კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათო როსტომაშვილის ანეკდოტები

კლიენტი ბარმენს:
– თქვენ რა, აქ ანონიმი ალკოჰოლიკების კლუბი გახსენით?
– საიდან დაასკვენით, ბატონო?
– სახეზე ვერავის ვცნობ.
***
რუსული ენის გაკვეთილი ქუთაისში. მასწავლებელი სვამს შეკითხვას:
– აბა ვინ გაარჩევს გრამატიკულად წინადადებას: „მამა ს პაპოი პაშლი ვ ბანიუ”.
ხელს წევს პატარა ლადო.
– აბა, მიპასუხე, – ეუბნება მასწავლებელი
– მამა – პოდლეჟაშჩეე, პაპა – ნადლეჟაშჩეე, ა ბანია ეტო პრედლოგ – პასუხობს ლადო.
– მალადეც, ნო ზნაი, პაპა მოჟეტ ბიტ ი ნადლეჟაშჩიმ ი პოდლეჟაშჩიმ, ა ბანია, ეტო მესტოიმენია.
***
– სიდედრი, ნეტავ, სადოური სიტყვაა? – ეკითხება გურული ძმაკაც ანზორიას.
– ბერძნულია ძამა და ქართულად კიბოს ნიშნავს.
***
ავარიაში მოყოლილი მძღოლი თვალს ახელს და პატრულის თანამშრომელს ეკითხება მიკნავებული ხმით:
– რამდენი დამრჩა?
– რა? სიცოცხლე?
– არა კაცო, ქულა!

ტრისტან სარალიძის ანეკდოტები
– გახსოვს ადრე რომ მეუბნებოდი, თუ დაგარტყი, ამერიკაში გაგაფრენო?
– კი. მერე?
– დამარტყი, თუ ჩემი ძმა ხარ, დამარტყი!
***
ბიჭი ეუბნება გოგოს, რომლის მოხიბვლაც უნდა:
– აუ, რა ჭკვიანი და ნაკითხი ხარ...
– არა, მე ჩვეულებრივი ვარ, უბრალოდ შენ ხარ დებილი.
***
– სეროჟ, ცოლს ღალატობ?
– არა, ბიჭო და შევარჩენ!
***
სვანი უმესიჯებს თავის შეყვარებულს: „საყვარელო, მობილური ჩემთან დაგრჩა და არ ინერვიულო.“
***
აღშფოთებული ცოლი პასუხობს ქმრის ზარს:
– ათასჯერ გითხარი, მოვალ 5 წუთში და რაღას მირეკავ ყოველ ნახევარ საათში?
***
კახელი შვილი მიადგება მამას:
– მამიი, გახსომს, რომ მეუბნებოდი, თუ მეოთხე კლასში გადახვალ ას ლარს გაჩუქებო?
– მაგაი, რა დამავიწყებს, ჯო.
– ჰოდა, ენდე... ასი ლარიც დაგეზოგა.
***
შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში მივიდა ერთი მდიდარი ქართველი:
– მე, თქვენს ბანკში მინდა, ფული შევინახო.
– კი ბატონო და რამდენი გნებავთ, შეინახოთ?
ქართველმა ფრთხილად მიმოიხედა აქეთ-იქით და ჩურჩულით უპასუხა:
– 70 000 დოლარი.
– შეგიძლიათ თამამად ილაპარაკოთ. სიღარიბე ჩვენთან დასაძრახი არ არის.
***
ბავშვი ქოშინით ამოირბენს კიბეს და სირბილით მიადგება მამას:
– მამა, მეზობლის „რეინჯ როვერს“ შემთხვევით ქვა გავარტყი და სარკე გატყდა...
– გადი, ბავშვო, იქით. რა ვიცი, ვინ ხარ!... პირველად გხედავ!..
***
ნათქვამია: ვინც ეძებს, ის პოულობსო, – ეტყობა, ამის მთქმელს, საქართველოში სამსახური არ უძებნია.

скачать dle 11.3