კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა ლენინის ძეგლის დემონტაჟს გაგანია სოციალიზმის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თბილისში

შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსტანტინე კეთილაძე ყოველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირს მართავდა, რომელსაც მილიციისა და განყოფილების უფროსები ვესწრებოდით. ერემიჩს (კეთილაძეს) სიზუსტე უყვარდა. ცხრას რომ თხუთმეტი წუთი დააკლდებოდა, ის პირადად შედიოდა საკონფერენციო დარბაზში და ყველაფერს ამოწმებდა. ჭაღზე ერთი ნათურაც რომ  ყოფილიყო გადამწვარი, კეთილაძე ძალიან გაბრაზდებოდა. ამ ყველაფერზე ზედამხედველობა კი ვალოდია კოკოევს ევალებოდა. ვალოდია ადრე გამომძიებელი იყო, მაგრამ, შეცდომით დასახვრეტი პატიმარი გაათავისუფლა. ამიტომ, მინისტრმა ის სამეურნეო ნაწილში გადაიყვანა და ვალოდია კეთილაძის ყოველ დავალებას უსიტყვოდ და ზუსტად ასრულებდა.
საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში ლენინის ძეგლის ათკილოგრამიანი ბრინჯაოს ასლი იდგა, სწორედ ისეთი, ახლანდელ თავისუფლების მოედანზე რომ იდგა ადრე. ერთ დილას, როდესაც კეთილაძე საკონფერენციო დარბაზის შესამოწმებლად შევიდა, შემთხვევით ამ პატარა ძეგლს დაეჯახა, გადმოაგდო და ფეხზე დაეცა. ერემიჩი ისე გამწარდა, რომ აყვირდა:
– ვალოდია, ვალოდია, მომაშორე ეს საზიზღარი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაინახოს. ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!
კოკოევმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და წავიდა. კეთილაძემ სული მოითქვა და თათბირი დაიწყო. ერთი საათის შემდეგ „ვეჩემ“ (მაღალსიხშირიანი სპეცტელეფონი) დარეკა. მინისტრმა ყურმილი აიღო და ეტყობოდა, რომ პირველმა მდივანმა შევარდნაძემ დაურეკა, რადგან ასე დაასრულა საუბარი: „კარგი. გასაგებია, ამბროსოვიჩ...“ შემდეგ გაფითრებული წამოხტა სკამიდან და მეც თან გამიყოლა. მინისტრის მანქანით ლენინის მოედნისკენ გავქანდით. მივედით და რას ვხედავთ, მანქანების მოძრაობა გაჩერებულია. ლენინის ძეგლს ორი უზარმაზარი ამწე მიდგომია და ვალოდია მას ტროსებს აბამს, თან ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებს ეჩხუბება, რომლებიც მას ამის გაკეთებას უშლიან. ერთი სიტყვით, ვალოდია კოკოევმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო კეთილაძის სიტყვები და გაგანია სოციალიზმის დროს, ლენინის ძეგლის დემონტაჟს აპირებდა.
ომარ ნოზაძის ჩანაწერების

 

скачать dle 11.3