კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯაყოური მადა

სეპარატისტების ექსკლუზივი

 თუმცა მათი ეს ლტოლვა არახალია, გასული წელი ჩვენი ოსი სეპარატისტებისთვის ამ ვნების მაინც გამორჩეული აფეთქებით ხასიათდებოდა, რასაკვირველია, სეპარატისტების უცვლელი დედის – რუსეთისადმი. იყო, რადგან ძალუმად ითხოვდნენ რფ-სთან მიერთებას. ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ, ვინაიდან რუსეთს აქეთ – სანქციებით დამძიმებულს, იქით – ნავთობის ფასის ვარდნით, დამატებითი სასჯელები არ სჭირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენებური სეპარატისტები ისედაც განაღდებული ჰყავს. უფრო ზუსტად – ეს ჩვენი სეპარატისტებით დასახლებული მიწა აქვს დაგულებული.
თუმცა „პრ.“ თიბილოვი იხტიბარს არ იტეხს; მეტიც, იმას გარდა, რომ რფ-სთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებით იმუქრება დღენიადაგ, ახლა „რესპუბლიკისთვის“ სახელის გადარქმევაც განუზრახავს. განუზრახავს, რამეთუ, თუ „პრ.“-ს ვერწმუნებით, „იუჟნაია ოსეტია“ არ დაუშვებს, რომ ოსების ისტორია სხვა ხალხებმა მიითვისონ“.
ჰოდა, რადგან არ დაუშვებს, უბრძანებია, დავირქვათ „იუჟნაია ოსეტია-ალანიაო“. სამწუხაროდ, არ დაუკონკრეტებია, „იუჟნაია ოსეტიაა“ სრულიად ალანია, თუ მხოლოდ „იუჟნაია ალანიაა“.
ამ განზრახვის მუზა კი მის სეპარატისტულ თავში ინგუშებს გაუღვიძებიან. მოვიხმობ „პრ.“-ს ციტატას: „იუჟნაია ოსეტიაში“ გაკვირვებულები იყვნენ (ეგრე არ დარჩეთ?!) იმით, რომ ინგუშეთში ააშენეს „ალანური კარი“, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის (იცის, მაშ?! თან – ალილუიასავით!), რომ ოსები ალანებისა და სკვითების შთამომავლები არიან და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, მიითვისოს ჩვენი ისტორია (ვინ თქვა, მოკვდა არსენაო?!).“
„პრ.“-ის ლოგიკა გასაგებია: მხოლოდ სეპარატისტებს აქვთ ექსკლუზივი სხვისი ისტორია-მიწების მითვისების უფლებაზე. –
მეორე მხრივ, იგი გვპირდება, რომ რფ-სთან შერწყმის რეფერენდუმს 2017 წლის აპრილამდე ჩაატარებს. აპრილი კი, ვფიქრობ, იმად შეარჩია, რაკი ამ თვეში პროლეტარიატის ბელადი დაიბადა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ თავად „პრ.“ თიბილოვს ნაფტალინიდან ამოღებული კომუნისტის ჰაბიტუსი აქვს, არც ისაა გამორიცხული, მავზოლეუმში ვლ. ლენინის ნაცვლად აპირებდეს წამოწოლას.

скачать dle 11.3