კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობდა ნორა კვიციანი ავტოფარეხში და სად დაბრუნდა ის ციხიდან წამოღებული ბალიშით

წლებია, რაც ნორა კვიციანი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ბოლო პერიოდში პოლიტპატიმრების სიასთან  დაკავშირებით აგორებულმა სკანდალმა ეს წუხილი უფრო გაუმძაფრა. წუხს, რომ  სტატუსი მხოლოდ სიტყვიერად მიიღო და რეალურად, კრიმინალური მუხლით გასამართლებულ ყოფილ პატიმრად დარჩა, რაზედაც ის ჩვენს ინტერვიუშიც საუბრობს.  
ნორა კვიციანი:  იმის მიუხედავად, რომ   სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ  მე და რამდენიმე ადამიანს ეს სტატუსი მოგვანიჭა, პოლიტპატიმართა სიაში ვერ მოვხვდით. სრულიად გაუგებარია, თუ რატომ ამოიღეს ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სტატუსი მიენიჭებოდა მათაც, ვისაც უკვე დატოვებული ჰქონდა საპატიმრო დაწესებულება. ამას წინათ, სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე სტატუსი: ვარ თუ არა პოლიტპატიმარი. ყველამ კარგად იცის, რატომ გავატარე ექვსი წელი და ოთხი თვე ციხეში.  ამის შემდეგ მე კრიმინალის  სტატუსი მაქვს და არა პოლიტპატიმრის? პატიმარი ვიყავი,  როცა ჩემს, როგორც უკანონო პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა ის ხალხი, ვინც მაშინ ოპოზიციაში იყო, დღეს კი ხელისუფლებაშია. მაშინ ვიყავი პოლიტპატიმარი და მძევალი და დღეს აღარ ვარ? ეს არის ჩემი შეკითხვა ამ ხალხის მიმართ.  ჩემი,  მაია თოფურიას საქმეები, რამდენიმე სხვა საქმესთან ერთად, შეისწავლა ადამიანის უფლებათა ცენტრმა, სახალხო დამცველმა, კომისიამ, რომელიც შეიქმნა და ორი წელი მუშაობდნენ ჩვენს საქმეებზე.  ამას დაამატეთ ჟურნალისტური  გამოძიებები, რაც ჩატარდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, მე რომ ვერ მივიღე პოლიტპატიმრის სტატუსი.  მე და სხვა ყოფილი პოლიტპატიმრები მივმართავდით  საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს,  ეზრუნათ  ჩვენთვის პოლიტპატიმრების სტატუსისა და ნასამართლეობის მოხსნაზე, თუ არადა, ის მაინც ეთქვათ,  სად მეძებნა  სამართალი. 
– ახლა როცა პოლიტპატიმრების სიის  სკანდალი გახმაურდა, შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი ვარაუდი, როგორ ხდებოდა ამ სიის შედგენა და რატომ არ მოხვდით თქვენ ამ სიაში?
– მე ადრევე ვთქვი, რომ გამოვალ, ამ  სიაში აღარ შემიყვანენ-მეთქი. პირიქითო, მითხრეს, ვინ იტყვის, რომ შენ პოლიტპატიმარი არ ხარო? მე  უარი ვთქვი შეწყალებაზე. შემეძლო განცხადების დაწერა „უდოზე”, მაგრამ ახლოს არ გავეკარე,    არ ვცნობდი თავს დამნაშავედ. არც მინდოდა გამოსვლა,  ორი   თვეღა მქონდა დარჩენილი და მოვიხდიდი სასჯელს ბოლომდე.  მაგრამ, გინდა თუ არა, უნდა გაგათავისუფლოთო, დაიჟინეს.  როცა სია შედგა და  ეკა ბესელიამ ამის შესახებ განაცხადა ტელევიზიით, ისიც თქვა, ამ დადგენილებაში შეტანილია მეოთხე მუხლი, რომელიც ეხება ნორა კვიციანსა და მაია თოფურიასო. მაგრამ, მოხდა სიიდან ამ მუხლის ამოღება. ვისი ბრძანებით ამომიღეს სიიდან, ეს შეკითხვა დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი, თუმცა მე მაქვს ამაზე ჩემი ვარაუდი.  არ მიყვარს და არც მჩვევია დაუსაბუთებლად, ჭორებით საუბარი, მაგრამ როგორც მითხრეს, ეს მოხდა ამერიკის მაშინდელი ელჩის მოთხოვნით. ამიტომაც მოხდა, რომ  დღემდე დავრჩით კრიმინალად, რაზედაც ძალიან მწყდება გული.  ყველა პოლიტპატიმარს პატივს ვცემ, ვინც იმ სიაში მოხვდა და ვინც ნამდვილად იმის გამო იხდიდა სასჯელს, რომ პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული, მაგრამ ახლა ხომ გაირკვა, რომ იმ სიაში ბევრი ისეთიც მოხვდა, ვინც არ უნდა მოხვედრილიყო?  ის საქმეებიც რომ შეესწავლათ, ამდენი ეჭვი აღარ გაჩნდებოდა. დაესმებოდა წერტილი ამ ხმებს.  ახლა ფულზე რომ მიდის საუბარი, არა მგონია, ასე ყოფილიყო. ზოგი ისეთი პატიმარი იყო, სულს ღაფავდნენ, ყველაფერი წართმეული ჰქონდათ,  რომელი ფულის გადახდაზე იყო ლაპარაკი?
– თუმცა, სულ იყო ლაპარაკი, რომ პატიმრები იხდიდნენ გარკვეულ თანხებს საკუთარი თავისუფლების ფასად. ამაზე ალბათ, ციხეშიც იყო საუბარი.
– რა თქმა უნდა. თუმცა, მე  ვერ ვილაპარაკებ ეჭვებზე. იქაც შემოდიოდნენ შეწყალებაზე –  წახვალ, თუ გადაიხდი ფულსო. პროვოკაციული ხმები დადიოდა ციხეში, მაგრამ მე ვერც დავადასტურებ, რომ ასე იყო და ვერც გამოვრიცხავ. პატიმრობა ისეთი უბედურებაა, ყველაფერზე მიდის ხალხი – სახლს გაყიდის, ქუჩაში დარჩება, რომ ოჯახის წევრი გაათავისუფლოს.  ძველი ხელისუფლების დროს, ბევრი იყო შეწყალებული, მე მგონი,  გადახდითაც – სასჯელის ნახევარიც რომ არ ჰქონდათ მოხდილი და გავიდნენ. იტყოდნენ, აბა რა,  გადაიხადეს  და გავიდნენო. 10-15 ათასებზე იყო საუბარი.  კარგია,  რომ   ეს ხელისუფლება ეცადა, გაეკეთებინათ მადლიანი საქმე, როცა  ამდენი პატიმრის  გამოსვლა მოხდა ამნისტიით, მაგრამ მე არ ვარ ცოდო, რომ ამ სიაში არ მოვხვდი? შესწავლილი საქმე და შეუსწავლელი ერთია?! სიტყვიერად მინიჭებული სტატუსი და ოფიციალური, ხომ სულ სხვადასხვაა.  თვითონ პოლიტპატიმრებს ჰქონდათ ერთი ამბავი, თუ ნორა კვიციანი ამ სიაში არ იქნება, ჩვენ გვრცხვენია და სიიდან ჩვენც   ამოგვიღეთო. მათ კარგად იცოდნენ ყველაფერი.
– ამ სკანდალმა შეიძლება, დააჩქაროს თქვენთვის ნასამართლეობის მოხსნაც და ამ სტატუსის მინიჭებაც.
–   ვნახოთ, მე დაჟინებით ვითხოვ ჩემი საქმის განხილვას. მარტო კი არ ვარ – მაია თოფურია, ირაკლი ბათიაშვილი, კობა კობალაძე, რა ვიცი, რომელი  ერთი ჩამოვთვალო.  გვპირდებოდნენ კომისიის შექმნას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.   ჩვენ პროკურატურაში გვაქვს შეტანილი საქმე და ველოდებით ახალ სასამართლოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება.  მე და ჩემმა ოჯახმა დიდი რეპრესიები გამოვიარეთ. 75 ათასი ლარის ჯარიმა მქონდა დაკისრებული. სანამ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, დამპირდა ვეტერანების შეხვედრაზე, რომ სამართალს ვიპოვიდი და გამოძიებული იქნებოდა კოდორის ხეობის ამბავი. მაგრამ, ეს პირობა არ შესრულდა. მახსოვს, სამჯერ გამიმეორა, მე ვიქნები გარანტი, თქვენი უსამართლობის დასრულებისო.  როცა პრეზიდენტი გახდა, გენერლების შუამდგომლობით დაიწყო ეს პროცესი ჯარიმის მოხსნაზე, რაც პრეზიდენტის შეწყალებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ეს ჯარიმა დღემდე მაკისრია.  მე ვყოფილვარ ქალი, თუ ამდენი ფქვილი, შაქარი და ზეთი „შევჭამე” და მივითვისე.  ყველამ კარგად იცის, რომ ეს შეთითხნილი ბრალდება იყო. მე კოდორში სახლი დამიყადაღეს იქამდე, სანამ იქ ჩვენი იურისპრუდენცია ვრცელდებოდა და კოდორს ჩააბარებდნენ. მე, ქალი, რომელიც ამდენი წელი ვიცავდი კოდორს და ამდენი უბედურება გამოვიარე, კრიმინალის სტატუსით უნდა ვიყო დარჩენილი და კიდევ 75 ათასი ლარის გადახდა მეკისრებოდეს? ახლა რამე შემოსავალი რომც მქონდეს, ამ ვალის გამო, ჩამომეჭრებოდა. მიპასუხონ,  რატომ გრძელდება იმ ხელისუფლების უსამართლობა, ამ ხელისუფლების პირობებშიც? ახლა, ერთადერთი, რისი მადლიერიც ვარ, ლტოლვილთა სამინისტრომ 551 ოჯახს მოგვცა ბინები. ერთ-ერთი მე ვარ – ოთხოთახანი ბინა   მომცეს თბილისის ზღვაზე.
– ახალ წელს ახალ სახლში აღნიშნავთ?
– არა მგონია, გადასვლა მოვასწრო. სახლს მოწყობა უნდა, რაღაც ხომ უნდა დადგა იქ? ეს წლები, რაც ციხიდან გამოვედი, შვილთან ვარ „შეხიზნული”. მასაც თავისი ოჯახი აქვს. ერთი პერიოდი, რამდენიმე თვე ავტოფარეხშიც მომიწია ცხოვრება. ახლა, ახალ სახლში რამე ხომ უნდა შევიტანო. ერთი ბალიში მაქვს, რომელიც შვილმა შემომიგზავნა ციხეში და უკან წამოვიღე. ის ბალიშია მთელი ჩემი ქონება. მაინც არა უშავს. მთავარია, ჭერი მექნება საკუთარი. იმას რა შეედრება, რაც კოდორში დავტოვე – სახლში, რომელშიც ახალგაზრდობას, მთელ ცხოვრებას გაატარებ, ბუნაგიც  რომ იყოს, არაფერი შეედრება. რაც ციხიდან გამოვედი, ერთხელ ჩავედი. ორი თვე ვიყავი ჩემს სახლში, მოგონებებით წარსულში დავბრუნდი. რამდენი კარგი რამ იყო იქ. გამახსენდა ყველაფერი, ახალი წლებიც კოდორში სხვანაირი იყო. ახალ წელს არ აღვნიშნავდით, ჩვენი ახალი წელი იყო 14 იანვარი, მერე მალე მოდიოდა ლამპრობა.  საოცარი ტრადიციები გვქონდა, თუმცა ზოგიერთზე ახლა ვფიქრობ, რომ არ იყო კარგი – უფრო წარმართულ ტრადიციებს ჰგავდა. კოდორში  მეკვლე იქამდე არ იცვლებოდა, სანამ იმ ოჯახში რამე ტრაგედია არ დატრიალდებოდა. 14 იანვრის მერე სამი დღე ბედობას აღვნიშნავდით. სტუმრები მოდიოდნენ, იყო ლხინი.   ირგვლივ ყველაფერი დათოვლილი – ულამაზესი იყო ახალ წელს კოდორი. მერე იყო ახალი წლები ციხეში, ახლაც მძიმედ მახსენდება. იქ მაღაზიაც იყო, ახალ წელს თითქოს მხიარულებაც... მაგრამ, ციხეში რომ ახალ წელს შეხვდები, ციხის მკაცრ და რთულ პირობებში, ეს საშინელებაა. ერთმანეთს ვამხნევებდით, ვულოცავდით ხოლმე პატიმრები, მაგრამ რა? არც მეკვლე  იყო, არც განწყობა და არც ყველაზე მთავარი – თავისუფლება.

скачать dle 11.3