კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რთული მარტივი ურთიერთობა


შეცდომა, რომელსაც შეყვარებული ქალები უშვებენ, არის სიტყვები:  „ის ყველაფერია, რაც გამაჩნია“ – ეს დიდი სისულელეა. თქვენ მის გარდა ძალიან ბევრი რამ გაქვთ და, რაც მთავარია, გყავთ საკუთარი თავი, რომელიც ნებისმიერ მამაკაცზე მეტად უნდა გიყვარდეთ. სიყვარული, რა თქმა უნდა, კარგიც არის და აუცილებელიც, მაგრამ, ზომიერების ზღვარს თუ გადახვალთ, ის პრობლემად გადაიქცევა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რთულიც არის და მარტივიც: რთულია, როცა მხოლოდ გულის კარნახს მიჰყვები და, მარტივია, როცა ზუსტად იცი, რას ელოდები ამ ურთიერთობისგან. იქნებ ფიქრობთ, რომ შეყვარებული ქალისთვის ეს ყველაფერი რთულად გასაგებია?! აჯობებს, თავიდანვე დაალაგოთ ურთიერთობა, რათა შემდეგ იმედგაცრუებამ გული არ გატკინოთ. სიყვარული არ ითხოვს მსხვერპლს და ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა. იმიტომ კი არა, რომ თქვენგან მსხვერპლის გაღება უანგარო არ არის, უბრალოდ, ამას ვერც გაიგებენ და არც დაგიფასებენ.
სასიყვარულო ურთიერთობა ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც. ის არაფრით არ არის ვალდებული, რომ შეგიყვარდათ; ყველაზე დიდი, რაც შეუძლია, მოგცეთ, თავისი გრძნობაა თქვენსაზე პასუხად და ეს უნდა დააფასოთ. პრეტენზიები და იმაზე წუწუნი, რომ თქვენ უფრო მეტად გიყვართ, სისულელეა. ნურაფერს მოსთხოვთ და ნურაფერზე უსაყვედურებთ – უბრალოდ, გიყვარდეთ და მაშინ თქვენი ურთიერთობაც მარტივი იქნება.
თვითკრიტიკა
ნორმაშია

კრიტიკა, მით უფრო – თვითკრიტიკა, სულაც არ არის ცუდი. პირიქით, ძალიან საჭიროა, მაგრამ, ნორმის ფარგლებში. თუ ადამიანს შესწევს უნარი, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს, ანუ უცხო თვალით დაინახოს საკუთარი ნაკლიც და ღირსებაც, ის ბევრს მიაღწევს ცხოვრებაში – ასე პარტნიორსაც ადვილად იპოვით და საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნებით. თვითკრიტიკა ერთგვარი მუშაობაა საკუთარ თავზე და, შესაბამისად, ნელ-ნელა გაიზრდებით. მთავარია, სამართლიანი იყოთ, ოღონდ, არა ზედმეტად მკაცრი. ზოგიერთს ჰგონია, რომ, თუკი მკაცრი იქნება საკუთარი თავის მიმართ და დიდ მოთხოვნებს წაუყენებს მას, გაცილებით მეტს მიაღწევს ცხოვრებაში. რეალურად, ზედმეტმა სიმკაცრემ, შესაძლოა, არასრულფასოვნების კომპლექსამდეც კი მიგიყვანოთ. შეაქეთ საკუთარი თავი და უთხარით მას მადლობა ძალისხმევისთვის. თქვენ ყველაფერ კარგსა და საუკეთესოსაც კი იმსახურებთ, მაგრამ ამისთვის, გარკვეული შრომა უნდა გასწიოთ.
ხშირად გაიღიმეთ სარკის წინ მდგარმა – ეს საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ და ახალი ენერგიით დაგმუხტავთ. თანაც, ღიმილს შეეჩვევით, გაღიმებული ადამიანი კი ყველასთვის მისაღებია, ანუ, ეს კარიერულ წინსვლაშიც შეგიწყობთ ხელს, რადგან პოზიტივი, რომელსაც გულთბილი ღიმილი უდევს საფუძვლად, ძალიან გადამდებია.

გაიღიმეთ
ნებისმიერ
სიტუაციაში!

გაიღიმეთ! გაიღიმეთ ხშირად და გულითადად! თუ გიჭირთ ამის გაკეთება, იფიქრეთ რამე სასიამოვნოზე, იმ ძალიან დადებით მომენტებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იყო... არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ბედნიერი არ ყოფილა, თუმცა მაშინ ამას ალბათ ვერც კი აფასებდით.
ღიმილი უფრო მნიშვნელოვანია საუბრისას, ახალი ნაცნობობისას და ურთიერთობის ყველა ეტაპზე...
იყავით გახსნილი და გულწრფელი – ამას ქალებიც და კაცებიც ერთნაირად აფასებენ და მოსწონთ. გაინტერესებთ რამე? – ნუ მოგერიდებათ, ეს ინტერესი აშკარად გამოხატოთ. არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის და, გირჩევთ, ამასაც ღიმილით შეხვდეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ წარუმატებლობა და მარცხი ნებისმიერს შეიძლება ეწვიოს, თანაც, სრულიად მოულოდნელად. ეს არ იქნება იმის ბრალი, რომ ცუდად იმუშავეთ, ძალისხმევა დააკელით ან რაღაც გამოგეპარათ. მართალია, ამ ყველაფერს ხშირად ახლავს წარუმატებლობა, მაგრამ, მთავარია, დროულად გააცნობიეროთ მიზეზები, უთხრათ საკუთარ თავს, რომ მეორედ უფრო მიზანდასახული იქნებით და, რაც მთავარია, გაიღიმეთ ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ ღიმილი უადგილოა.

მხოლოდ ნათელი
ფერები

მერე რა, რომ გარეთ ცივა და ზამთარია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ ნათელ ფერებზე და რუხი გავაბატონოთ – არავითარ შემთხვევაში! იქნებ, არ იცით, რა მნიშვნელობა აქვს ტანსაცმლის ფერს ადამიანის განწყობაზე? შეიძლება, თქვენ თავად ვერ ამჩნევთ, მაგრამ, ზუსტად იცოდეთ, რომ სწორედ ზამთარშია მუდმივად მუქი ფერის ტანსაცმლის ტარება ძალიან სახიფათო თქვენი ფსიქიკისთვის. ჯერ ერთი, მზისა და სინათლის ნაკლებობა ისედაც ცუდ გუნებაზე გვაყენებს და, მეორე – ნათელი ფერები შეუცნობლად ზემოქმედებენ ჩვენზე და გვიხალისებენ ცხოვრებას.
ტანსაცმელს აქვს დიდი მნიშვნელობა იმაშიც, თუ როგორ და რა მიმართულებით წარიმართება ჩვენი კარიერა და პირადი ცხოვრება. ადამიანები კონკრეტული სამოსის გამო საგანგებოდ იკლებენ წონაში და ამით მთელ ცხოვრებას იცვლიან.
სტილის შეცვლით თავს ვაღწევთ სევდას, დეპრესიას, ნერვულ აშლილობას; გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ვინაცვლებთ მომდევნო საფეხურებზე და ვაღწევთ წარმატებას... ვიცვლით პარტნიორს და ვპოულობთ ბედნიერებას; ბედნიერება კი არ არსებობს ნათელი ფერების გარეშე. ამიტომ, იყავით უფრო თამამი და ნუ შეიზღუდებით არჩევანში  – ნათელი ფერები თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის – გაახალისებს და უფრო ნათელს გახდის მას!

скачать dle 11.3