კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიტნესი – საქმესთან ერთად

ამ ეგრეთ წოდებული ვარჯიშების შესრულებაზე მაქსიმუმ ხუთი წუთი დაგეხარჯებათ, შედეგი კი მართლაც არაჩვეულებრივი გექნებათ. ასეთ ფიტნესს კიდევ ერთი დადებითი „თვისება“ აქვს – შეჩვევა იცის, ანუ ძალიან მალე ის თქვენი ცხოვრების წესად იქცევა და უკვე გარანტირებული გექნებათ წონაში დაკლებაც, ლამაზი სიარულიც და ახალგაზრდული იერიც.
მაშ, ასე, დავიწყოთ საწოლიდან: რომ გაიღვიძებთ, კარგად გაიზმორეთ, ისე, რომ ფეხებიც და ხელებიც მაქსიმალურად დაჭიმოთ (ამას უზრდელობად არავინ ჩაგითვლით); მერე გადმოდით საწოლიდან და იატაკზე დაჯექით, ზურგით საწოლს მიეყუდეთ, ტერფები იატაკზე დააწყვეთ, ხელებით კი ზურგს უკან საწოლის კიდეს დაეყრდენით. ფეხები მუხლებში მოღუნული უნდა გქონდეთ. ხელებზე დაყრდნობით ტანი ზემოთ წამოსწიეთ და ფეხები მუხლებში მაქსიმალურად გაშალეთ, რამდენიმე წამის შემდეგ კი ისევ იატაკზე ჩაჯექით. ეს მოძრაობა გაიმეორეთ 8-10-ჯერ – ამას სულ 2 წუთს თუ მოანდომებთ.
3-იოდე წუთი გეყოფათ კბილების გახეხვის პარალელურად ბუქნების გასაკეთებლად. თუ იმასაც მოახერხებთ, რომ ყოველ ბუქნზე ხან ერთი ფეხი გამოსწიოთ წინ და ხან მეორე, ამით თეძოების, ბარძაყებისა და წვივების კუნთებს გაავარჯიშებთ.
ამ ვარჯიშის ჩატარება კი საუზმის დროს არის მოხერხებული: მაგიდასთან დაჯდომისას შეისუნთქეთ მუცელი და ამ მდგომარეობაში გაჩერდით 10-20 წამი ისე, რომ სუნთქვა არ შეწყვიტოთ. შემდეგ 5-10 წამით მოადუნეთ მუცლის კუნთები და ისევ 10-20 წამით შეისუნთქეთ. ასე განაგრძეთ საუზმის დასრულებამდე.
თუ სამსახურში მთელი დღის განმავლობაში გიწევთ ჯდომა, ისე, რომ მუშაობა არ შეწყვიტოთ, შეატყუპეთ ფეხები, ქუსლებზე დაყრდნობით წამოსწიეთ ტერფები და ისევ იატაკზე დაუშვით; პარალელურად დაჭიმეთ და მოადუნეთ დუნდულების კუნთები და შეისუნთქეთ და მოადუნეთ მუცელი, ოღონდ, ამ ვარჯიშის პროცესში წელი და მხრები გამართულად უნდა გეჭიროთ. ამ ყველაფრისთვის 3-4 წუთიც საკმარისი იქნება.
სამსახურში შესვენებაზე აუცილებლად დაუთმეთ რამდენიმე წუთი ხერხემალს: თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ, გაიხადეთ, ტერფები ერთმანეთზე გადააჯვარედინეთ და იატაკზე დააყრდენით, ხელებით დაებჯინეთ სკამის დასაჯდომ ნაწილს (ცხადია, მიხვდით, რომ ამ ვარჯიშის დროს სკამზე უნდა იჯდეთ), ტანით ნელ-ნელა შებრუნდით მარცხნივ, კისერი კი მაქსიმალურად მიატრიალეთ მარჯვნივ; შემდეგ ისევ ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს. ვარჯიში გააკეთეთ 8-10-ჯერ.
საღამოს, სახლში დაბრუნების შემდეგ, დაწექით დივანზე (ზურგით) და ფეხები ბოლომდე გაასწორეთ – ეს არის საწყისი მდგომარეობა. მარჯვენა ფეხი მუხლში მოხარეთ და ორივე ხელის დახმარებით შეეცადეთ მკერდთან მიიტანოთ, პარალელურად, თავი და მხრები მუხლისკენ წამოსწიეთ, მარცხენა ფეხი კი ტახტიდან დაახლოებით ნახევარ მეტრზე ასწიეთ და ამ მდგომარეობაში გაჩერდით რამდენიმე წამის განმავლობაში. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და იგივე ვარჯიში გაიმეორეთ, ოღონდ ფეხები შეანაცვლეთ. ეს ვარჯიშიც 8-10-ჯერ შეასრულეთ.
საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მთელი დღის განმავლობაში 20-დან 25 წუთამდე დაგეხარჯებათ, სამაგიეროდ კი თავს მხნედ და ახალგაზრდულად იგრძნობთ.

скачать dle 11.3