კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე შეთანხმდნენ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი წლების წინ

რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილი 21 წლის გახდა. მომღერალმა ეს დღე საყვარელი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა და იგივე გეგმა აქვს კიდევ ერთი დღესასწაულის – ახალი წლისთვისაც. 2015 წლისგან განსხვავებით, როცა ძირითადად სიმღერების წერით იყო დაკავებული, მომღერალი ახალი წლიდან თავის მსმენელებს ბევრ სიახლესა და კონცერტს ჰპირდება.

 – ბერა, 23 დეკემბერს 21 წლის გახდი, როგორ გაატარე ეს დღე?
– ჩემი დაბადების დღე ჩემს ოჯახთან ერთად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გავატარე. ფორმალურად, განსაკუთრებული არაფერი დამიგეგმავს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მეტად განსაკუთრებული სწორედ ის დღეებია, რომლებსაც ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. ამიტომ, წელსაც, ჩემს 21-ე დაბადების დღეზე გადავწყვიტე, მათთან და, კიდევ, ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი, რომელშიც ჩემს მეგობრებსაც ვგულისხმობ და რომლებთანაც მე ყოველ დღეს ვატარებ.
– გამორჩეულად კარგად რომელი დაბადების დღე გახსენდება?
– გამორჩეულად ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები მახსენდება. მაშინ ყველაფერზე დედა ზრუნავდა. ჰქონდა სხვადასხვა იდეა და მიწყობდა უამრავ სიურპრიზს. სახლს ისე რთავდა, რომ, მეორე დილით გაღვიძებულს თავი სხვა სამყაროში მეგონა. ამიტომ, ეს დღე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო და, არ მახსენდება სხვა არაფერი, რასაც ისე მოუთმენლად ველოდი, როგორც საკუთარ დაბადების დღეს, რაც ჩემი დედიკოს დამსახურებაა. როგორც სიმღერაში ვამბობ: „ყველაზე ლამაზი ბავშვობა მაჩუქეს, 23 დეკემბერს ველოდები საჩუქრებს“ (იცინის).
– რამე განსაკუთრებული სურვილი არ გქონია დაბადების დღისთვის?
– კონკრეტულად რომელიმე საჩუქარი არ მახსენდება, მაგრამ, სხვათა შორის, ერთი თვისება მაქვს – სიხარულის მიუხედავად, ემოციების გამოხატვა მიჭირს ხოლმე, რაც განსაკუთრებით ბავშვობაში მახასიათებდა. ბევრჯერ უჩუქებიათ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი, რომელსაც დიდხანს ველოდი და, იმდენად გამხარებია, რომ იმ მომენტში, რა მექნა, ისიც აღარ ვიცოდი. ლამის უფიქრიათ ხოლმე, რომ მეწყინა (იცინის). სიხარულის გამოხატვა დღესაც მიჭირს.
– ამას უმადურობაში არ გითვლიან ისინი, ვინც კარგად არ გიცნობენ?
– არა, ამ გაგებით არ ვამბობ. აქ იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც ახლოს ვიცნობ, თორემ, სხვებთან ეს, რა თქმა უნდა, უზრდელობასა და სიცივეში არ გადამდის. ისე კი, ყველაზე კარგად ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა ჩემი მუსიკით შემიძლია.
– რამდენიმე დღეში ახალი წელია, რა გეგმები გაქვს ამ დღესთან დაკავშირებით?
– ამ დღისთვის ჩვენს ოჯახში ერთი ტრადიციაა, რომელსაც ყოველ წელს ვასრულებთ: ვიკრიბებით ოჯახის ყველა წევრი და ახალ წელს ერთად ვხვდებით. ჩემი უფროსი ძმა, როგორც იცით, საფრანგეთში სწავლობს, ჩემი დაიკოც ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად, მეც ხშირად ვმოგზაურობ, მაგრამ, პირობა გვაქვს დადებული, რომ, მთელი წლის განმავლობაში სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ოჯახის ყველა წევრი მაინც აქ უნდა შევიკრიბოთ და ერთად შევხვდეთ ახალ წელს. ბუნებრივია, წელსაც იმავეს ვაპირებთ.
– შენი ნაძვის ხე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა, შენც ხომ არ მიგიღია მის მორთვაში მონაწილეობა?
– სიმართლე გითხრათ, ასეთ საკითხებში მე საკმაოდ უნიჭო ვარ, კარგად არ გამომდის და ყოველთვის დედა მეხმარება ხოლმე (იცინის). წელს ჩემი უმცროსი ძმის ნათლიებიც გვეხმარებოდნენ და, მართალაც, ის საკმაოდ პოპულარული გახდა, სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა. მართალია, რამდენიმე უარყოფითი შინაარსის დიალოგსაც მოვკარი თვალი კომენტარებში, მაგრამ, იმდენად ჭკვიანურად იყო უკვე მათზე პასუხი გაცემული, რომ ჩემს პასუხს აღარ საჭიროებდა.
– ძმის ნათლიები ახსენე. ცოტა ხნის წინ შენ ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი ვაჟის ნათლია გახდი, ეს ვისი იდეა იყო?
– მე სულ ოთხი ნათლული მყავს. ჩემი პირველი ნათლულია კახა კალაძის შვილი – ლევანიკო; მეორე ნათლულია პატარა ბერა ბადუაშვილი, კომპოზიტორ ავთო ბადუაშვილის შვილიშვილი, რომელთანაც უკვე წლებია, ვმუშაობ და ვმეგობრობ.  
– პატარას ნათლიის პატივსაცემად დაარქვეს ბერა?
– დიახ. ჩემ გარდა ბევრი ბერა არ შემხვედრია (იცინის). პატარა ბერას 21 დეკემბერს აქვს დაბადების დღე. ორი დღე ვეღარ მოიცადა, თორემ, ერთად გვექნებოდა (იცინის). ჩემი მესამე ნათლული – ტასიკო, ჩემი პატარა პრინცესაა, ისიც ჩვენი ოჯახის ახლობლის შვილია და, მეოთხეა გაბრიელ ღარიბაშვილი. მოკლედ, ყველანი ჩვენი ოჯახის ახლობლები არიან. ნათლობას დიდი პასუხიმგებლობით ვეკიდები. ადამიანთან ცხრა თაობით ნათესავდები და ამ საკითხში ზედაპირულობა არ შეიძლება. ვცდილობ, ჩემი ნათლულები ხშირად ვნახო და დრო მათთან ერთად გავატარო. ოთხივე მართლა მთელი გულით მიყვარს და, ზოგადად, ბავშვები ჩემი სისუსტეა. რაც შეეხება გაბრიელის მონათვლას, მე და ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წლის წინ დავთქვით, რომ მისი მომდევნო შვილი მე უნდა მომენათლა – ეს ორივეს სურვილი იყო. როცა პატარა გაბრიელი დაიბადა, ამერიკაში ვიყავი. ირაკლიმ რომ შემატყობინა და მითხრა, მინდა, ნათლია შენ იყოო, ძალიან გამიხარდა.
– ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა ჩაწერე. მოგვიყევი მისი შექმნის ისტორია.
– სიმღერას ჰქვია „ჩემპიონი“. მე, როგორც იცით, სპორტული ცხოვრების წესი მაქვს, ყოველდღე ვვარჯიშობ და, მუსიკის შემდეგ ჩემთვის ყველაზე დიდი გატაცება სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესია. თუ არ ვივარჯიშე, იმ დღეს თავს ცუდად ვგრძნობ, მგონია, რომ სხვა ადამიანის სხეულით დავდივარ. ყოველდღიური წვრთნის გარეშე ჩემს ცხოვრებას ვერც წარმოვიდგენ. ვარჯიში ბევრ რამეს გამოგიმუშავებს, მათ შორის, არა მხოლოდ გარეგნობასა და კუნთებს, არამედ, ნებისყოფას, მოთმინებას, გუნდურ მუშაობას და ბევრ სხვა დადებით თვისებას. როცა სპორტდარბაზში ვარ, ყოველთვის სამოტივაციო სიმღერებს ვუსმენ. ამიტომ, სულ მქონდა სურვილი, რომ სპორტსმენებისთვის ამ ტიპის სიმღერა დამეწერა. პირველ ყოვლისა კი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მინდოდა ვარჯიშის დროს სამოტივაციო საუნდტრეკის შექმნა და, ზოგადად, მინდოდა, ტექსტი ნებისმიერი ადამიანისთვის სამოტივაციო ყოფილიყო: „ან სწავლაში უნდა იყო ჩემპიონი, ან სპორტდარბაზში, შენს თაობაში და მთელი მსოფლიოს თვალში“. სადაც ხარ, იქ უნდა გქონდეს პირველობის მოტივაცია.
– ბუნებრივია, შენ გინდა, იყო ჩემპიონი მუსიკაში...
– რა თქმა უნდა, მუსიკაშიც და, რასაც გავაკეთებ, ყველაფერში. ადრეც მითქვამს ტექსტებში: „ან საერთოდ არ ვიქნები, ან ვიქნები პირველი“. თუ რამეს ვაკეთებ, მასში მთელ გულს ვდებ და ბოლომდე ვიხარჯები. როგორც ამ სიმღერის ტექსტში ვამბობ: „მარტო ძმები მყავს, არცერთი – მეგობარი“. ხომ იცით, ახლა რაღაც ტენდენციაა – ყველა ნაცნობს ძმაკაცს ეძახიან. მე ასე არ ვფიქრობ. თუ ადამიანი ჩემი ახლობელია, მაშინ ის ჩემი ძმაა და ბოლომდე მისი ერთგული ვარ. ანალოგიურადაა საქმეშიც: როცა რამეს ვაკეთებ, მასში ყველაფერს ჩავდებ და ბოლომდე ვუერთგულებ, რომ საუკეთესო ვიყო. კიდევ ამ სიმღერაში საუბარია ნებისყოფაზე და საკუთარი თავის დაძლევაზე, თუმცა, არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ შენ სხვას უნდა აჯობო და ის დაჩრდილო, მით უმეტეს, როცა საქმე მუსიკას ეხება. აქ ჩემპიონობა ძალიან პირობითი ცნებაა. რით უნდა გაიზომოს შენი პირველობა?! ნახვებით თუ გაყიდვებით? რეალურად, ბევრი კარგი მუსიკოსი არსებობს, რომლებიც კომერციულად მომგებიანები არ არიან, მაგრამ მართლა კარგ მუსიკას ქმნიან. ეს ძალიან ინდივიდუალურია, გააჩნია, ადამიანს რა ჟანრის მუსიკა მოსწონს. მაგალითად, კლასიკა და ჯაზი 30-40-ჯერ ნაკლებად იყიდება, ვიდრე პოპი, თუმცა ყველაფერი კლასიკიდან მოდის. აქედან გამომდინარე, მუსიკაში პირველობის მნიშვნელობა რთული შესაფასებელია. მთავარია, ადამიანმა საკუთარი სისუსტეები დაძლიო და იდეალისკენ ისწრაფვო.
– შენი გულშემატკივრები არ მაპატიებენ, პირადი ცხოვრების შესახებაც რომ არ გკითხო – აქ რა ხდება?  
– ისეთი საინტერესო არაფერი (იცინის). მე ჩემს ძველ ურთიერთობებზეც არ მიყვარს საუბარი. ყველა იმ გატაცებიდან, რაც კი აქამდე მქონია, პირადად მე ჩემს გულშემატკივრებთან არაფერი მაქვს დასამალი. ცხოვრებაში ისეთი არაფერი ჩამიდენია, რისაც შეიძლება შემრცხვეს, მაგრამ, როცა საქმე მეორე ადამიანსაც ეხება... შეიძლება, მას დღეს რადიკალურად სხვა ცხოვრება აქვს, ამიტომ, ზოგადად, არ მიყვარს სხვა ადამიანებზე საუბარი და კონკრეტული სახელების ხსენება. რაც შემეხება მე, ვინც ჩემს შემოქმედებას თვალყურს ადევნებს, იცის, რომ საიდუმლოებები არ მაქვს და ჩემს სიმღერებში ყოველთვის გულწრფელი ვარ.
– როდისმე ყოფილხარ სერიოზულად შეყვარებული თუ მხოლოდ გატაცებები გქონია?
– რთული კითხვაა (იცინის). ბუნებით რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ურთიერთობის დროს რთულია ამის გაზომვა. ამ წამს თუ ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გატაცებაა, მეორე წამში გგონია, რომ სერიოზულია... ან – არასერიოზული, მაგრამ... არა, სერიოზულად შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ.
– პირველად როდის შეგიყვარდა?
– ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, თუმცა, მახსოვს, 12-13 წლის ვიყავი, როცა სიმღერა sms დავწერე. მაშინ ერთი გოგო გავიცანი და, ვფიქრობდი, რომ, როცა ამ სიმღერას მოვასმენინებდი, აუცილებლად მოვეწონებოდი და შევუყვარდებოდი. ამ მიზნით დავიწყე სიმღერის წერა და, სანამ ეს პროცესი დავასრულე, იმ გოგოსთან უკვე შეხება აღარ მქონდა. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე დღეში მოხდა (იცინის).
– სხვა დროს თუ დაგხმარებია შენი შემოქმედება გოგონას მოხიბვლაში?
– პირველ ყოვლისა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ მე ჩემს გულშემატკივრებზე ვარ შეყვარებული. რაც შეეხება გოგონას შემოქმედებით მოხიბვლას, ასეთი შემთხვევა ერთხელ მქონდა ამერიკაში (იცინის). სასტუმროში ვიყავი და იქ ჯგუფთან ერთად ერთი მსახიობი გოგონა შემოვიდა, რომლის სახელსა და გვარსაც არ ვიტყვი, თუმცა, გეტყვით, რომ თრილერებში თამაშობს. მე ის შორიდან მომწონდა, მაგრამ, არ ველოდი, თუ იქ გამოჩნდებოდა. ბენდი უკრავდა, ალაფურშეტის მსგავსი თავისუფალი სიტუაცია იყო და, შეგეძლო, ნებისმიერთან უპრობლემოდ მისულიყავი. მივედი და გოგომ მითხრა, ტელეფონის ნომერს მოგცემ, თუ დამიკრავო (იცინის). არადა, სასტუმროს ხომ თავის წესები აქვს – ბენდი უკვე უკრავდა და კონკრეტული პიანისტიც იჯდა როიალთან. თან, რა იცოდნენ, რას დავუკრავდი, ან, საერთოდ, ვიცოდი თუ არა დაკვრა. თანაც, მაშინ, თუ არ ვცდები, ნაწნავებს ვატარებდი და უფრო რეპერულად ჩაცმული დავდიოდი (იცინის). პიანისტთან რომ მივედი, გიჟი ვეგონე, ვერ წარმოიდგინა, მართლა თუ შემეძლო დაკვრა. სასტუმროს მენეჯერიც გამოვიდა და მითხრა, გამორიცხულიაო. გეხვეწებით, მხოლოდ ორ აკორდს ავიღებ-მეთქი, – ვთხოვე და, რომ დარწმუნდნენ, დაკვრა მართლა ვიცოდი, დამსვეს. ამის შემდეგ დაახლოებით ოცი წუთი ვუკრავდი; ბენდიც ამყვა, ყველა სხვა დანარჩენიც და ძალიან კარგი სიტუაცია შეიქმნა (იცინის).  
– და, იმ გოგომაც მოგცა ნომერი?
– კი (იცინის).
– შენი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან კონცერტებს, რომლებსაც წინა წლებში ძალიან აქტიურად ატარებდი. რა იქნება 2016 წლიდან?
– კონცერტებთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი და გეგმა არ მაქვს, თუმცა ამ კუთხით გააქტიურებას ნამდვილად ვაპირებ. ბოლო პერიოდში ალბომზე ვიყავი გადართული. შვიდი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე და 2016 წლიდან კონცერტებიც იქნება. ასე გაგრძელდება 2018-შიც...  2019- შიც და სულ, სანამ ძალა შემწევს (იცინის).

скачать dle 11.3