კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ აუცილებელი და სასარგებლო



ახალ წელს სუფთა გულითა და სუფთა გონებით უნდა შეხვდეთ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ნეგატივისგან გათავისუფლდეთ და ახალ წელს გაიყოლოთ მხოლოდ აუცილებელი და საჭირო. ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გჭირდებათ? – აბა, კარგად დაუკვირდით და მეტი ყურადღება მოიკრიბეთ: რა უთხარით საკუთარ თავს შარშან, ზუსტად ამ დროს? როგორ გინდოდათ, ცხოვრება შეგეცვალათ? რას იტყვით, გამოგივიდათ ყოველივე? შეიძლება, მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ არც ისე წარმატებული წელი გქონიათ. მაგრამ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ახალი წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება, თუკი, რა თქმა უნდა, თავად მოისურვებთ ამას.
ჯერ გადახედეთ იმ გეგმებს, რომლებიც შარშან დასახეთ. რა დაგრჩათ განსახორციელებელი და ღირს კიდევ მისთვის წვალება? იქნებ ახალ წელს ახალი და პრიორიტეტული გეგმები გაქვთ? წელს მაინც ნუ დაგავიწყდებათ მთავარი პირობა: ჩვენ ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებთ მაშინ, როცა არ ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. ამიტომ, სულ გვგონია, რომ ჩვენი ბედნიერი დღე დადგება ოდესღაც, რომელიღაც დროს, მომავალში. ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ვკარგავთ ყოველდღიური სიხარულის განცდას.
გააკეთეთ გასული წლის ანალიზი – გააკეთეთ ეს თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. რა გინდოდათ და რა ვერ გააკეთეთ. რამ შეგიშალათ ხელი... აუცილებელია, აღმოაჩინოთ მიზეზები, რაც აფერხებდა თქვენს წინსვლას. გაიხსენეთ შეცდომები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობაში დაუშვით. გათავისუფლდით წყენისა და ბოღმისგან. შეიძლება, მართლაც უსამართლოდ გაწყენინეს, მაგრამ მთავარი თქვენი კარგად ყოფნაა. ის ადამიანებიც ძველ წელიწადში დატოვეთ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ, გული გატკინათ. განახლებული გულითა და გონებით ბედნიერებას უფრო ადვილად შეწვდებით.

ყველაზე
ტრადიციული

როგორ გგონიათ, ქალი უფრო ტრადიციულია თუ მამაკაცი? დაფიქრდით და მიხვდებით – დიახ, რა თქმა უნდა, ქალი. მას ამას ოჯახი და გარემო აიძულებს. რაც უნდა ვთქვათ, ახალი წელი ყველაზე ოჯახური დღესასწაულია. შესაბამისად, ის ტრადიციების გარეშე ვერ ჩაივლის. მაგრამ, საჭირო არ არის სხვისი ტრადიციებით იცხოვრო და იდღესასწაულო. ძალიან კარგი იქნება, თუ წელს მაინც მოიფიქრებთ თქვენთვის პირადი ტრადიციის შექმნას... მაინცდამაინც კერძზე ნუ იფიქრებთ და „ოლივიეზე“, რომლის გარეშეც, ბევრს ახალი წელი ვერ წარმოუდგენია.
საერთოდაც, რა დგას ტრადიციებს მიღმა?! მხოლოდ ჩვეულება?! რა თქმა უნდა, არა! ყველაფერი ძალიან მჭიდრო კავშირშია ჩვენს ბავშვობისდროინდელ ემოციებთან. ისინი ისეთი კაშკაშა და მძაფრია, რომ ვერაფრით დაიჩრდილა. აი, რატომ ველოდებით ყოველ ახალ წელს რაღაც ახალს – ისეთს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაგვახსომებს თავს. ხელი თქვენ უნდა შეუწყოთ იმას, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ პოზიტივი გახსოვდეთ. ახალ წელს აუცილებლად მოხდება სასწაული – ჯადოქარი ციდან არ ჩამოფრინდება, მაგრამ იყავით თქვენი ახლობლებისა და საკუთარი თავის ჯადოქარი.
საჩუქრებს იყიდით, საახალწლო გირლიანდაზე სანთლებს აანთებთ თუ ნაძვის ხეს მორთავთ – ყოველთვის იფიქრეთ – სასწაული არსებობს და ის აუცილებლად მოხდება თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის!

მთავარი და
 სასიამოვნო
 რჩევები

ამბობენ, ისეთი წელი გექნება, როგორც ახალ წელს შეხვდებიო – რეალობა კი მოწმობს: ისეთი ახალი წელი გექნება, როგორც მოემზადები მის შესახვედრად. ამიტომ, რამდენიმე სასარგებლო რჩევა, მით უფრო სასიამოვნო, ნამდვილად არ გაწყენთ.
1. დაადგინეთ ბიუჯეტი წინასწარ და ნახეთ, რამდენი დაგეხარჯებათ დღესასწაულზე. მასში შესული უნდა იყოს საჩუქრებისთვის გათვალისწინებული ხარჯებიც. მით უმეტეს, რომ ეს ყველაზე სასიამოვნო ხარჯია.
2. ჩამოწერეთ აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების სია. ეს საჭიროა, თუ ვალებსაც მიუწერთ, მით უკეთესი. ნუ დაგეზარებათ. ამას ის დადებითი მხარეც აქვს, რომ გადაგაჩვევთ ხვალისთვის საქმის გადადებას. ჩვეულებრივ, ასეთი „ხვალ“ ხომ უსასრულოდ ბევრი გროვდება.
3. წინასწარ ნუ ინერვიულებთ იმაზე, იდეალურად გამოგივათ თუ არა ყველაფერი. რაც მეტს ინერვიულებთ, მით ნაკლებპროდუქტიული იქნებით. ნურავის მიბაძავთ. იმოქმედეთ საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით. დაფიქრდით და გულახდილი პასუხი მიიღეთ კითხვაზე: რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ახალ წელს: პროდუქტით გაძეძგილი სუფრა თუ ლამაზად მორთული სახლი, ნაძვის ხე და საჩუქრები. როცა ამას გადაწყვეტთ და აღარ ეცდებით, თავი მოიტყუოთ, მაშინ ყველაფერი იდეალურად გამოვა.
4. გახსოვდეთ, ახალი წელი თქვენი და თქოვენი ოჯახის პირადი ინტიმური დღესასწაულია. ამიტომ, ისეთი უნდა იყოს, როგორიც მხოლოდ თქვენ გაგიხარდებათ და გესიამოვნებათ. სხვა რას აკეთებს და როგორ აკეთებს, ეს არ უნდა გაინტერესებდეთ. სხვას სხვანაირი ახალი წელი ექნება და ასეც უნდა იყოს.

არ დააგვიანო...
საახალწლოდ

ვერც წელს მოახერხეთ, შეგეცვალათ სიტუაცია? არ იდარდოთ – მომავალ წელს ამას შეძლებთ, თუკი შეცვლით თქვენს შეხედულებას ამ კონკრეტულ სიტუაციაზე. მთავარია, არ დააგვიანოთ საახალწლოდ „განწყობა“ ახალ „ღერძზე“ ან, თუნდაც, მოტორზე. მაგალითად, ისწავლეთ, როგორ იპოვოთ პოზიტივი იქ, სადაც ერთი შეხედვით მხოლოდ ნეგატივი მოჩანს.
არ დააგვიანოთ, გადაწყვიტოთ, რა იქნება თქვენი მიზანი მომავალ წელს. ოღონდ, ეს მიზეზი კონკრეტული და ხელშესახები უნდა იყოს.
ნუ დაკარგავთ დროს და ნერვებს იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომლის დაძლევაც თქვენს შესაძლებლობებს აშკარად აღემატება.
არ დაგავიწყდეთ, გახდეთ აქტიური წინასაახალწლო დღეებში. მით უმეტეს, თუ ახალ წლამდე ერთი კვირა დარჩა. იმოქმედეთ ისე, რომ ყოველმა დღემ მიზანთან მიგაახლოვოთ – ანუ, შეძლოთ ამ დღეს კარგად ორგანიზებული, მხიარული და პოზიტიური დღესასწაული გქონდეთ. მთელი წელიც ზუსტად ასეთი გექნებათ.
თუ თქვენთვის ახალი წელი მანდარინისა და შოკოლადის სუნს უკავშირდება, არ დაგავიწყდეთ, ამ ორი აუცილებელი ატრიბუტის ყიდვა და საერთოდ, არ დაგავიწყდეთ არაფერი იქიდან, რაც გაბედნიერებთ.

скачать dle 11.3