „დიაპური” ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა, როგორც  დიაბეტური და დიეტური პური. 
– რა სიახლეა „დიაპურის“ ცხობის ტექნოლოგიაში და რატომ უნდა აირჩიოს ის მომხმარებელმა?
– უპირველესი ინოვაცია ის გახლავთ, რომ „დიაპურის“ ცომი იზილება მინერალურ წყალ „ძუღურში“, რომელიც ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში მოედინება  ათასხუთასი მეტრის სიმაღლიდან. აღნიშნული წყალი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულია დიაბეტის, ჭარბი წონის, პოდაგრის (ორგანიზმიდან გამოჰყავს შარდმჟავა მარილები) და ნევროზების დროს. თავის სამკურნალო თვისებებს  აღნიშნულ წყალში შემავალი მინერალები და მიკროელემენტები პურშიც ინარჩუნებს. „დიაპურში“ შემავალი   მცენარეული ექსტრაქტები და ფხვნილები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას და ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას. როგორც კლინიკურმა აპრობაციამ გვიჩვენა, „დიაპურის” მიღების შემდეგ, პაციენტებს უმცირდებათ დიაბეტისთვის დამახასიათებელი ჩივილების ინტენსიურობა. „დიაპურში“ შემავალი მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები  ბოჭავს გლუკოზის მოლეკულების შეუთვისებელ ნაწილს და ხელს უშლის მათ მოხვედრას სისხლში, ააქტიურებს უჯრედების მიერ ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, არეგულირებს ნახშირწყლებისა და ცხიმის ცვლას ორგანიზმში, ორგანიზმიდან გამოდევნის  ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად წარმოქმნილ მავნე ნივთიერებებს. პურის შემადგენლობაში შემავალი ელემენტები, კერძოდ, თუთია, სილიციუმი, მანგანუმი და მაგნიუმი ასტიმულირებენ პანკრეასში  ინსულინის სინთეზს. სელის თესლში შემავალი უჯერი ცხიმები და მიწავაშლას პოლისაქარიდული კომპლექსი კი, არეგულირებს ტრიგლიციდებისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში, რითაც აფერხებს დიაბეტისა და ათეროსკლეროზის პროგრესირებას. როგორც თავად ხედავთ,  „დიაპური“  ამ მხრივ გახლავთ  სასარგებლო და  უნივერსალური პროდუქტი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი, დიაბეტითა და დიეტით გაწამებული ადამიანებისათვის. 
– ჩამოგვითვალეთ მცენარეების ექსტრაქტები და მათში შემავალი ნივთიერებები, რომელსაც „დიაპური“ შეიცავს...
– „დიაპურის“ შემადგენლობაში შედის დიაბეტის მკურნალობისათვის აღიარებული  მცენარეები: მიწავაშლა, სელის თესლი, სოინჯის თესლი, ასკილი, ლობიოს ჩენჩო,  დაფნის ფოთოლი, ქონდარი, დარიჩინი, კვლიავის თესლი, მოცვის ფოთოლი ექსტრქტებისა და ფხვნილების სახით. აღნიშნული მცენარეული ექსტრაქტების შემადგენლობაში კი შედის ისეთი აუცილებელი და სასარგებლო ნივთიერებები, როგორებიცაა: ინულინი, ომეგა-3, 6, 9, არგინინი, მეთიონინი, ვიტამინები – C, B1, B6, B12, PP, ბეტა-კაროტინი, სელენი, პექტინები და ასე შემდეგ. 
–  ბატონო ნუგზარ, ანუ, აღნიშნული პური, სასარგებლოა არა მხოლოდ დიაბეტიანებისთვის?
– რა თქმა უნდა. როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, „დიაპურის“ სისტემატური მიღება კარგია დიაბეტის დროს, აგრეთვე, დიაბეტის რისკ-ფაქტორის ჯგუფში შემავალი ადამიანებისათვის (გენეტიკური მიდრეკილება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სიმსუქნე), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისა და ჭარბი წონის დროს. „დიაპურის“ მიღება სასურველია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისა და ზოგადად, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. „დიაპური“ აბსოლუტურად უსაფრთხო კვების პროდუქტია. როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, მის 50-ჯერ გაზრდილ დოზასაც კი, არ შეუძლია საექსპერიმენტო ცხოველებისთვის ზიანის მიყენება.
P.S.  „დიაპური“ იყიდება  თბილისის  თითქმის ყველა ცენტრალურ სუპერმარკეტსა და მაღაზიათა ქსელ „ორ ნაბიჯში“. ჩვენი გამოკითხვების შედეგად, ის უკვე დეფიციტურია ბაზარზე მასზე მზარდი მოთხოვნილების გამო. მომხმარებელი მის უნიკალურ  სასარგებლო  და საგემოვნო თვისებებზე უკვე ლაპარაკობს. ასე რომ,  დააგემოვნეთ „დიაპური“, ჩართეთ ის ყოველდღიურ რაციონში და დატკბით ჯანმრთელი ცხოვრებით!
მის: შპს „პური“.  დიღმის მასივი, მეორე კვარტალი, ჩალაძის ქუჩა, 2180004, 577710148.  
www. Puri. com.ge

скачать dle 11.3