„ივერონი” – სახალხო ადგილი თქვენი სიამოვნებისა და კვებისთვის
ხინკლის სახლი „ივერონი” – ადგილი, სადაც შეგიძლიათ, მიირთვათ ჯანსაღი, ნატურალური და უგემრიელესი ქართული კერძები, პოპულარული ქართული ბენდის, „მთიელის” სასიამოვნო მუსიკისა და ახალგაზრდა პოეტ თემო არაბულის პოეზიის თანხლებით. თითოეული კლიენტის კომფორტსა და სასიამოვნო გარემოზე კი მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი ზრუნავს. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წელს კომპანიამ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად, ის წლის ხინკლის სახლად დასახელდა.
ნინო თევდორაშვილი (შპს „ივერონის” – ხინკლის სახლის დამფუძნებელი და დირექტორი): განახლებულ ხინკლის სახლ „ივერონს” თავისი ტრადიციები აქვს. ის 2012 წლიდან ჩემი ხელმძღვანელობით ემსახურება კლიენტებს. ახალი და უფრო მეტად კომფორტული გარემო, უგემრიელესი და ნატურალური პროდუქციით დამზადებული კერძები, 24-საათიანი უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ტრადიციად ქცეული, ყველასთვის მისაღები ფასები, თითოეულ სტუმარს ყოველმხრივ სასიამოვნო გარემოს უქმნის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხინკლის სახლი „ივერონი” არის სახალხო ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკისა და კატეგორიის ადამიანს შეუძლია მოსვლა, სიამოვნების მიღება და გართობა.
– კერძებსა და პროდუქციის ხარისხზე რას გვეტყვით?
– ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ ქართული, ტრადიციული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები: ხინკალი, ქაბაბი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული და სხვა... მხოლოდ ჩვენ გვაქვს მათი დამზადების უნიკალური რეცეპტები, რომელიც ჩვენი მზარეულების მიერაა შემუშავებული და აბსოლუტურად ყველას მოსწონს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხს. ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს. ყოველდღე ვიღებთ ახალ ხორცს, ბოსტნეულს თუ სხვა ინგრედიენტებს.
– გარდა კერძებისა, კლიენტებისთვის მომსახურების ხარისხი და კომფორტული გარემოც მნიშვნელოვანია.
– ნამდვილად ასეა. ხინკლის სახლი „ივერონი” საკმაოდ დიდია და ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავს, ამიტომ ყოველი მათგანისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, ჩვენ 140 თანამშრომელი გვყავს, რომლებიც სისტემატურად ხვეწენ მომსახურების ხარისხს. გარდა ამისა, ყოველდღე, შვიდი საათიდან ღამის ორ საათამდე, ჩვენთან მღერის ბენდი „მთიელი”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ სიმღერის ტექსტებს ახალგაზრდა პოეტი, თემო არაბული უწერს, რომელიც ასევე, ყოველ საღამოს ჩვენი სტუმარია და თავის ულამაზეს ლექსებს უკითხავს სტუმრებს. ზოგჯერ ინდივიდუალურად, ზოგჯერ კი მუსიკის თანხლებით. მინდა გითხრათ, რომ ამ დროს მთელი დარბაზი ფეხზე დგას და ტაშს უკრავს. თუმცა, სიწყნარისა და სიმყუდროვის მოყვარულებისთვისაც გვაქვს სპეციალური დარბაზი, რომელშიც აბსოლუტური სიმშვიდეა. გარდა ამისა, ცალკეა არამწეველთა დარბაზიც. გაგიმხელთ, რომ ამ დარბაზით უფრო აქტიურად უცხოელები სარგებლობენ. ქართველებს მაინც მუსიკის თანხლებით უყვართ მოლხენა.
– ფასებზეც გკითხავთ, ნებისმიერი კლიენტისთვისაა ის ხელმისაწვდომი?
– მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ყველაფრის ფასმა მოიმატა, ჩვენთან კვლავ ძველი, ეფექტური, უკვე ტრადიციად ქცეული და ყველასთვის მისაღები ფასებია შენარჩუნებული. ამის მიღწევა ჩვენთვის საკმაოდ რთულია, თუმცა ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ კლიენტის ინტერესები. აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან მოქმედებს კერძების სახლში მიტანის სერვისიც. გარდა იმისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშროლობთ კომპანია menu.ge-სთან, რომელსაც ადგილზე მიტანის სერვისი აქვს და მინდა გითხრათ, როგორც მათ გაგვიმხილეს: პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობით, სწორედ ჩვენი პროდუქცია მიაქვთ მათ კურიერებს.
– როგორც ვიცი, წელს ორი მნიშვნელოვანი ჯილდოც დაიმსახურეთ. თუ შეიძლება გვითხარით, კონკრეტულად, რაზეა საუბარი?
– დიახ, ხინკლის სახლი „ივერონი,” სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით რვა საუკეთესო რესტორანს შორის მოხვდა და მოგვანიჭეს ნომინაცია – „დარგის ლიდერი – 2015.” პირადად მე, დავიმსახურე ნომინაცია – „წლის ხელმძღვანელი 2015”.
– სამომავლოდ რაიმე სიახლის შეთავაზებას ხომ არ აპირებთ მომხმარებლებისთვის?
– გეგმები მართლაც გვაქვს. გვინდა, გავფართოვდეთ და ახლო მომავალში კიდევ ორი ფილიალი გავხსნათ. ვნახოთ, რა იქნება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, „თიბისი ბანკს“ გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. ასევე, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს!
მისამართი: ვარდების მოედანი
სასტუმრო „რედისონის” წინ.
ტელ: 599 16 17 97.
fenix-infol@mail.ru