კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს შინაური ცხოველის ყოლას სახლში

დღეს  ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა მოუაროს ცხოველს სახლის პირობებში. საუბარია ოჯახებზე, სადაც პატარა ბავშვები ჰყავთ და ხშირად, ცხოველის ბეწვის მიმართ ბავშვის ალერგიულობის მიზეზით, ცხოველს ქუჩაში  უპატრონოდ ტოვებენ. რეალურად საშიშია თუ არა შინაური ცხოველი პატარა ბავშვის ჯანმრთელობისთვის და როგორ უნდა დავიცვათ თავი – ამ თემაზე ვესაუბრეთ  ვეტერინარ მარიამ ჩხიკვიშვილს და ალერგოლოგს – პედიატრ მაია მაკალათიას, რომლებიც საინტერესო რჩევებს მისცემენ ცხოველების მოყვარულებს  და ასწავლიან ყველა ახლაბედა მშობელს მცირეწლოვანი ბავშვის ალერგიისგან დაცვას.

 – რა უნდა ვიცოდეთ, თუკი შინაური ცხოველის სახლში მოყვანა გადავწყვიტეთ?
მარიამ ჩხიკვიშვილი: თუ გადაწყვიტეთ, ცხოველის სახლში მიყვანა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან და გააცნობიეროთ ყველა ის ვალდებულება, რომლებიც ასეთ დროს ეკისრებათ. გარდა ამისა,  უნდა იცნობდეთ იმ  ცხოველის გენეტიკურ თავისებურებას, რომლის აყვანაც გსურთ, რათა  შემდგომში მასთან შეგუება არ გაგიჭირდეთ. მაგალითად, ძაღლის სხვადასხვა ჯიშს სხვადასხვა გენეტიკური დაავადება ახასიათებს. საქართველოში ახლა ძალიან პოპულარულია ლაბრადორები, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ დისპლაზია მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემააა. დისპლაზიის მქონე ძაღლები არ ექვემდებარებიან გამრავლებას და სტერილიზაცია უტარდებათ, რათა აღმოფხვრან გენეტიკური დაავადებები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ძაღლის ჯიშსა და გენეტიკას. მაგალითად, მოპსები თავიანთი ფიზიკური აგებულებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად საჭიროებენ  ცხვირის პლასტიკას, რადგან სუნთქვა უჭირთ; კიდევ სასისა და ძვალ-სახსროვანი სისტემების პრობლემა აქვთ, რადგან ისინი სელექციის შედეგად მიღებული ჯიშებია. ის, ვინც ცხოველების აყვანას გადაწყვეტს, ამ ყველაფერში უნდა ერკვეოდეს. ნებისმიერ შინაურ ცხოველს ვეტერინარის დანიშნულებით, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეთ რიგი მანიპულაციები;  ასევე, აუცილებელია ცოფისა და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. ცხოველის აცრა 2 თვის ასაკიდან, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი 3 თვიდან ტარდება.
– უსაფრთხოა თუ არა ოჯახში  შინაური ცხოველების ყოლა, მით უმეტეს, თუ სახლში ბავშვია?
მაია მაკალათია:  სანამ ცხოველს სახლში მივიყვანთ, პირველ ყოვლისა, აუცილებელია, დავადგინოთ, აქვს თუ არა ბავშვს მემკვიდრული ალერგიული წინასწარგანწყობა. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, დიდი ალბათობით, მათი შვილიც ალერგიული განწყობის მქონე იქნება, მაგრამ ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით, უბრალოდ, ასეთი ბავშვები გარკვეულწილად რისკის ჯგუფში არიან. უპირველესად, უნდა მოხდეს გამოკვლევა, თუ რა იწვევს ალერგიის გამოვლინებას ბავშვში. შეიძლება ცხოველი სულაც არ აღმოჩნდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზი. ალერგია იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციაა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ. თუ დადგინდა, რომ ბავშვი ალერგიულია უშუალოდ ცხოველების მიმართ, სასურველია, ცხოველებს, რომლებიც სახლში გვყავს, მოვუძებნოთ შესაბამისი პატრონი და დავაბინაოთ ისინი საიმედო გარემოში. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას პანიკური დამოკიდებულება აქვს ცხოველის ბეწვის მიმართ, მაგრამ, ალერგიული რეაქცია შეიძლება აღინიშნოს არა მარტო ბეწვზე, არამედ ცხოველის გამონაყოფებზე როგორიც არის ეპიდერმისი, ქერტლი, ექსკრემენტები. ჩიტების შემთხვევაში ძალიან ხშირია ალერგია არა ბუმბულის, არამედ ბუმბულში არსებული ტკიპების მიმართ. ასევე, თუთიყუშების ესკრემენტებზეც არის ალერგია. ნებისმიერმა ალერგენმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული კონიუნქტივიტი, რომელსაც თან ახლავს თვალის სიწითლე, ცრემლდენა, შეშუპება, რაც ადვილად შეიმჩნევა; ასევე, ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა. პირველ ყოვლისა, მშობელმა უნდა მიმართოს ალერგოლოგს, რომელიც ჩაატარებს დიაგნოსტიკას. ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ატარებს ალერგიულ განწყობას, თუმცა შესაძლებელია ალერგიული ფონის დაწევაც. საუკეთესო გამოსავალია ალერგენის ელიმინაცია, რაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ასევე, ბავშვისთვის ალერგიულია თევზების საკვები – დაფნია და ციკლოპი. ნებისმიერმა ალერგენმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიიცაა: ურტიკარული გამონაყარი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ალერგიული რინიტი, ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმა. ყველა ეს მდგომარეობა, შესაძლოა,  ცხოველის მიმართ ალერგიის დროს გამოვლინდეს, როდესაც ბავშვი მეტ-ნაკლებად ახლოს არის ცხოველთან. თუ ბავშვს აწუხებს ხველა ან ცემინება, რომელიც არ არის დაკავშირებული გაციებასთან, შესაძლოა, ეს იყოს ალერგია. მაგალითად, ჩვილ ბავშვებში ყოველდღიურად ახალ-ახალი ალერგენი შემოდის, ამ დროს მშობელი ყოველთვის უნდა დააკვირდეს, რამ გამოაჩინა ესა თუ ის ალერგიული სიმპტომი. ზოოპარკში სიარული და ცირკში წასვლაც კი, შეიძლება პრობლემა გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება ცხოველის მიმართ ალერგია.
– რა სახის გართულებებთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაში, თუ შინაურმა ცხოველმა თამაშის დროს ბავშვი დაკბინა ან გაკაწრა? როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მშობელი?
– ხშირია შემთხვევა, როცა ეშინიათ კურდღლის, ზაზუნის, ზღვის გოჭის ნაკბენების. მაგრამ, თუ ეს ცხოველები რეალურად ცხოვრობენ ოჯახში, სადაც  მათ  აქვთ შექმნილი ჰიგიენური პირობები და არ ურთიერთობენ ქუჩაში მყოფ ცხოველებთან, არ აქვთ კონტაქტი  დაბინძურებულ გარემოსთან, შესაბამისად, ნაკბენი არ არის საშიში. ზღვის გოჭებში, მღრნელებში, ზაზუნებში არასდროს დაფიქსირებულა ცოფით დაავადების ფაქტი, ერთადერთი შემთხვევა იყო რუსეთში, როდესაც ძაღლისგან გადაედოთ ზაზუნებს ცოფი, რადგან ისინი ცოფიანმა ძაღლმა დადორბლა, სხვა შემთხვევაში, აკვარიუმში მცხოვრები ცხოველები დაცულები არიან საფრთხისგან. როგორც წესი, შინაური ცხოველი ოდნავ თუ გაკაწრავს ბავშვს, მშობელი, პანიკაში ვარდება. თავი მშვიდად და დაცულად რომ იგრძნოთ, უნდა მიმართოს ექიმს. რეალურად, ამ პროცესში საჭიროა სამი ექიმის ჩართვა: ვეტერინარის, რაბიოლოგისა და  პედიატრის, რადგან ბავშვზე გვაქვს საუბარი. ვეტერინარი, პირველ ყოვლისა, ცოფზე სინჯავს ცხოველს და ასევე, ამოწმებს, თუ როდის გაუკეთდა მას ვაქცინა და აფასებს ცხოველის კლინიკურ სურათს. რაბიოლოგმა უნდა განსაზღვროს, გაუკეთოს თუ არა ვაქცინაცია ბავშვს. საერთოდ, ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ ცხოველთან ურთიერთობას, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები.
– რა სახის დაავადებების გამოწვევა შეუძლია ცხოველის ბეწვს და რომელი შინაური ცხოველები არიან ძირითადად ცოფის „ამთვისებლები“?
– ძირითად შემთხვევაში მიზეზი, რის გამოც ეშინიათ  ცხოველის  ბეწვის, არის ექინოკოკოზი და, ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ცხოველი გყავდეს სახლში. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ისე დაავადნენ ექინოკოკოზით, რომ მათ შინ არ ჰყავდეთ ცხოველი და ეს იყოს განპირობებული მწვანილით, რომელიც კარგად არ გარეცხეს. ამიტომ, თუ ჩვენ ცხოველები გვყავს სახლში, პერიოდულად, სქემის მიხედვით ვეტერინარის დანიშნულებით უნდა ხდებოდეს მათი დეჰელმინთიზაცია. თუ გვაინტერესებს ჰყავს თუ არა ცხოველს ჭიები, ხდება ფეკალიების გამოკვლევა ჰელმინთების არსებობაზე, მათი აღმოჩენის შემთხვევაში კი ხდება  დეჰელმინთიზიცია და ვართ მშვიდად. თუ ცხოველი დაინვაზირებულია, შესაძლოა ადამიანსაც ჰქონდეს ეს ინვაზია – გააჩნია რა ტიპის ჰელმინთებია. ექინოკოკოზი არის ჭია, რომელიც განავლით ვრცელდება. მაგალითად, ძაღლები ხშირად ილოკავენ უკანა ტანს  და შესაბამისად, ენაზე გადასული კვერცხების სახით ექინოკოკი  გავრცელდება ბეწვზე, რომელსაც ბავშვი ხელს ჰკიდებს და შეიძლება შემდეგ პირში ჩაიდოს. იმისათვის, რომ ეს საშიშროება ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია დეჰელმინთიზაცია, რაც დაიცავს ბავშვისა და მშობლის ორგანიზმს. მაგალითად, ვეტერინარები მუდმივად არ ვატარებთ ნიღაბს ცხოველებთან, მიუხედავად ამისა, ხშირად არ ვიღებთ მათგან სხვადასხვა  დაავადებას; უფრო მეტად, რაც შეიძლება, დაგვემართოს, არის სოკოვანი დაავადება, რომელიც უშუალო კონტაქტის გზით ვრცელდება  და ძალიან მარტივად იკურნება. ცოფის მატარებელი ცხოველები არ არსებობენ, ცოფის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ დაავადებულ ცხოველს შეუძლია და ამთვისებლები არიან ძუძუმწოვრები – ძაღლი, კატა, თაგვი და სხვა. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა წელიწადში ერთხელ კეთდება.

скачать dle 11.3