კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევცვალოთ 2016 წელს ცხოვრება უკეთესობისკენ აქსესუარების სწორად ტარებით

თანამედროვე მანდილოსნები დღეს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ ბიჟუტერიას. საქმიან შეხვედრებსა თუ წვეულებებზე მათი გაკეთება მეტად მიღებული და მოდურია. თუ გსურთ სამკაულმა წარმატება მოგიტანოთ, უნდა ისწავლოთ სწორად შერჩევა:
თუ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხარ დაბადებული და გსურთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით მოჭედილ ბეჭდებზე შეაჩერეთ. მკაფიო ფერის ქვებით ყვავილის ფორმის აქსესუარები კი გარშემო მყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებასაც უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის.
თუ კუროს ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით, მაშინ არჩევანი ლითონის აქსესუარებს მიანიჭეთ, ყურადღება კი ყელსაბამზე გადაიტანეთ. თქვენთვის მისაღებია მოვარდისფრო-მოწითალო ქვებით შემკული ბიჟუტერია.
ტყუპებისთვის კარგია თვალშისაცემი გულსაბნევების ყოველდღიურად ტარება. მით უმეტეს, თუ მათ ყვავილის ფოთლის ფორმა აქვს. რაც შეეხება ქვებს, კარგია ყვითელი ან ვარდისფერი ქვით მოჭედილი სამკაულები. არ გირჩევთ მასიური სამკაულის ტარებას.
თუ კირჩხიბის ნიშანს განეკუთვნებით, ატარეთ ხის ან ლითონის სამკაული. გამჭვირვალე ქვებით მოჭედილი ბიჟუტერია კი უფრო მიმზიდველს გაგხდით.
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა უნდა ატაროს დიდი ზომის სამკაულები, რომლებიც ვარდისფერი ქვებით იქნება შემკული. ეს ბიჟუტერია აუცილებლად ცნობილი ბრენდის და ძვირფასი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.
ქალწულებს მონეტებისგან გაკეთებული სამკაული უფრო  წარმატებულს გახდის. ერიდეთ ძვირფას ლითონებს და უპირატესობა გლუვ ქვებს მიანიჭეთ.
თუ სასწორის ნიშნით დაიბადეთ, მაშინ ყვითელი ფერის შუშის ბიჟუტერია მოგიხდებათ. ნატურალური ქვები კი მეტ თავდაჯერებულებას შეგმატებთ.
მორიელებს კლასიკური სამკაულები მოუხდებათ, რადგან ეს მათი სტილია. თუმცა, არც თანამედროვე მოდას უნდა ჩამორჩნენ. ატარეთ ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდები. ეს მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში.
თუ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, არჩევანი გააკეთეთ ცისფერი ქვებით გაწყობილ სამკაულებზე. ყოველდღიურად ატარეთ ბეჭედი, წვეულებებსა და შეხვედრებზე კი ნაზი, სადა ბიჟუტერია გაიკეთეთ.
თხის რქები მეტად რომანტიკოსები არიან, უყვართ ძველი სტილის სამკაულების ყოველდღიურად ტარება. გირჩევთ, სხვადასხვა ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია მოირგოთ და მას რომელიმე ცხოველის ფორმა ჰქონდეს.
მერწყულები კი გემოვნებითა და მოდურობით გამოირჩევიან. მათ უცნაური ფორმის სამკაულები უყვართ. თქვენთვის კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია, მით უმეტეს, თუ შეხვედრაზე ან მიღებაზე მიდიხართ.
თუ თევზების ზოდიაქო გმართავთ, უნდა ატაროთ პატარა, ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე – ეს ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. ქვებიდან კი უპირატესობა ლურჯ, ყვითელ ან წითელ ფერებს მიანიჭეთ და ამ ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია ატარეთ.
საერთოდ, მანდილოსანმა მკვეთრი წითელი ფერის სამკაული ხშირად უნდა ატაროს, რადგან ამით ის ადვილად იპყრობს ყურადღებას და მეტად არის დაცული ნეგატიური ზემოქმედებისგან. მით უმეტეს, რომ 2016 წელი, წითელი მაიმუნის წელიწადია და წარმატებას რომ ადვილად მიაღწიოთ ცხოვრებაში, ეს ფერი უნდა დომინირებეს თქვენს როგორც ჩაცმულობაში, ასევე სამკაულებში.

скачать dle 11.3