კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკოცეს ნათია წიწილაშვილმა და ნინი ონიანმა ერთმანეთს ტუჩებში და ვინ დააქორწინა ისინი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც მსახიობები, ნათია წიწილაშვილი და ნინი ონიანი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ეს უბრალო ხუმრობად მიიღო, ზოგმა კი გოგონები ლესბოსელებად მონათლა, დააქორწინეს და „ულამაზეს წყვილს“ ბედნიერებაც უსურვეს.


ნათია: ეს ფოტო მუშაობის პროცესშია გადაღებული. მე და ნინიმ ცოტა ვიღლაბუცეთ და შემთხვევით ისარგებლეს.
ნინი: ლესბოსელობა შემოგვტენეს.
ნათია: მერე დაგვაქორწინეს კიდევაც. ოღონდ, მე აღმოვჩნდი ნათია ციცილაშვილი.
ნინი: ნათია ციცილაშვილმა და ნინი ონიანმა იქორწინეს და ბედნიერება ვუსურვოთ ამ ლამაზ წყვილსო.
ნათია: ცოტა ხანში, ალბათ, შვილიც გვეყოლება.
ნინი: ფოტო პირველად ჩვენმა პროდიუსერმა ატვირთა, მერე მე. სხვათა შორის, თავიდანვე არ გაღიზიანებულან, ძირითადად, დადებითი შეფასებები იყო. მაგრამ, მერე და მერე, საიტებზე რომ დაიდო, უარყოფითი შეფასებებიც მოჰყვა. წერდნენ: ქართველობას გვართმევენ...
ნათია: აღარ იციან, ყურადღება რით მიიქციონ.
ნინი: მე დამიწერეს: თქვენ უნდა გამოგიყვანოთ და დაგხვრიტოთ კაცმა, სტალინი მართალი იყო ასე რომ იქცეოდაო (იცინის). 
ნათია: ლინჩის წესით რომ გაგვასამართლონ, არა?
ნინი: ქვებით რომ ჩაგვქოლონ? უფრო სანახაობრივია, ან დაგვწვან.
ნათია: უფრო ხელოვანი ხალხი გვწერდა: ახლა უფრო მომწონხართო.
– ამას ჟურნალისტების მხრიდანაც რომ მოჰყვა გამოხმაურება, ეს გაღიზიანებთ?
– არა, ისედაც ვიცოდით, რომ ამას ერთი ამბავი მოჰყვებოდა და მზად ვიყავით. კომენტარებშიც გვიწერდნენ, ახლა ერთი ამბავი ატყდებაო.
ნინი: ჟურნალისტების გამოხმაურება მეც არ მაღიზიანებს. ზოგმა ისე აგრესიულად და უხეშად იცის მომართვა, ცოტა არ მსიამოვნებს და მათ არც ვაძლევ ინტერვიუს, მაგრამ ვინც დადებითად და ადამიანურად მთხოვს, მათ დიდი სიამოვნებით ვთანხმდები.
– არც ისე დიდი ხნის წინ, ია სუხიტაშვილთან დაკავშირებით იყო მსგავსი შემთხვევა. მისმა მეგობრმა დადო ფოტო, რომელზედაც ისინი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა მას კომენტარისთვის დაუკავშირდა, რაზეც იას პასუხი ჟურნალისტების ლანძღვა და გინება იყო.
ნათია: მაგალითად, მე და ნინი მზად ვიყავით ასეთი გამოხმაურებისთვის. მერე მივხვდით, რომ ამას ეს ყველაფერი მოჰყვებოდა, თორემ ამის გამო ნამდვილად არ დაგვიდევს ეს ფოტო. იას შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოხდა, მისი ფოტოც არ მინახავს. შეიძლება, თვითონ ფაქტი არ ესიამოვნა. ის ძალიან ნიჭიერი გოგოა და ბევრს შრომობს, სხვადასხვა პროექტზე მუშაობს და ალბათ, მის პროფესიულ საქმიანობას რომ არ მოჰყვა დაინტერესება და ამ ფოტოზე ატყდა ამხელა ამბავი, ამან გააღიზიანა. მე, მაგალითად, აბსოლუტურად არ გავუღიზიანებივარ. არც გამკვირვებია, შენც რომ დამიკავშირდი. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავი. ასეთი ფოტოები ჩვენთან, ალბათ, ხშირი არაა და ამიტომაც გვაქვს ასეთი რეაქცია. თუმცა, რა თქმა უნდა, ლესბოსელები არ ვართ, რა სისულელეა (იცინის). ზუსტად მეორე დღეს მარიამ სანოგომაც დადო რაღაც მსგავსი ფოტო და ამის შესახებაც დაიწერა. არ ვიცი, ალბათ მოდაშია?! (იცინის) თუმცა, ჩვენ მოდის გამო ნამდვილად არ გაგვიკეთებია, უბრალოდ, ვიღლაბუცეთ და უცებ ჩაგვაჩხაკუნეს. ვფიქრობ, ამხელა ყურადღების ღირსი არცაა ეს ერთი ფოტო.
ნინი: არც მე მინახავს ეს ფოტო და საერთოდ არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ, მეცინება... რა. გოგომ რომ გოგოს მეგობრულად აკოცოს, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, ვერც ჩვენს და ვერ იას შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ იაზე ეს ფაქტი საერთოდ არ გამიგია.
– ნინი, ამ ფოტოს გარდა, განხილვის საგანია შენი გარეგნობაც. რას გწერენ?
– მწერენ, რომ მაქვს ძალიან დიდი და მახინჯი მხრები, მჭირდება ცხვირის და ყურების კორექცია. მაქვს კაცის ხმა, დაგრეხილი ფეხები და რა ვიცი, ჯერჯერობით მეტი არაფერი მჭირს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცოტა ხნის წინ ლესბოსელიც გავხდი. გიორგი ვარდოსანიძესთანაც ხომ მაქვს რომანი და მოკლედ, ვეღარ გავიგეთ – კაცი ვარ თუ ქალი. ვარდოსანიძეს ვხვდები, ნათია წიწილაშვილს თუ, საერთოდ, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, კაციშვილმა არ იცის და არც მე ვიცოდი აქამდე (იცინის). მაგრამ, ნელ-ნელა ვერკვევი. როგორ შეიძლება, ამაზე რეაქცია მქონდეს. თავიდან, როცა ამ სფეროში იწყებ მუშაობას, ასეთი კომენტარები საწყენია, მაგრამ მე მაშინაც მეღიმებოდა. შეიძლება, ძალიან ლამაზი არ ვარ, მაგრამ მახინჯი რომ არ ვარ, ეს ნამდვილად ვიცი.
– ნათია, შენ შემთხვევაში, მახსოვს გამჭვირვალე კაბა გახდა კრიტიკის საბაბი.
ნათია: ჰო, არადა, ამ გადაცემის წამყვანი ცოტა თამამად ჩაცმული უნდა ყოფილიყო, რაშიც, მგონი, სხეულიც ხელს მიწყობს. ეს იმიჯი გადაცემას სჭირდებოდა, თორემ, გარეთ, რა თქმა უნდა, ასე არ დავდივარ. პირიქით, ძალიან ჩვეულებრივად – სპორტულები, ბოტასები და ყოველდღიური ტანსაცმელი მაცვია. თუმცა, ამ კაბის გამო ერთი ამბავი ატყდა. საშინელი გამოხმაურება ჰქონდა: „ამ ქვეყანაში ხომ, თუ არ გაიხადე, ისე პოპულარული ვერ გახდები“. ვითომ მე აქტუალურობა დავკარგე და ცოტა სკანდალურად რომ დავბრუნებულიყავი, ამიტომ გავაკეთე ეს და არ ვიცი, კიდევ ათასი სისულელე. სხვა საკმაოდ თამამი კაბებიც მცმია მანამდე, მაგრამ მაშინ არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. მხოლოდ ამაზე დაიწყო: ეს ხომ კაბა არაა, ფაქტობრივად, შიშველია და ასე შემდეგ.
– კარგი, უარყოფით კომენტარებს შევეშვათ. მომიყევით თქვენი მეგობრობა სამსახურით შემოიფარგლება თუ გარეთაც ხშირად ატარებთ დროს ერთად?
– ძირითადად, გადაღებების დროს ვერთობით. მე ბავშვი მყავს, ნინისაც თავის ცხოვრება აქვს და ამიტომ სამსახურის გარეთ, ნაკლებად გვრჩება დრო ურთიერთობისთვის. თუმცა, აქ ძალიან კარგ დროს ვატარებთ და ბევრს ვხალისობთ. 
– ერთმანეთის თაყვანისმცემლებს იცნობთ? არასასურველი თაყვანისმცემლის ჩამოშორებაში თუ დახმარებიხართ ერთმანეთს?
– კი, ერთმანეთის თაყვანისმცემლებს როგორ არ ვიცნობთ (იცინის). რაც შეეხება არასასურველ თაყვანისმცემლებს, არ მქონია შემთხვევა, რომ საქმე რაიმე სერიოზულამდე მისულიყო. ერთი-ორი მესიჯით შეიძლება, ადამიანს შენი დამოკიდებულება კარგად გააგებინო, თუ, რა თქმა უნდა, ფსიქიკურად ჯანსაღია.
ნინი: მე მქონდა ასეთი შემთხვევა – სახლიდან გამოვედი და სადარბაზოსთან დამხვდა ადამიანი, რომელიც არანაირად არ მესიმპათიურებოდა. ცდილობდა, ჩემთვის ხელი მოეკიდა და მანქანაში ჩავეტენე, მაგრამ მე ძალიან მჭერმეტყველი ვარ და ეს ამბავი დიპლომატიურად მოვაგვარე  (იცინის).  ყველაფერი ავუხსენი, ჩავსვი მანქანაში და გავუშვი.
– ახალი წლისთვის საერთო გეგმები არ გაქვთ?
ნათია: ახალ წელს სახლებში შევხვდებით და ამის შემდეგ გვინდა, რომ ერთადაც აღვნიშნოთ. თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმები არ გვაქვს.
ნინი: რამეს ვიზამთ, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ მე ახალი წელი არ მიყვარს.
ნათია: რატომ? ახალი წელი, ახალ გეგმებთან, ახალ ცხოვრებასთან და იდეებთან ასოცირდება.
ნინი: მაგ ყველაფრისთვის ახალი წელი არ მჭირდება. უბრალოდ, გაფეტიშებული დღესასწაულები არ მიყვარს.
ნათია: მე განსაკუთრებულად ერთი ახალი წელი მახსენდება, როდესაც მეგობრებთან ერთად პირველად გავედი სახლიდან მარტო. მანამდე მშობლები არ მიშვებდნენ. სულ სახლში ვიყავი და მაქსიმუმ ქვედა სართულზე ჩავსულიყავი მეგობართან (იცინის).

скачать dle 11.3