კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სთავაზობდნენ მანიკა ასათიანს ჩინეთში „მის მსოფლიოს“ კონკურსში მონაწილეობას და რა ინციდენტი მოხდა წლების წინ ნუკა ყარალაშვილსა და ბიჭოლას შორის

„მის საქართველო“ – ნუკა ყარალაშვილი – ცოტა ხნის წინ კუნძულ სანიაზე იმყოფებოდა, სადაც კონკურს „მის მსოფლიოში“ იღებდა მონაწილეობას. ლამაზმა, ენერგიულმა და ხალისიანმა ნუკამ  არავინ დატოვა გულგრილი და ყველას დაამახსოვრა თავი. მოგვიანებით კი მას მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს: მანიკა ასათიანი და კიდევ ორი მეგობარი, რომლებსაც შემდეგში ბიჭოლაც შეუერთდა, საგულშემატკივროდ სანიაზე ჩავიდნენ და ნუკას მთელი მონდომებით უჭერდნენ მხარს.

 მანიკა ასათიანი: ნუკას მართლაც ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს, არავის დაჰყვებიან ასე შორს. თვითონაც კარგი მეგობარია და ამიტომაც ჰყავს ასეთი კარგი მეგობრები. ბათუმში „მის საქართველოზე“ რომ ვიყავით და ვიდეოს ვიღებდი, იმხელა ხმაზე ვყვიროდი, ვიდეო ვერ დავდე სოციალურ ქსელში – სამარცხვინოდ ვყვირი. ჩემ წინ ასაკით უფროსი ქალბატონები ისხდნენ და ისე შემომხედეს, ბოდიში მოვუხადე. მათ კი მიპასუხეს: რას ლაპარაკობ, ისე გულშემატკივრობ, ჩვენც უკვე ნუკას გულშემატკივრები გავხდით; უბრალოდ, გვაინტერესებდა, ამხელა ენერგიით ვინ ყვირისო. ნუკას გამარჯვება რომ გავიგე, გავსკდი ტირილით.
ნუკა ყარალაშვილი: მთელი ჩემი სამეგობრო ტიროდა, ჩემ გარდა, რადგან მე შოკში ვიყავი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა.
მანიკა: დარწმუნებული ვიყავი მის გამრჯვებაში, მაგრამ, მაინც კონკურსია, განვიცადე და ფრჩხილების კვენტით ვიჯექი.
ნუკა: „მის მსოფლიო“ კუნძულ სანიაზე ჩატარდა. ულამაზესი კუნძულია. ზოგადად, ძალიან კარგი კონკურსია, კარგად ორგანიზებული. რაც მთავარია, ეს კონკურსი  არის „სილამაზე – სიკეთისთვის“, ანუ, დიდ ყურადღებას აქცევენ ქველმოქმედებას. შესაბამისად, ყველა მონაწილეს გარკვეული სახის ქველმოქმედება უნდა გაეწია. დროისა და ფინანსების უქონლობის გამო, ისეთი ვერ გამოვიდა, როგორც სხვა ქვეყნების, მაგრამ, რაც შემეძლო, გავაკეთე – ზოოპარკს დავეხმარე. ლემურებს ერთი ვოლიერი ჰქოდანთ, ჩხუბობდნენ და ერთმანეთს აზიანებდნენ. მე ვოლიერისთვის საჭირო მასალა ვიყიდე და ახლა უკვე ორი ვოლიერი აქვთ.
მანიკა: ნუკამ ეს ყველაფერი თავისი ხარჯებითა და ძალებით გააკეთა. „მის მსოფლიოზე,” იმ გოგონებს, რომლებმაც კონკურსზე კარგი შედეგი აჩვენეს, თავიანთი ქვეყნებისგან სერიოზული ხელშეწყობა აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთან პრეტენზია გვაქვს, უბრალოდ, ეს საბოლოო შედეგს განაპირობებს. ნუკა ოცეულში რომ  ვერ გავიდა, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მას თავისი ქვეყნისგან ხელშეწყობა არ ჰქონია.
ნუკა: თუმცა, ოცდაათეულში გავედი და, რა თქმა უნდა, არც ეს იყო ცუდი შედეგი. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, თან, თითოეულ გოგონას მხარში ედგა თავისი ქვეყანა როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად, ფინანსურად და მე ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემს სააგენტოს – „იმიჯ ცენტრს“, რომელიც მაქსიმალურად მედგა გვერდში და, ასევე, კომპანია „მარიონელას”, რომელმაც კაბები გამატანა.
მანიკა: ჩვენ, ნუკას მეგობრები რომ არ წავსულიყავით, მარტო აღმოჩნდებოდა. არადა, ყველა ქვეყანას თავისი გულშემატკივარი ჰყავდა: ზოგი – მეგობარი, ზოგი – სახელმწიფოს წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ნუკა არ დაგვიჩაგრავს, პირიქით, ყურადღების ცენტრშიც ვექცეოდით, მაგრამ, ეს ნუკას მეგობრების დამსახურება იყო და არა სახელმწიფოსი.
– ისეთ ფორმაში იყავით და ისეთი ლამაზები, ალბათ, თქვენც მონაწილეები ეგონეთ.
ნუკა: თავიდან იკითხეს, ესენი ვინ არიანო. „ჯორჯია“ რომ უთხრეს, გაკვირვებულებმა მე დამიწყეს ყურება – „მის ჯორჯია“ ხომ უკვე აქ არისო. მერე გოგონებს უთხრეს: თქვენც შეგიძლიათ, კონკურსში მონაწილეობა მიიღოთო. მე ვუთხარი, გათხოვილები არიან და შვილებიც ჰყავთ-მეთქი.
მანიკა: ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხაროდა, გაპრანჭულები დავდიოდით სამივე და, 130 კი არა, 133 მოდელი იყო უკვე ჩვენი ჩათვლით.
– სიურპრიზი მოუწყვეთ ნუკას თუ, იცოდა თქვენი ჩასვლის შესახებ?
ნუკა: თავიდან კი ვეუბნებოდი – წამოდით, წამოდით-მეთქი, მაგრამ, იქ რომ ჩავედი, მივხვდი, რამხელა ხარჯებთან იყო ეს დაკავშირებული და ხმა აღარ ამომიღია. თუმცა, რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში მინდოდა, ჩამოსულიყვნენ.
მანიკა: სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა, მაგრამ, რომ ჩავსულიყავით და ბილეთები არ დაგვხვედროდა, უარესი იქნებოდა. ამიტომ, ორი დღით ადრე ვუთხარით, რომ თადარიგი დაეჭირა. რა თქმა უნდა, ბევრი ხარჯი იყო, პლუს – ამხელა გზა, თუმცა, მე და ეკა ღურწკაია ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ელენე გოგავამ დაგვპატიჟა. ნუკას რომ მივწერეთ: მოვდივართო, – „ჰო, კარგი, რეპეტიციაზე ვარ,“ – ეს იყო მისი პასუხი. ცოტა გავბრაზდით, მაგრამ, მივხვდით, არ დაიჯერა.
ნუკა: თუ მხოლოდ ეს არის შენი რეაქცია, აღარ ჩამოვალთო. რომ ვუყურებდი,  ისე მიხაროდა, ვერ ვიჯერებდი, ჩემ გვერდით რომ  იყვნენ.
მანიკა: საქველმოქმედო სადილზე ვიყავით ერთად. შთამბეჭდავი იყო: მსოფლიოს ლამაზმანები, წინა „მის მსოფლიოები“, ჟიურის წევრები... ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.
– შენც ხომ არ მოგინდა კონკურსში მონაწილეობა?
– ჯერ ერთი, ძალიან ადრე გავთხოვდი და უკვე 6 წელია, „მისი“ კი არა, „მისის“ ვარ. ძალიან მომწონდა ის სტატუსი, რითაც ვიყავი. თან, ნუკამ 130-ივე მონაწილე გაგვაცნო, ყველასთან მეგობრობდა – ეს ხომ „მის მეგობრობა“ და „მის კომუნიკაბელურობაა“. დაცვის წევრით დაწყებული, ყველა იცნობდა: „ჩვენი ფანი გერლ“, „ჩვენი ქვრეიზი გერლ – ჯორჯია“? “იეს, ქვრეიზი ნუკა“. გარდა იმისა, რომ გარეგნულად ძალიან ლამაზია, ხასიათსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნუკას ყველა ის თვისება აქვს, რომელიც სჭირდებოდა და მაქსიმალური გააკეთა – 130 ქვეყნიდან 30 ტოპ-მოდელს შორის რომ მოხვდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორც ვიცი, ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი იყავი.
ნუკა: დიახ, ერთ-ერთი გამორჩეული მეც ვიყავი. რომ ჩავედი, ჟიურის წევრმა მითხრა, ძალიან ლამაზი სახე გაქვსო. ყველა მეუბნებოდა – რა კარგი გოგო ხარ, რა ლამაზიო... გამორჩეული ჩემი ხასიათის გამოც ვიყავი.
– შენ და „მის მსოფლიო“ ჰგავხართ ერთმანეთს...
მანიკა: პირველად მე ვუთხარი, თვალებით ჰგავხართ-მეთქი. ლამაზი გოგოა, მაგრამ ნუკა მირჩევნია; თან, ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, სხვას გავამარჯვებინებდი. არავის ეგონა, რომ ესპანეთი გაიმარჯვებდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო.
ნუკა: ერთ ფოტოში ჩამოვგავართ ერთმანეთს. მეორე დღეს იქაც აღნიშნეს – უი, მართლა ჰგავხარო. ბოლო დღის განმავლობაში ისე ვნერვიულობდი, ლამის ვიტირე. როცა ოცდაათეულში მოვხვდი, ვიფიქრე, რომ მეტი წარმატება არ იქნებოდა, რადგან, მაინც პატარა ქვეყნიდან ვარ და, ჩემი ქველმოქმედებაც, უკვე გითხარით, როგორი იყო. თან, ბოლო დღეს ყველაფერი შეიცვალა, ადგილები გადანაწილდა. მონიტორებზე საქართველო მეცხრამეტე-მეოცე ადგილზე იყო, 20-ეულში შევდიოდით, მაგრამ მერე აღარ გამომაცხადეს, რადგან რაღაცეები შეიცვალა. ყველას ეგონა, საფრანგეთი გაიმარჯვებდა, ესპანეთის ხუთეულში შესვლასაც კი არავინ ელოდა.  
– ბიჭოლაც იყო ნუკას გულშემატკივრებს შორის.
მანიკა: ბიჭოლა ჩინეთში ცხოვრობს, გვანჯოუში – ერთ-ერთი კომპანიის კრეატიული დირექტორია, ძალიან კარგად არის და ქმნის სამოსს. რომ გაიგო, ნუკა მონაწილეობდა, ჩამოვიდა. სტატუსიც გამოაქვეყნა: „როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ნუკა ვერც წარმოიდგენდა, „მის საქართველო“ თუ გახდებოდა და „მის მსოფლიოზე“ მე მას ვუგულშემატკივრებდი“. ადრე რაღაც უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა ახლა უკვე მეგობრები არიან.
ნუკა: ისეთი არაფერი, 8-9 წლის წინ მოხდა რაღაც მცირე ინციდენტი, მაგრამ მერე მილანში ერთად ვიყავით, მერე ჰონკონგშიც კარგი დრო ვატარეთ. ისიც მითხრა, ჩემს კაბას ჩაგაცმევო, მაგრამ მე მომერიდა. თვითმფრინავის ამბავი იყო მაგარი: გოგონები ერთად წამოვიდნენ, მე – მოგვიანებით. პეკინიდან დოჰაში ჩემი ფრენა ორჯერ გადაიდო, 2 საათში რომ არ ავსულიყავი თვითმფრინავში, ჩემს რეისს ვეღარ მივუსწრებდი, დავრჩებოდი პეკინში და ვიზასაც ვადა გაუვიდოდა... მოკლედ, პრობლემები შემექმნებოდა. ერთი ამბავი ავტეხე, მთელი აეროპორტი ფეხზე დავაყენე და, საბოლოოდ, გამოვემგზავრე. მოკლედ, ავედი თვითმფრინავში, ვჭამე, დავიძინე, თმა გავიშალე, მოვშინაურდი. 8 საათი მქონდა ფრენა. 4-5 საათიანი ფრენის შემდეგ ავდექი, გავიარე  და, უცებ, ვიღაც მეძახის: „ნუკა!”
მანიკა: ეკამ რომ დაინახა, შეჰკვილა. გიჟივით. მე გავიღვიძე, თვალი გავახილე და გული გამისკდა – თავზე ნუკა მადგას „ბაბა-იაგასავით“ გაშლილი თმით, მობეზრებული რომ აქვს მაკიაჟი და დავარცხნილი თმა. მე კი, მაშინვე: წადი, გოგო, თმა გაიკეთე ნორმალურად, რა არის, „მისი“ აღარ ხარ-მეთქი?! იქ სულ მოწესრიგებული იყო და, თვითმფრინავში როგორც კი გავაკონტროლე, ეგრევე მოვიდა ფორმაში.

скачать dle 11.3