კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოაქვს ახალი წლის არასწორად აღნიშვნას იმედგაცრუება და როგორ შეიჭრა მართლმადიდებლურ ეკლესიაში წარმართული ელემენტები

„სამწუხაროდ, მართლმადიდებლობაში კარგად არის შერეული წარმართული ჩვევები. ბევრს ჰგონია, რომ ეკლესიის წეს-ჩვეულებებს აღასრულებს, ამ დროს კი წარმართობაშია. როცა შენი ცნობიერება ჩართულია წარმართულ აზროვნებაში, რაღაცას აკეთებ და არ იცი, ამას რატომ აკეთებ, ფაქტობრივად, ქრისტიანი-წარმართი ხარ“ – ეს ყველაფერი განსაკუთრებით ახალი წლის აღნიშვნისას შეინიშნება. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და როგორ არ უნდა დაგვავიწყდეს მაცხოვრის შობის ხსოვნა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 – წარმართული ელემენეტები ძალიან შემოიჭრა ეკლესიაშიც, თან, იმდენად, რომ გვიჭირს მისი განცალკევება და მრევლისთვის ახსნა. ბევრი ამბობს, ვიცი, რომ ეს ასე არ არისო, მაგრამ, იმდენად აქვს წარმართობა ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ ვეღარ ერევა მას. ჩვენც, სასულიერო პირები, როდესაც ქრისტიანს რაღაცაზე ვეუბნებით, რომ ეს არ შეიძლება, ისიც უნდა ავუხსნათ, რატომ არ შეიძლება, რა არის ხალხური ტრადიცია და რა – ეკლესიური. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, ეს ტრადიციები მამა-პაპამ დაგვიტოვაო. კი უნდა მივაგოთ მათ პატივი, მაგრამ, ჩვენთვის ჯერ არის იესო ქრისტეს მაცხონებელი სწავლება და შემდეგ – სხვა დანარჩენი. როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ბევრი წარმართული ტრადიცია იყო, რაც ხალხურ სიმღერებშიც კარგად არის შემორჩენილი.
– ჩვენი წარმართობა, დღესასწაულებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და არასწორი დამოკიდებულება ხშირად სწორედ ახალი წლის პერიოდში იგრძნობა. ამ დღეს ბევრ ტრადიციას ვიცავთ, რომელთა წარმომავლობა ხშირად არც ვიცით; გარდა ამისა, ეს დღეები მუდმივ ქეიფსა და ზოგჯერ ღრეობაშიც გადადის, მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, იმ პერიოდში მარხვაზე ვიყოთ და მაცხოვრის შობას ველოდებოდეთ.
–  მამაკაცები ხშირად მთელ მარხვას ინახავენ და, მერე, აღდგომის თუ შობის ღამეს ან გიორგობას ისე დათვრებიან, ისე იჩხუბებენ, რომ ერთ საათში კარგავენ მარხვაში მიღებულ მადლს. ამიტომ, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ კრძალავს ეკლესია ღრეობებს, საკლავის დაკვლას. დღესასწაულზე გამართული სუფრები შემდეგ ღრეობებში გადაიზრდება ხოლმე, სამწუხაროდ, მერე ეს ყველაფერი  ტრაგედიის წყაროდ იქცევა და, ამბობენ, ღმერთმა დასაჯაო. ღმერთი არ სჯის; შენ რომ ნასვამი ჯდები საჭესთან და ვერ იყურები თვალებიდან, ღმერთი რა შუაშია? შენი უგუნურებით ისჯები, თავად ისჯის ადამიანი თავს. ახლა უკვე იმის თქმა, რომ „არცოდნა არცოდვაა“, არ გვეპატიება, რადგან, უცოდინარობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად მიიჩნევა, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ, არ ცდილობს, დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. რაც შეეხება ახალ წელს, კალენდარული ახალი წელი ამჟამად 1 იანვარს იზეიმება, მაგრამ, იყო დრო, როდესაც მას ზეიმობდნენ აგვისტოში, სექტემბერში, მარტში, რასაც განაჩინებდა ესა თუ ის საერო ხელისუფლება და მას ეკლესიურ დღესასწაულებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ზეიმობს ახალ წელს, მოლოდინშია, სიხარულს განიცდის, ბუნებრივია, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ეკლესიას არაფერი აქვს. ჩვენ შეგვიძლია, თან მარხვა დავიცვათ, თან საერო კალენდრით ვიზეიმოთ ახალი წელი. ადამიანებს სწამთ, რომ ახალი წელი მათ ბედნიერებას მოუტანს, უბრალოდ, ვეტყვი, რომ, თუ გინდა, შენთვის ახალი წელი გასულ წელზე უკეთესი იყოს, მაშინ, უკეთესად იცხოვრე, იშრომე, ილოცე, იმაზე უფრო კარგი ადამიანი გახდი, ვიდრე გასულ წელს იყავი. კარგად გააანალიზე, რა შეცდომები დაუშვი წინა წელს, რა ვერ გამოასწორე, რისი გაკეთება ვერ მოასწარი, რა ვერ შექმენი უკეთესად და, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, მომავალი წელი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელიწადი იყო. ახალ წელს არ უნდა შევხვდეთ იმ იმედით, რომ, რაც უფრო მეტ სასმელს დავლევთ, რაც უფრო მეტ ნუგბარ კერძს მივირთმევთ, ბევრ ტყვიას გავისვრით ჰაერში, ბევრს ვიხმაურებთ და მხიარულებაში გავატარებთ ახალ წელს, მით უფრო კარგად იქნება  ყველაფერი. თუ შეიძლება, რომ ეს წელი ბედნიერების იყოს, რატომ არ შეიძლება, მომდევნო წელმაც ბედნიერება მოგვიტანოს?! როგორ შეიძლება, ერთი წელი ბედნიერების იყოს, მეორე – უბედურების; ერთი – მშვიდობიანობის, მეორე – ომიანობის; ერთი – ნაყოფიერების, მეორე – უნაყოფობის?! დაიმახსოვრეთ ყველამ, რომ ეს ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული: თუ ადამიანები იშრომებენ, ილოცებენ, მაშინ წელი ნაყოფიერი იქნება, მაგრამ, თუ არ ილოცებენ, გულზე ხელს დაიკრეფენ, არ ეყვარებათ ერთმანეთი, არ იქნებიან ღვაწლში, მოსაგრეობაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ის წელი ვერ იქნება კარგი. არ შეიძლება, ჩვენ გარეშე, ავტომატურად, ქვეცნობიერად, რაღაცა ძალების მიერ იყოს ყველაფერი კარგად ან ცუდად – ეს არასწორი სარწმუნოებაა. ქრისტიანობაში არსებობს სამი მთავარი სათნოება: რწმენა, იმედი, სიყვარული. იმედი არის მეორე და არა პირველი. თუ ადამიანს რწმენა არ აქვს, მისი იმედი იქნება შემარცხვენელი, ადამიანზე დამყარებული. ხოლო იერემია წინასწარმეტყველი ბრძანებს: „წყეულიმც იყოს კაცთა მოიმედე!“ ანუ, თუ ჩვენ გვეგონება, რომ რომელიღაცა ცხოველის „სახელობის“ ახალ წელს ახალი ლიდერი გამოჩნდება, ის გვიშველის და ბედნიერები ვიქნებით, ბუნებრივია, იმედგაცრუებული დავრჩებით, რადგან, რწმენა, იმედი და სიყვარულია მთავარი, ხოლო რწმენის გარეშე იმედი, იმედის გარეშე კი – სიყვარული, ბუნებრივია, არაფერს მოგვიტანს და კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება ჩვენს ცხოვრებაში. დამეთანხმებით, რომ ბევრმა ახალმა წელმა გაგვიცრუა იმედი. ამიტომ, დროა, ვისწავლოთ ჭკუა და შევცვალოთ ახალ წელთან დამოკიდებულება. თუ გინდა, რომ წარმატებული იყო და კეთილდღეობა გქონდეს, დაიცავი უფლის სიტყვა, შეგონება და დამიჯერეთ, ეს  წელი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელიწადი იყო.
– ახალი წლის ასე, საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა, ბევრს, რამდენიმე დღეში მაცხოვრის შობის დადგომის მნიშვნელობასაც ავიწყებს.
– ადამიანისთვის მაცხოვრის შობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კალენდარული მარხვის შენახვით, აღსარებითა და ზიარებით, არამედ, მან უნდა იცოდეს დიდი მამა ათანასე ალექსანდრიელის, ათანასე დიდის სიტყვები, სადაც გამოხატულია მაცხოვრის შობის სიღრმისეული შინაარსი: „ღმერთმა ღმერთი ღვთიმშვენიერად შვა, ღმერთი კაც იქმნა, რათა კაცი განეღმრთოს”. მაცხოვრის შობის მთელი შინაარსია გადმოცემული ამ სიტყვებში და არა იმაში, რომ ჩვენ თევზით ვიმარხულებთ თუ  უთევზოდ; პირველ იანვარს თევზს ვიხმევთ თუ არა; ნაძვის ხეს დავდგამთ და თოვლის ბაბუას შევეგებებით თუ უამისოდ შევხვდებით ახალ წელს; მთავარია, როგორაა ჩვენი გული გამზადებული მაცხოვრის შობის მისაღებად. ადამიანში ღვთის სამყოფელი გულია და არა გონება. საკურთხეველი ღვთისა არის გული. ამიტომაც, მთელი მარხვის და არა მხოლოდ მარხვის განმავლობაში ადამიანმა უნდა განიწმიდოს გული და გონება, რომ მასში მაცხოვარი იშვას. ის, რომ მაცხოვარი თავმდაბლობით იშვა ბეთლემში, უბრალო მღვიმეში, მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის გულიც ამ მღვიმესავით დაბინძურებულია გარკვეული ცოდვებით. პირუტყვიც ცოდვის სიმბოლოა. მაცხოვრის შობით უნდა განიწმიდოს ადამიანი და მაცხოვრის შობა უნდა გახდეს მისთვის მაცხოვნებელი.

скачать dle 11.3