კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ახალ წელს დედა გავხდები
ექიმების გამოთვლით, სწორედ ახალი წლის ღამეს უნდა მეყოლოს შვილი. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე დღით ადრე ან გვიან ვიმშობიარო, მაგრამ, ძალიან გამიხარდება, თუ 31 დეკემბერს ან 1 იანვარს გამიჩნდება ჩემი პირველი სიხარული და ბედნიერება. ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ახალი წლის ან შობის ღამეს აუცილებლად ხდება სასწაული და მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონდა ამის მოლოდინი, წელს კი ეს სასწაული ჩემს ოჯახშიც მოხდება. ბავშვი ყველა ოჯახში ჩნდება და თანაც არა ერთი და ამას არავინ აღარ მიიჩნევს სასწაულად, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მართლაც ღვთისგან ბოძებული სასწაული და ბედნიერებაა, რადგან უკვე შვიდი წელია, ამ დღეს ველოდებით მთელი ოჯახი.
ერთმა ექიმმა ორი წლის წინ უშვილობის დიაგნოზი დამისვა და იმ დღიდან ამითვალწუნა ჩემმა დედამთილმა; იმ დღიდან გადაეკიდა თავის შვილს, ბერწი ცოლი რად გინდა, ეს გაუშვი და ისეთი ქალი შეირთე, რომელსაც ბავშვის გაჩენა შეეძლება, რას შეაჩერდი ამ უჯიშოს, ქალები დაილია ქვეყანაზეო? იმდენს ეჩიჩინებოდა დილიდან საღამომდე, მართლა კინაღამ დაგვაშორა ერთმანეთს. ერთი ხანობა ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა მე და დიმას, სულ შარზე იყო, თავს მამადლიდა, უშვილობას მაყვედრიდა. ერთხელაც, ისე გადამიყვანა ჭკუიდან, აღარ დავუთმე და ვუყვირე – რას გადამეკიდეთ, იქნებ მე კი არა, შენ ხარ უშვილო და იქით მაქვს სასაყვედურო-მეთქი. მერე ამ სიტყვებზე მართლაც დავფიქრდი: ჩემი ქმარი არასდროს არ წასულა ექიმთან გამოკვლევაზე და რატომ არის დარწმუნებული, რომ ჩემი ბრალია უშვილობა და არა თავისი-მეთქი. ეს აზრი ისე ჩამეჭედა ტვინში, იქით გადავედი შეტევაზე – გაიკეთე ანალიზები, თორემ სკანდალით გაგეყრები-მეთქი. არ ვიცი, რამ იმოქმედა: ჩემმა ისტერიკამ, გაყრის შესაძლებლობამ, მოსალოდნელმა სკანდალმა თუ დაინტერესებამ იმით, მართლაც თვითონ ხომ არ იყო უშვილო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა თავის ერთ-ერთ ძმაკაცს და ანალიზებზე წაყოლა სთხოვა. პასუხები ერთი კვირის შემდეგ აიღო და უნდა გენახათ მისი სახე, სახლში რომ დაბრუნდა – აღმოჩნდა, რომ ტყუილად არ გადავკიდებივარ, დიმა იყო უშვილო და არა მე. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ იმდენად წესიერი ადამიანია, რომ არ დამიმალა და მითხრა, მერე კი ბოდიშები მიხადა და პატიებაც მთხოვა. მე, რა თქმა უნდა, ვაპატიე და შევრიგდით კიდეც, მაგრამ დედამთილმა ვერ გადაიტანა და ჯერ ის „უვიცი“ ექიმები ლანძღა და თათხა, ვინც ანალიზები გაუკეთა მის შვილს, მერე კი მე დამაბრალა – ექიმებს შეეკრა, რომ ჩემი შვილი დაემცირებინა და თავისი ბერწობა დაეფარაო. მაგრამ მე მისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება, ჩემი ქმარი დავითანხმე, რომ ერთ ძალიან ცნობილ ექიმთან წამომყოლოდა სამკურნალოდ. ერთწლიანი მკურნალობის კურსმა შედეგი გამოიღო – მკურნალობის დასრულებიდან ორ თვეში დავორსულდი და ახალ წელს დედა გავხდები. სასწაულია, აბა რა არის?! ჩვენი ახლობლები ჭკუაზე არ არიან სიხარულით. ერთადერთი, ჩემი დედამთილია დაეჭვებული. ვერ ვიტყვი, რომ სწყინს-მეთქი, მაგრამ, ისე უკვირს, მე მგონი, ახლა რამე ჯადოქრობას დამაბრალებს, თუმცა ეგეც აღარ მადარდებს. დარწმუნებული ვარ, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი რომ ეყოლება, ყველანაირი სიავე გაუვლის და ყველაზე კარგი ბებია იქნება.
მაცაცო, 32 წლის.

скачать dle 11.3