კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოატყუე მადა!

ზამთარში ქალების უმრავლესობა წონაში იმატებს, რაც განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს ხოლმე საახალწლოდ, როცა ტანსაცმელს ვეღარ ირგებთ. რატომ ხდება ასე და როგორ შევინარჩუნოთ სასურველი აღნაგობა?
დაიწყეთ თქვენი მადის გაკონტროლება – ეს ხომ სულაც არ არის ძნელი! აი, მაშინ კი რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორებასაც უპრობლემოდ შეძლებთ.
არ იშიმშილოთ!
თუ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ცალ სალათის ფოთოლს შეჭამთ, საეჭვოა, რომ საღამოს ფეხზე დადგომა შეძლოთ და, ძალაუნებურად, ძილის წინ დანაყრდებით საკმაოდ მძიმე და კალორიული კერძებით. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ, დღეში 4-5-ჯერ მიირთვათ პატარ-პატარა ულუფებით.
დილა დაიწყეთ „ჰერკულესის“ ფაფით (წყალზე მოხარშულით). ის შეიცავს ნელ ნახშირწყლებს, რომლებიც დიდხანს უნარჩუნებს ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას.
შიმშილი იგრძენით?! მოატყუეთ მადა – ამაში ცოცხალი ხილი და ბოსტნეული დაგეხმარებათ. მათში დიდი რაოდენობით შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომლებიც დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიმხნევე და კარგად იგრძნოთ თავი.
ტკბილი მოგინდათ?! შეგიძლიათ, მიირთვათ მწარე შოკოლადის პატარა ნატეხი ან დალიოთ 1 ჭიქა ნატურალური წვენი.  ოღონდ, უნდა იცოდეთ, დღეში რამდენი შაქრის მიღების უფლება გაქვთ (ჯანმრთელობისა და ასაკის გათვალისწინებით), რაც თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა დაგიდგინოთ.
საღამოს აიწონეთ და სასწორმა ზედმეტი წონა აჩვენა?! ნუ დაპანიკდებით. უნდა იცოდეთ, რომ დიეტოლოგები გვირჩევენ ავიწონოთ მხოლოდ დილით – დღის ამ მონაკვეთში ადამიანი უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე შუადღეზე ან საღამოს. დილის წონა რომ გეცოდინებათ, შეეცდებით, დაძინებამდე ისე იკვებოთ, რომ სასწორმა საღამოს იმაზე მეტი არ აჩვენოს.
მთავარი წესი: ჭამეთ პატარა ლუკმებით და ღეჭეთ დიდხანს!
დიეტოლოგები ამბობენ, რომ დანაყრების შეგრძნება ჭამის დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ დგება. ამიტომ, როგორი მშიერიც არ უნდა იყოთ, ნუ მივარდებით ერთდროულად პირველ, მეორე და მესამე თავ კერძს. ჭამეთ ნელა, პატარა ლუკმებით და ღეჭეთ დიდხანს – ასე უფრო მალე იგრძნობთ დანაყრებას და, შესაბამისად, ნაკლებსაც მიირთმევთ.

скачать dle 11.3