კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ქალია ლაშა ჯოხაძისთვის დამაკმაყოფილებელი და რომელი ფერი იქნება აქტუალური წითელი მაიმუნის წელიწადში

ლაშა ჯოხაძისთვის 2015 წელი წარმატებული და ბევრი კარგი სიახლის მომტანი გამოდგა. დიზაინერმა ტელეკომპანია „იმედში” მუშაობა „ცეკვავენ ვარსკვლავებით” დაიწყო, ახლა კი უკვე ტელევიზიის თითქმის ყველა პროექტისთვის ქმნის ესკიზებს. გარდა ამისა, მან შექმნა კოსტიუმები ნინა სუბლატის ვიდეორგოლისთვის, რომელიც „ევროვიზიაზე” წარადგინეს და, ასევე, ნინი ბადურაშვილის კლიპისთვის.

 ლაშა ჯოხაძე: უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ტელევიზიაში. „ცეკვავენ ვარსკვლავები” იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მერე ყველაფერი კარგად განვითარდა. ამის შემდეგ პროდიუსერმა შემომთავაზა „ორ ვარსკვლავზე” მუშაობა – ეს შედარებით  განსხვავებული პროექტია და მისგანაც მივიღე რაღაც გარკვეული გამოცდილება; ასევე, იყო „ერთი ერთში”,  რომელიც გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე ვფიქრობდი. ანუ, თავიდან მეგონა, რომ კოსტიუმების კოპირება მარტივი იქნებოდა, მაგრამ, პირიქით აღმოჩნდა – მარტივი ის უფროა, შენ რაც გინდა, იმას რომ იგონებ და ქმნი. „ერთი ერთში” ჩარჩოებში ვიყავი მოქცეული, ქსოვილების შექმნაც კი მოგვიწია, რადგან ფიზიკურად ვერ ვიშოვეთ ისეთი ქსოვილი, რომელიც კონკრეტულ სამოსს სჭირდებოდა. ახლა „ვოისზე” ვმუშაობ და ძირითადად წამყვანებს ვაცმევ, რამდენიმე კოსტიუმი კი მწვრთნელებსაც მოვარგე.
– გია ჯაჯანიძესაც შენ აცმევდი. მისი ჩაცმულობის გამოც იყო კრიტიკა; ზოგს მოსწონს, ზოგს არა, ეს შენზე მოქმედებდა?
– ჯაჯანიძის შოუზე აღარ ვმუშაობ, მხოლოდ  ორი სეზონი ვიყავი მასთან. ბევრი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს და მივხვდი, რომ ყველაფრის  ერთად გაკეთებას ვეღარ შევძლებდი. კრიტიკა არანაირად არ მოქმედებს ჩემზე, რადგან, რაც მას აცვია, მისი ხასიათია. თავიდანვე მინდოდა, რომ გიას ხასიათი ყოფილიყო მის ჩაცმულობაშიც. ზოგჯერ მისი იმიჯი განსხვავდებოდა გიას ტიპაჟისაგან, ამაზე „ფეისბუქშიც” საუბრობდნენ. ის ბეჭედი და თითოეული ნივთი, რომელიც მას ეკეთა, მისი სტილია. ამიტომაც არ მოქმედებდა კრიტიკა. თავად ეს ადამიანი მსგავს სამოსში გრძნობს თავს კარგად და მე რატომ უნდა შემექმნა მისთვის დისკომფორტი?!  
– ისე, პროექტის მონაწილეები ერევიან ხოლმე ჩაცმის საკითხში? ანუ, მათ სურვილებს თუ ითვალისწინებ?
– ჩარევით არა, მაგრამ, ხდება, როცა რაღაც დეტალებს ვათანხმებთ ერთმანეთთან. მე თვითონ მიყვარს თქმა, რის გაკეთებასაც ვგეგმავ, რა ფერს ვაპირებ და ასე შემდეგ. შეიძლება, მითხრან – ეს ვცადოთ, უკეთესი იქნებაო. რატომაც არა. მაგრამ, ისე არ ყოფილა, რომ მთლიანი ესკიზი მოეტანოთ  და ეთქვათ, ასეთი გავაკეთოთო.
– ანუ, უთანხმოება მსგავს საკითხებში არ გქონია.
– სულ იმას აღვნიშნვავ, რომ არავისთან მქონია კონფლიქტი, ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, ეს იყო მარგო ლუჩკოსთან (იცინის). მარგოს უნდოდა, ბევრი „ბახრამა” გაგვეკეთებინა, მე კი არ მეცალა, არეულობა იყო და ამის გამო პატარა უთანხმოება მოგვივიდა, თუმცა მეორე დღეს ყველაფერმა გაგვიარა – მოვიდა მარგო და შევრიგდით.
– ბევრ პროექტზე მუშაობ, პლუს – საკუთარი მაღაზია, დროს როგორ ანაწილებ?
– სულ გადარბენაზე ვარ, მაგრამ, ნამდვილად ჩანს, რომ ყველაფერს კარგად გავართვი თავი. ჩემთვის „ცეკვავენ ვარსკვლავები” სასიამოვნო პროექტია – მიხარია, როცა მასზე ვმუშაობ. სხვა პროექტებიც კარგია და ძალდატანებით არაფერს ვაკეთებ, ასე რომ იყოს, ვერ ვიმუშავებ ვერასდროს, მაგრამ, აქ შედარებით უფრო მქონდა დრო. „ერთი ერთში” წამყვანებსაც ვაცმევდი, მონაწილეებსაც, მოცეკვავეებსაც და ბევრი საქმე გროვდებოდა. თითქმის 24 საათი ვმუშაობდი. მართალია, ორი ასისტენტი მყავდა, მაგრამ, საქმე ბევრს მოითხოვდა.  აქსესუარები, ფეხსაცმელი და ყველაფერი ჩვენ უნდა მოგვეძებნა. მარტო მე, ერთი ადამიანი, ამას ვერ შევძლებდი.  მაღაზიას რაც შეეხება, იქ თითქმის არ ვარ (იცინის). კვირაში ერთხელ მოვდივარ ხოლმე და ვენახვები ხალხს, ძირითადად პროექტებზე ვარ გადართული; თუმცა, აქაც ვახერხებ რაღაცეების გაკეთებას, საქმე არსად მიფუჭდება.
– ახალი კოლექციის გაკეთებას ხომ არ გეგმავ? რომელი ფერი იქნება 2016 წელს აქტუალური?
– სულ მინდა, რომ რაღაც გავაკეთო, მაგრამ, ამ პროექტების გადამკიდე, ვერ ვახერხებ. თან, კოლექცია სხვა თემაა, განწყობა და დრო სჭირდება. მოვა იმის დროც, როცა კოლექციას შევქმნი. ვფიქრობ, ყველაზე აქტუალური წითელი ფერი იქნება, წითელი მაიმუნის წელი მოდის და იმიტომ (იცინის). ზოგადად, თბილისისთვის ფერების ტენდენციები რთულია, ყველა შავი და მუქია; თუმცა, ბოლო პერიოდში ცოტა ფერები შეურიეს და გამოცოცხლდნენ, მაგრამ, შავი მაინც დომინანტად რჩება.
– დატვირთული სამუშაო გრაფიკის გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– არაფერი. ვმუშაობ, ვმუშაობ  და ვმუშაობ. პირადშიც არაფერია ახალი, თუმცა, იყო ისეთი, ვინც გამოჩნდა და გაქრა (იცინის). ხომ ხდება ხოლმე, როცა გგონია, რომ ურთიერთობები იწყება, მაგრამ, უცებ ქრება – მსგავსი რამ იყო ჩემთანაც, ფლირტსაც კი ვერ დავარქმევდი ამას. საერთოდ, თუ რაღაცას ვიწყებ, ყოველთვის სერიოზულად ვუდგები; შესაბამისად, როცა სერიოზულად ვფიქრობ ადამიანზე, მიზანმიმართული ვარ. როცა ურთიერთობაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მსგავს შემთხევაში არ ვღელავ.
– ოჯახში „მოიყვანე ცოლის” თემა აქტუალური არ არის?
– 30 წლის ვარ და, მგონია, რომ ეს თემა ყველა ოჯახშია. ჩემებმა იციან, რომ არ მიყვარს ერთი თემის ხშირად განხილვა. ამიტომ, როცა, უკითხავთ, არ მიპასუხია. უკულტუროდ კი არ გამომსვლია ეს, უბრალოდ, არ არის საჭირო გამუდმებით ამ თემაზე საუბარი. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს მალავს რამეს, მით უმეტეს, თუ პირადს ეხება. სიურპრიზებს არ ვუკეთებ ოჯახს, წინასწარ იციან ყველაფერი ჩემ შესახებ. ისე, მათთვის ჯერ არავინ გამიცვნია, აქამდე არ მისულა საქმე.
– სულ ლამაზ გოგონებში ტრიალებ, როგორი უნდა იყოს შენი რჩეული?
– ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა. არ მაქვს რაღაც პროტოტიპი შექმნილი – მაღალი, ორმეტრიანი ფეხებით და ასე შემდეგ. ქალი, რომელიც მაკიაჟის გარეშე, ბუნებრივადაც ლამაზია, ის არის ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. არ არის აუცილებელი, მოდელი იყოს, სამუშაო სფეროსაც არ ვაქცევ ყურადღებას. რაც შეეხება ხასიათს, ჩემნაირიც არ მინდა – შეიძლება, მოსაბეზრებელიც იყოს. მთავარია, ჩემი ესმოდეს. მე რომ გავუგებ, ზუსტად ვიცი – დამთბობი ვარ და იმიტომ – არ მიყვარს კონფლიქტები, პრობლემები და ასე შემდეგ. მქონია ურთიერთობები, როცა ძალით ქმნიდნენ პრობლემებს, მაგალითად, ტელეფონზე მეგობარი რომ მომწერდა, ეჭვიანობდნენ. ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელია „მე შენზე ვეჭვიანობ.” – ვერ ვიგებ, კაცი ქალზე რომ იეჭვიანებს, იმასთან რაღა უნდა.
– საახალწლო სამზადისი დაიწყე?
– ყველაზე მაგარი პერიოდია ჩემთვის შობა-ახალი წელი, ჩარჩენილი ვარ ბავშვობაში (იცინის). აუცილებლად თავად ვრთავ ხოლმე სახლს, ყველა კუთხე-კუნჭული განათებული მაქვს. ახლა ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ მალე მივხედავ ამ საქმესაც.
– ყველაზე მეტად რომელ ახალ წელს გამოარჩევდი და ბავშვობაში რას სთხოვდი ხოლმე თოვლის ბაბუას?
– გამოვარჩევ 2015 წელს, რომელსაც შევხვდი „ცეკვავენ ვარსკვალევების” ფინალზე და „იმედის” ტელევიზია დამებედა (იცინის). ფინალი იყო ძალიან ემოციური და ახალი წელიც კარგად დამამახსოვრდა. ბავშვობაში ყოველთვის ჩემი სამყარო მქონდა და თოვლის ბაბუას არაფერს ვთხოვდი, მით უმეტეს – სათამაშოს; მსგავსი რაღაცეებით ვერ მატყუებდნენ, ყოველთვის მეუბნებოდნენ, ბევრად სერიოზული ხარ, ვიდრე შენს ასაკს შეეფერებაო. არასდროს მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის, პირიქით, მეშინოდა კიდეც მისი. ზეიმზე წვერებიან ტიპს რომ დავინახავდი, არ მიხაროდა (იცინის).

скачать dle 11.3