კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდნენ ქართველი მეფეები თინათინ მაღალაშვილის სახლში და რომელი ხელნაკეთი ნივთი არ გაყიდა მან 15 000 დოლარად

ყველასთვის კარგად ცნობილი ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი არაერთი მოდის კვირეულის მონაწილეა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს  გარეთ. მაგრამ, მის მიერ შექმნილი ულამაზესი თოჯინების შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის. რისგან ამზადებს და რა ადგილი უკავიათ თოჯინებს მის ოჯახში, ამის შესახებ თავად დიზაინერი გვესაუბრა.

– როდის დაიწყეთ თოჯინების კეთება?
–  ვიდრე თოჯინების კეთებას დავიწყებდი, ვაკეთებდი საკარნავალო ნიღბებს, იმავე მასალით, რითიც მოგვიანებით უკვე დავიწყე თოჯინების კეთება. ეს იყო თხუთმეტი წლის წინ. მე რომ თოჯინებს ვაკეთებდი, მაშინ ძალიან ცოტა იყო ამ საქმით დაკავებული. შეიძლება ითქვას, თბილისში მე ვიყავი ერთ-ერთი პიონერი ამ მიმართულებით. პროფესიით მხატვარი ვარ. წითელ დიპლომზე მაქვს სამხატვრო აკადემია დამთავრებული.
–  რა მასალას იყენებთ თოჯინების გასაკეთებლად?
–  ეს არის წებოში დამუშავებული გაზეთი, რომელიც უძლებს დროს. მე ვიცი, რომ საუკუნეების მერე ჩემი ნამუშევრები ისევ ისეთ მდგომარეობაში იქნება, როგორშიც დღესაა.
–  რამდენი თოჯინა გაქვთ შექმნილი?
–  სულ მაქვს შვიდი თოჯინა, მაგრამ ამჟამად სამი მათგანი საგამოფენოდაა. რაც დრო გადის, ბევრი დეტალი აღარ მომწონს და ვიწყებ რესტავრაციას. ეს პროცესი ხშირად დროში იწელება. ნებისმიერი ხელოვანი გამიგებს ამას. მყავს ერთი თოჯინა, ფრანგი ქალი, რომლის რესტავრაციაც ახლახანს დავამთავრე. მყავს ბოშა ქალი, რომელსაც მინდა, კაბა გამოვუცვალო.
–  რომელიმე გამოფენაზე თუ გაგიტანიათ თქვენი ნამუშევრები?
–  მიწვეული ვიყავი მოსკოვში საერთაშორისო გამოფენაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიზის გაკეთება ვერ მოვასწარი და მხოლოდ თოჯინა გავგზავნე. მან დიდი მოწონება დაიმსახურა. საფრანგეთში არის თოჯინების გილდია, სადაც ორმოცდაათამდე მეთოჯინეა გაერთიანებული. იქიდანაც მომივიდა წერილი, მთხოვდნენ, გამეგზავნა ჩემი ნამუშევარი იმისთვის, რომ მეც გავმხდარიყავი ამ გილდიის წევრი. მაგრამ, მე უარი ვთქვი, რადგან მათ უნდა დაეშალათ თოჯინა და ენახათ, როგორ იყო შექმნილი. რომ წარმოვიდგინე, ჩემი ამდენი ნაწვალები უნდა გაეფუჭებინათ, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი.
–  რომელია თქვენი პირველი ნამუშევარი და რა დროს ანდომებთ ერთი თოჯინის შექმნას?
–  პირველი თოჯინა გავაკეთე თიხისგან, რომელიც ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ დიდი არაფერი იყო. თუმცა, მის კაბას საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე. ყველაზე დიდი დრო დამჭირდა ბალერინას გასაკეთებლად. ამ თოჯინაზე ოთხი წელი ვიმუშავე. ის დაახლოებით მეტრი და ოცი სანტიმეტრია და დგას ცალ ფეხზე. ცეკვის პროცესშია და მეორე ფეხი ჰაერში აქვს. ყველას ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა ამ სფეროში, ეგონა, ამხელა თოჯინა ცალ ფეხზე ვერ დადგებოდა და  წონასწორობას ვერ შეინარჩუნებდა.
–  რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი თოჯინა?
–  ჩემი თოჯინებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ფრანგი ქალი, რომელსაც ერთი წელი ვაკეთებდი. ამ დროს ჩემს ქალიშვილზე ვიყავი ფეხმძიმედ. არანაკლეებ მიყვარს ბოშა ქალი, რომელსაც იმდენად ფაქიზად ვაწებებდი თმას, რომ ჩემმა გოგონამ, რომელიც მაშინ დაახლოებით ორი წლის იქნებოდა, იეჭვიანა თოჯინაზე. მოულოდნელად ეცა თმაში და ძლივს გავაგდებინე ხელიდან. დღეს ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ჩემი ნამუშევრები. ერთ-ერთი მიწისძვრის დროს ჩემი შვილის პირველი რეაქცია იყო ის, რომ ძირს დაეწვინა ჩემი თოჯინები, რომ არ დაცემულიყვნენ და დაზიანებულიყვნენ. ჩემი მეუღლეც აკეთებს თოჯინებს. დაახლოებით ოცი ნამუშევარი აქვს. მისი თოჯინები ისტორიული გმირებია. გვყავს დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი. პატარა მუზეუმი გვაქვს სახლში.
–  რომელიმე თოჯინა თუ გაგიყიდიათ?
–  არა, თითოეული თოჯინა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ ვერცერთი ვერ გავიმეტე გასაყიდად. მე ვხატავ კიდეც და ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ჩემი ნახატების მიმართაც. რამდენიმე ნახატი გავყიდე, მაგრამ ყველა მფლობელს წავუყენე ულტიმატუმი: იმ პირობით მოგყიდით, თუ ერთხელ, როცა გამოფენა მექნება, მათხოვებთ-მეთქი. როდესაც გამოფენისთვის ვითხოვე ჩემი ნამუშევრები, ვუყურებდი და სიმწრის ცრემლები მდიოდა, იმდენად ვნანობდი, რომ გავყიდე. ბალერინაში მიხდიდნენ 15 000 დოლარს, მაგრამ არ გავყიდე. ვიცი, რომ ეს ერთგვარი კაპიტალია. მე მათ, მზითვებში გავატან ჩემს ქალიშვილს. ზუსტად ვიცი, რომ 50 წელიწადში თითოეული მათგანი იქნება უძვირფასესი ნივთი, რომელსაც ძალიან ძვირად გაყიდის.
–  როდის ჩამოაყალიბეთ ბრენდი „თინათინ მაღალაშვილი” და რომელი საქმე უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის?
–  დაახლოებით 2002 წლიდან მაქვს ჩემი ატელიე. რაც შეეხება ჩემს ბრენდს, რვა წელია, რაც არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ ჩვენებაში მიმიღია მონაწილეობა. საქართველოში, ძირითადად, საქველმოქმედო ჩვენებებს ვაწყობ ხოლმე. ხატვა და თოჯინების კეთება არის ჩემი საყვარელი საქმე, მოდა კი – ბიზნესი.
– დიდ დროს თუ ატარებთ ატელიეში და ხართ თუ არა ჩართული კერვის პროცესში?
–  ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვატარებ ატელიეში. ვცდილობ, თითოელი კლიენტის შეკვეთა თავად მივიღო, დავესწრო ზომების აღების პროცესს. მე ვიღებ თარგს და ვაკვირდები, როგორ კერავენ. კოლექციის უმეტესი ნაწილი ჩემი ხელითაა მოქარგული.
–  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
–  ჩვენ გვაქვს შემოთავაზება ebay-დან, სადაც ჯერჯერობით არცერთი ქართველი დიზაინერის ნამუშევრები არ იყიდება და გვაქვს შანსი, იქ განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია. მივდივარ აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე. ვაპირებ, ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გაკეთებას, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გავამხელ, რადგან ხშირად ვყოფილვარ იდეების მოპარვის მსხვერპლი. ამ მხრივ არ ვართ დაცული.

скачать dle 11.3