კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გადაყრა იკრძალება ახალი წლის დღეებში და რატომ უნდა ერიდოთ ნაძვის ხის „განაწყენებას“

ახალ წელს ყველა იმედითა და სურვილებით ხვდება და ეს ბუნებრივია, რადგან მთავრდება ძველი, მას წარსულს ვაბარებთ და იწყება ახალი, რომელსაც ადამიანისთვის სიახლეების მოტანა შეუძლია. ამბობენ, როგორი განწყობითაც დავხვდებით მას, მთელი წელი ისეთი განწყობა დაგვებედებაო. არადა, არ მეგულება ადამიანი, ვისაც ამ ჯადოსნურ დღეს ამაღლებული განწყობა არ აქვს.  როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ტატა ამბობს, ხშირად წელი ისე არ მიდის, როგორც დავიბედეთ და ამაში ჩვენ  თვითონ მიგვიძღვის წვლილი.

 ტატა: ახალი წელი ყველა ოჯახისთვის ბედნიერი დღეა. მას, შეძლებისდაგვარად, ყველა ლამაზად გაწყობილი სუფრით, მორთული ნაძვის ხითა და ოცნებების ახდენის სურვილით ხვდება. თუმცა,  ოცნება მაშინ აგვიხდება, თუ ამაში თავად შევიტანთ წვლილს. ასე რომ, გაითვალისწინეთ ის ეზოთერული და პარაფსიქოლოგიური რჩევები, რომლებსაც ახლა გასწავლით და იმოქმედეთ ისე, რომ თავს ბედნიერება მიანიჭოთ.
– ახალი წელი, გარდა საზეიმო სუფრისა და საჩუქრებისა, მწვანე ნაძვის ხესთან ასოცირდება. ამბობენ, მას ახალი წლის დადგომისას, ზუსტად ღამის 12 საათზე, მაგიური დატვირთვაც აქვს და, თუ სწორედ ამ დროს მის წინ სურვილს ჩავუთქვამთ, აუცილებლად ასრულდება. ეს ასეა?
– დიახ, საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა,  აუცილებელი ტრადიციაა. ახალი წელი ყოველთვის მწვანე ნაძვთან და მის გარშემო დაწყობილ სათამაშოებსა და საჩუქრებთან ასოცირდება. ახალი წლის ღამეს ყველა სახლში, გაწყობილ ნაძვის ხეზე ოჯახის ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახის წევრებს ბრჭყვიალა და ლამაზად მორთული ხის კენწეროდან ლოცავს. ამიტომ, ნაძვის ხეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ახალი წლის ჩავლის შემდეგ კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც მისი დაწვა და არც დაჩეხა. არ არის გამორიცხული, ასეთ საქციელს იმ წელშივე უსიამოვნება მოჰყვეს. ამიტომ, აუცილებელია ნაძვის ხესთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობდეთ. მთავარია, არ „გაგინაწყენდეთ” და არ „გაგებუტოთ” თქვენი ნაძვის ხე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის ღამეს მასზე ოჯახის მფარველი ანგელოზი იჯდა და იქიდან გლოცავდათ. ახალი წლის შემდეგ ნაძვის ხე ფრთხილად უნდა აიღოთ და სახლთან ახლოს, გარეთ დადოთ. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხეზე დაკიდებთ იმ სათამაშოებს, რომლებიც თქვენს პირად ბედნიერებას თუ ოჯახის წევრების კეთილდღეობასა და ოცნებების ასრულებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება და, ამიტომ, თუ ბედში ცვლილებები გსურთ, აუცილებლად დაკიდეთ ის ნაძვის ხეზე. კვერცხიც ნაყოფიერებისა და ჰარმონიის სიმბოლოა და, თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ჰარმონიული და ნაყოფიერი იყოს, შეღებეთ ის წითელი ან ოქროსფერი საღებავით და ჩამოკიდეთ ნაძვის ხეზე. გარდა ამისა, წელს, წლის მბრძანებლის პატივსაცემად, აუცილებლად უნდა დაკიდოთ ნაძვის ხეზე ბანანი – ეს ოჯახურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. ასევე, არ დაგავიწყდეთ, როგორც კი დადგება 2016 წელი, გამოაღეთ ფანჯრები, რათა ძველი წელი გავიდეს და ახალი შემობრძანდეს – ეს მთავარი საახალწლო რიტუალია. ბავშვობიდან მესმოდა ოჯახის წევრებისგან, რომ ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე, ნაძვის ხესთან ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აუხდება ადამიანს, მთავარია, ის ძალიან უნდოდეს და გულით ისურვოსო. 1 იანვარს გარკვეული პოზიტიური ენერგია აქვს, ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ და კონკრეტულად რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, არ არის გამორიცხული, სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ. ასე რომ, ამ დღეს ჩათქმული სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ, თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ, თუკი თქვენს სურვილს სწორ, მიზანმიმართულ გეზს მისცემთ. საერთოდ, ახალი წლის დღეებში ადამიანს განსაკუთრებული დაკვირვება მართებს, თითოეულ ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ასევე, ეცადეთ, ისე გაატაროთ ეს პერიოდი რომ არ მოიწყინოთ, არ გაიხსენოთ წარუმატებელი დღეები, ესტუმროთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც საუბარი და ურთიერთობა გსიამოვნებთ.
– უცხოეთიდან ტრადიციად შემოვიდა, რომ ახალ წელს სახლიდან გადაყარონ ძველი ნივთები – რაც მეტ ნივთს გადაყრით, მით მეტ სიმდიდრეს მოგიტანთ ახალი წელიო. ამაზე რას იტყვით?
– ეს სიმართლე არ არის, რადგან, ზუსტად უნდა იცოდეს ადამიანმა, რა გადააგდოს და რა არა. თუ გინდათ, ახალმა წელმა ბედნიერება მოგიტანოთ, სწორედ ახალი წლის დღეებში უნდა მოიქცეთ გონივრულად. მაგალითად, ახალი წლის დღეებში არ შეიძლება სურათების, წამლების, ძველი ჩანაწერების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ ჩანთების გადაყრა; სამაგიეროდ, შეგიძლიათ, თამამად მოისროლოთ ნაგვის ყუთში მოძველებული აპარატურა, სამზარეულოს უკვე უვარგისი ნივთები ან მორყეული ავეჯი. ზოგადად, ძველი და შელახული ნივთების ახალი წლის დღეებში გარეთ გატანით, სახლიდან უბედურებას გაიტანთ გარეთ.
– მართალია, რომ ახალი წლის დღეებში ნანახ სიზმრებს აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში, დავიმახსოვროთ ისინი, არ მოვუყვეთ სხვებს, რადგან დიდი ალბათობაა, ისინი აგვიხდეს?
– ამ მხრივ ყველაზე განსაკუთრებული დღეებია 1, 2, 3, 5, 6 და 7 იანვარი, ამიტომ, არ არის გამორიცხული, ამ დღეებში ნანახი სიზმარი მალევე აგიხდეთ.  სიზმარი ხომ ერთგვარი ცხოვრებისეული წინასწარმეტყველებაა და, თუ მას ახალი წლის დღეებში ნახავთ, სავსებით შესაძლებელია, ის თქვენი მომავლის მაცნე აღმოჩნდეს. იმისათვის რომ სიზმრისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, მისი სწორად ახსნა უნდა შეგეძლოთ. მაგალითად, ახალი წლის დღეებში ნანახი სიზმარი გვკარნახობს, რომელი მიმართულებით ვიმოქმედოთ, რა ცვლილებები შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ წარმატებულები, თავდაჯერებულები და ძლიერები. ასე რომ, კარგად დააკვირდით, რას ნახავთ სიზმრად და თავად მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ პირად ცხოვრებაში, რომ მეტად ბედნიერი, იღბლიანი და სასურველი იყოთ მთელი წელის განმავლობაში.
– ქალბატონო ტატა, ხშირად ადამიანებს უჭირთ ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრების ყიდვა და ამჯობინებენ ფული აჩუქონ...
– თუ ახალი წლის დღეებში ახლობელმა ფული გაჩუქათ, ამ ფულით იყიდეთ პატარა სარკე და ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაიხედეთ მასში, ამის შემდეგ ბალიშის ქვეშ ამოიდეთ და ისე დაიძინეთ, დღე კი ჩანთით ან ჯიბით ატარეთ. ის მთელი წლის განმავლობაში დაგიცავთ ბოროტისგან, ასევე, ხელს მოგიმართავთ და სურვილების ახდენაში დაგეხმარებათ. ახალი წელი უბრალო დღესასწაული არ არის, ის ერთგვარი მაგიური დატვირთვის მქონე დღეა, ამიტომ, უნდა გაითვალისწინოთ ის წესებიც, რომლებიც ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა შეასრულოთ, რომ მომავალი წელი ბედნიერების, სიახლისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდებით, მოგეცემათ შანსი, მთელი მომავალი წელი ასეთი განწყობით გაატაროთ; ახალ წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას – დააკვირდით, რას გირჩევენ ასტროლოგები და ამის მიხედვით შეარჩიეთ სამოსი თუ აქსესუარი. ახლა ხომ მაიმუნის წელია, ჰოდა, მაგიდაზე დააწყვეთ მწვანე ბოსტნეული, ბანანი და ტროპიკული ხილი დიდი რაოდენობით. ეს მას ძალიან მოეწონება და ამით იღბალსაც დაიბევებთ. საახალწლოდ აუცილებლად შეიძინეთ რაიმე ახალი როგორც ოჯახისთვის, ასევე პირადად თქვენთვის.

скачать dle 11.3