კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმიდა გაბრიელის ცხოვრებიდან
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) ამბობდა: „თქვენ რომ ხედავდეთ, რა მადლი გარდამოდის ტაძარში ლიტურგიის დროს, მტვერს აკრეფდით ტაძრის იატაკიდან და ამ მტვრით პირს დაიბანდით!“
60-იან წლებში წმიდა გაბრიელმა თავის ეზოში ეკლესია ააშენა. ამ ამბავმა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ყურამდე მიაღწია. მან გამოიძახა ერთი იერარქი (მღვდელმთავარი) – დიდი თანამდებობის პირი და უთხრა: მიიღე ზომები და მამა გაბრიელს უბრძანე, ჩუმად, უხმაუროდ დაშალოს ეს ეკლესიაო. როგორც ჩანს, რწმუნებულს სკანდალი არ უნდოდა და არც ეკლესიების დამანგრევლის სახელის „მოხვეჭა“ ნებავდა. იერარქმა შესთავაზა, ერთად მისულიყვნენ მამა გაბრიელთან და გასაუბრებოდნენ.
მართლაც, ისინი ერთად მივიდნენ მამა გაბრიელის სახლში – მონაზონი ბარბარეს ტაძრის მახლობლად ცხოვრობდა. რწმუნებული ეზოში დარჩა, იერარქი კი შევიდა ტაძარში, სადაც მამა გაბრიელი ლოცულობდა. იერარქმა თქვა: „შვილო ჩემო, გაბრიელ, რა კარგი ტაძარი აგიშენებია შენი ხელით! მაგრამ, ხომ იცი, რა დროა. ზოგჯერ უკან დახევა უფრო დიდი სიბრძნეა, ვიდრე წინსვლა. დამიჯერე, დაარღვიე ტაძარი. დრო შეიცვლება და მაშინ ხელახლა ააშენებ ამ ეკლესიას, მე კი შენთან მოვალ და ერთად ვილოცოთ. გამოდი და რწმუნებულს უთხარი, რომ დაანგრევ“. მამა გაბრიელი ეზოში გავიდა და თქვა: „დავანგრევ“.
გავიდა რამდენიმე დღე. მამა გაბრიელმა წინა კადელი დაშალა, ორი მეტრით უკან გადაწია და ხელახლა ააშენა. მან თქვა: „მე იერარქს დავემორჩილე და დავანგრიე, ახლა კი კარგი დრო დადგა და ისევ ავაშენე“... – ამის შემდეგ მამა გაბრიელისთვის ხელი აღარ უხლიათ.
ერთხელ წმიდა გაბრიელი სიონის ტაძრის საკურთხეველში ლოცულობდა. მასთან მივიდა ერთი ცნობილი არქიმანდრიტი, მონაზვნებს შორის დიდი ავტორიტეტით რომ სარგებლობდა და მიესალმა. მამა გაბრიელი დაჟინებით დააცქერდა მას და უთხრა: „უბედურო, ახლავე მუხლი მოიყარე და ცოდვები მოინანიე!“ შეურაცხყოფილმა არქიმანდრიტმა მიუგო: „ჩემს ცოდვებთან რა გესაქმება? მე ვიცი, როდის უნდა მოვინანიო!“. მაშინ მამა გაბრიელი ტრაპეზთან მივიდა და დაიძახა: „შენ გეუბნები, ღვთისგან წყეული ხარ!“. მისმა ასეთმა საქციელმა საკურთხეველში მყოფნი განაცვიფრა და აღაშფოთა... რამდენიმე წლის შემდეგ ის არქიმანდრიტი ეკლესიას განუდგა
წმიდა გაბრიელის სულიერმა შვილმა გვიამბო: „ერთხელ ძალიან მომინდა ჩემი სულიერი მოძღვრის ნახვა, თუმცა მასთან შეკითხვები არ მქონდა. ვიფიქრე, რა წავუღო-მეთქი“, სულ ოცი კაპიკი მქონდა – გზის ფული. გადავწყვიტე, ამ ფულით პური მეყიდა და მასთან ფეხით წავსულიყავი. მოძღვართან რომ მივედი, მითხრა, „წვნიანი მოვხარშე და პური არ მქონდა; მოდი, ერთად ვისადილოთ“. მერე თქვა: „სენაკიდან გასვლა არ მინდოდა და ვლოცულობდი, რომ უფალს პური გამოეგზავნა ჩემთვის“.

скачать dle 11.3