კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„არგ ჯგუფის” სკოლა – გახდი წარმატებული აუდიტი

ქალბატონი, რომელმაც აუდიტის ოჯახური დინასტია შექმნა. ოფისში შესვლისთანავე იგრძნობა ოჯახური სიმყუდროვე. ერთიანი გუნდის „დედამთავარი” ქალბატონი რუსუდან ბარამიძეა, დღეს თბილისში აღიარებული აუდიტორი.  მისი აუდიტორული კომპანია „არგ ჯგუფი” 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა მანამდე ქალბატონმა რუსუდან ბარამიძემ პროფესიული კვალიფიკაციის რთული გზა განვლო, რამაც განამტკიცა მისი პროფესიონალიზმი და წარმატებებიც მოუტანა. სწორედ ამიტომ ენდობიან დღეს მას ცნობილი და წარმატებული კომპანიები და საკუთარი ბიზნესაუდიტის ბედსაც ანდობენ.
 აუდიტორულ კომპანია „არგ ჯგუფში”  შეხმატკბილებულად, ორგანიზებულად და მაღალპროფესიონალურად მუშაობენ ძირითადად, მხოლოდ ქალბატონი რუსუდანის ოჯახი წევრები – მისი შვილები, რძლები და ნათესავები. მისი ძმისშვილი ნანა ბარამიძე, კომპანიის წამყვანი აუდიტორია, ისევე როგორც მისი რძლები და შვილები საკვანძო პოსტებს იკავებენ კომპანიაში.

 რუსუდან ბარამიძე: მინდა გითხრათ, ჩემმა შვილებმა კომპანია  უკვე განვითარების სხვა ეტაპზე  გადაიყვანეს. ჩემი უფროსი ვაჟი  აკაკი ჟამუტაშვილი უკვე სერიოზული ფინანსისტია, რომელსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების უდიდესი სკოლა აქვს გავლილი. ის მონაწილეობს აუდიტის  საერთაშორისო  კონფერენციებში, რომელიც  ყოველ წელიწადს ლონდონში და ასევე, მსოფლიოს სხვადასხა ქვეყანაში იმართება.  ჩვენ ჩართულები ვართ  და წარმოვადგენთ საერთაშორისო აუდიტორულ ქსელს UHY International-ს როგორც  სრული წევრი საქართველოდან, შევდივართ საქართველოს აუდიტორთა ტოპ-ათეულში, ვართ ასევე, საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კორპორატიული წევრები. ინგლისში წარმატებულ აუდიტორთა  რეგიონალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი კომპანიაც წარდგა, როგორც საერთაშორისო სტანდარტების მქონე და უკვე მეოთხე წელია, ვართ მასში ჩართული.
ჩემი უმცროსი ვაჟი – გიორგი ჟამუტაშვილი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული იურისტია.
– ქალბატონო რუსუდან, დღეს ძალიან რთულია, მოიპოვო კლიენტის ნდობა. ისინი თქვენზე  არჩევანს აკეთებენ. როგორ ფიქრობთ, რითაა ეს განპირობებული?
– უპირველესი ფაქტორი  გახლავთ კეთილსინდისიერება. ჩვენ ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ვუდგებით საკითხს. სამეწარმეო-ბუღალტრულ საქმიანობაში მართლაც გვეთქმის ჩვენი პროფესიული სიტყვა! მე რომ ამ საქმეს მოვეკიდე, მაშინ საქართველოში ახალი ხილი იყო ბუღალტერია, აუდიტი და ჩვენ ფეხს ვიდგამდით. თუმცა, როგორც ხედავთ, დღეს უკვე ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორად ნაწარმოები ბუღალტერია უფრო ნაკლებ გადასახადს მოიტანს.  მიმაჩნია, რომ საბუღალტრო მომსახურება  უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში და გამჭვირვალე. საგადასახადო კოდექსი არის ნებისმიერი კომპანიის მუშაობის ყველაზე მთავარი გარანტი, რადგან, თუ კანონთან შესაბამისობაში მუშაობ, ნაკლებ გადასახადსაც იხდი და ნაკლები რისკ-პრობლემებიცაა.  
– ქალბატონო რუსუდან, რატომ აირჩიეთ თქვენი კომპანიის წევრებად  ნათესავები და ახლობლები?
– მოგეხსენებათ, კომპანია რომ დაგეარსებინა, გარკვეული დანაზოგი გჭირდებოდა. მე მხოლოდ ჭკუის დანაზოგი მქონდა და ჩემს შვილებთან ერთად, ნულიდან დავიწყე ყველაფერი. ჩემი შვილები, პროფესიით ფინანსისტი და იურისტი, გვერდით დავიყენე. ასევე, ჩემი ძმისშვილი ნანა ბარამიძე, რომელიც, ფაქტობრივად, მე გავზარდე და ჩემი მარჯვენა ხელია. შემდეგ  ჩვენს კომპანიაში ჩაერთვნენ ჩემი რძლებიც. უფროსი რძალი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და საკმაოდ წარმატებულიც, მაგრამ მაინც აუდიტორულ საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტა. უმცროსი რძალი – სალომე ლეთოდიანი ჩემთან, აკადემიის სტუდენტი იყო და ერთ-ერთი სერიოზული ბუღალტერი დადგა. ჩემთან მუშაობენ ასევე ჩემი დეიდაშვილები, ჩემი დის შვილიშვილები და ესენი არიან: თამუნა ჩიგოგიძე, ნათია გიორგაძე, ჭაბუკა ოსეფაიშვილი... მოკლედ, მთელი სანათესაო. ეს შეგნებულად გავაკეთე. მთელი ჩემი პროფესიული გამოცდილება ამ ხალხს გადავეცი, ბუღალტერია და ფინანსები შევასწავლე და ერთიანი გუნდი შევქმენი. მე მიმაჩნია, რომ როცა ერთი ოჯახია და ნათესაური კავშირებია კომპანიაში, იქ სულ სხვაგვარი კომპანიონობა და პარტნიორობაა. ჩემი კომპანია დამყარებულია ჩემს მიერ გაზრდილ პროფესიონალ ბუღალტრებზე. ესენი არიან: ეკატერინე გოგიბერიძე, გვანცა სარალიძე, ირმა წერეთელი, ნანა ბუხუნიშვილი, ნანა მუსელიანი, ტარიელ ფოლადიშვილი, ინგა თვაური, ქეთი სეფიაშვილი, უჩა კვერცხიშვილი, რომა ასისტიშვილი, მიხეილ ტაბაღუა, ნინო მარტოლეკი, თამარ ცაგარეიშვილი, ნესტან ტოტოღაშვილი, თამარ ქიტიაშვილი, ნადეჟდა მაჩაბლიშვილი, მაია წამალაშვილი, ევა დავითაშვილი, მარინე ენუქიძე,  ქეთი ტოჩილაშვილი, მაკა ყოჩიშვილი, ეკა ჯაფარიძე, სოფიო აკოფაშვილი, სოფიო ნოზაძე, ბექა მამულაშვილი, გიორგი ყანთელაძე,; ბესარიონ მოისწრაფიშვილი, დარიკო ბოლქვაძე, თამარ ბორცვაძე, ნინო ხარშილაძე.
იურისტები – ნანა წურწუმია, ინგა გაბრიელიანი, ნინო ბარამიძე.
კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას მართავს წარმატებული პროგრამისტი გიორგი ნიკოლეიშვილი.
პედაგოგები: ქ-ნი ზეინაბ ქობულაძე, რომელიც ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრს და ანა ოსეფაიშვილი. ივანე შპეტიშვილი ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებს ჩვენს კომპანიებში.  ასევე კომპანიაში დასაქმებულები არიან  დამხმარე ბუღალტრების დიდი არმია, მათ შორის: ბექა ამზაშვილი, რუსუდან კვირიკაშვილი, მაია პაპუაშვილი, ნინო რობაქიძე, ნათია ჩიჩუა, ელისო ფიფია, ლევან ბიძინაშვილი.
აკაკი ჟამუტაშვილი (უფროსი ვაჟი): ქალბატონი რუსუდანი მხოლოდ ჩვენი დედა არ გახლავთ, ის ყველასათვის ალმა-მატერი გამოდგა, ვინც კი მის საბუღალტრო სწავლების  კურსებზე ჩაირიცხა ან მის გარშემო ტრიალებს.  მუდმივად ზრუნავს მათ განვითარებაზე.  ეს არის ქალბატონი დაუღალავი ენერგიითა და პასუხისმგებლობით.  თქვენ თავად ხედავთ, რამხელა სერიოზული კომპანია და აუდიტის იმპერია ჩამოაყალიბა. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ.
გიორგი ჟამუტაშვილი (უმცროსი ვაჟი): დედა სულ სხვანარი ადამიანია, საოცრად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე. რუსუდანის  დამსახურებაა, რომ ჩვენ, მისი შვილები დღეს წარმატებული  ადამიანები და შემდგარი კომპანიონები ვართ. სამსახურში ის სხვანაირად მომთხოვნი და შრომისმოყვარეა, სწორედ ამიტომაცაა წარმატებული აუდიტი ლიდერი.  
 P.S. კომპანია „არგ ჯგუფთან” არსებული აუდიტის სკოლა არის გამორჩეული თავისი თეორიული სწავლების კურსითა და პრაქტიკული ბაზით. აღნიშნულ  სკოლაში  მოკლე დროში და  პროფესიონალურად,  თქვენ დაეუფლებით   აუდიტის თეორიულ კურსს და გაივლით პრაქტიკას უმაღლესი დონის აუდიტორულ კომპანიაში. თავის გამოჩენის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ ამავე კომპანიაში მუშაობის შანსი. ასე რომ, იჩქარეთ, გახდით წარმატებული აუდიტი!
მისამართი: ქ. თბილისი,
ს. ცინცაძის ¹12, შეს. გამრეკელის (კუტუზოვის) ¹2. ტელეფონი: 2 36 30 07.

скачать dle 11.3