ბრძნული აზრები
იუნკერი: მიუღებელია ევროკავშირის დაყოფა ქვეყნებად, რომლებიც გასცემენ და ქვეყნებად, რომლებიც იღებენ.
ტეტჩერი: ევროპა ისტორიამ შექმნა, ამერიკა – ფილოსოფიამ.
შამფორი: ხასიათის თავისებურებების გამო საზოგადოებაში იმ ადგილის დაკარგვა, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით გეკუთვნის, დიდი უბედურებაა.
პასკალი: რაც უფრო მეტი ჭკუა აქვს კაცს, მით უფრო მეტ ორიგინალურ ადამიანს იპოვის. ჩვეულებრივი ადამიანი კი მათ შორის განსხვავებას ვერ ამჩნევს.
ნეპოტი: გადაჭარბებულ თავდაჯერებას ადამიანი უბედურებისკენ მიჰყავს.
ჩესტერფილდი: ტრადიცია წარსულის პროგრესია, მომავლის პროგრესი ტრადიციად იქცევა.
არტურ გრაფი: როცა ადამიანებს არაფერი აქვთ სატრაბახო, საკუთარი უბედურებით ტრაბახობენ.
შექსპირი: გონიერი ბრიყვი ჯობია უგუნურ ბრძენს.
კომენსკი: ჭკვიანს უყვარს სწავლა, სულელს – სწავლება.
ოთარ ჭილაძე: რაც უფრო უბედურია შემოქმედი პირად ცხოვრებაში, მით უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს ხალხისთვის.
ნავოი: იცხოვრო სამყაროში და არასრულყოფილი დარჩე, იგივეა, რაც აბანოდან დაუბანელი გამოხვიდე.
ლაკატორი: იყავი გაბედული ჰიპოთეზების წამოყენებაში, დაუნდობელი მათი უარყოფის დროს.
არისტოტელე: იმისთვის უნდა იხუმრო, რომ სერიოზული საქმეები გააკეთო.
ვოლტერი: ხელოვნება წრეს უვლის სამყაროს, როგორც სისხლი ცირკულირებს ჩვენს ვენებში.
გოლდონი: ქვეყანა მშვენიერი წიგნია, მაგრამ უსარგებლო მისთვის, ვინც კითხვა არ იცის.
სენეკა: მწვერვალს მიაღწია მან, ვინც იცის, რა უნდა უხაროდეს.
ადისონი: მე სიხარულს ყოველთვის ვამჯობინებდი, ვიდრე მხიარულებას, რადგან მხიარულება ქცევის წესია მაშინ, როცა სიხარული ჭკუის მდგომარეობაა. მხიარულება ხანმოკლეა, სიხარული კი მუდმივი და უცვლელი.
საადი: ნასწავლი კაცის სწავლება ადვილია.
შოუ: სულელისთვის ყველაფერი ყოველთვის კარგად მთავრდება.
კონფუცი: მაღალი სიბრძნე და დაბალი სიბრიყვე, ცვლილებებს არ განიცდიან.
ლაროშფუკო: ზოგ ბრიყვს ნათლად აქვს შეგნებული თავისი სიბრიყვე და მოხერხებულად სარგებლობს ამით.
ლაბრიუერი: ყმაწვილ ქალს თავდავიწყებითაც რომ უყვარდეს ვინმე, ანგარება და პატივმოყვარეობა უფრო უძლიერებს სიყვარულს.