კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„ღვთის კაცის გვერდით დაწოლის ღირსი არ ვარ!“
პატრიარქ ეფრემს (სიდამონიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972 წლებში) ყვავილები უყვარდა. როდესაც მას აპატიმრებდნენ, ჩხრეკის დროს – ფულის ძებნისას – მისი ყვავილების ქოთნები დაამსხვრიეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერაფერი იპოვეს. პატრიარქმა ეფრემმა თქვა: „ჩემი და ყვავილების ხვედრი ერთნაირია: ისინი დაამსხვრიეს და მიწაზე დაყარეს, მე კი ციხეში მივყავარ“.
პატრიარქმა ეფრემმა გვიამბო: ერთხელ ის ციხეში მიიყვანეს და, რაკი ყველა ნარი დაკავებული იყო, მეუფე იატაკზე დაწვა. ერთმა მაჰმადიანმა თათარმა ეს რომ დაინახა, თავისი ტახტი დაუთმო. პატრიარქს (იმ დროს – ეპისკოპოსს) შეუთავაზებია: „ადგილი დიდია, ორივე დავეტევით“, მაგრამ თათარს უთქვამს: „არა, მე ღვთის კაცის გვერდით დაწოლის ღირსი არა ვარ“.
პატრიარქ ეფრემის რეზიდენციის მახლობლად ხეს ხერხავდნენ. ის გარეთ გამოვიდა და მიუთითა, როგორ უნდა გადაეხერხათ, რომ ხის ტანს დაცემისას არაფერი დაეზიანებინა. „უწმიდესო, თქვენ საიდან იცით ჩვენი საქმე?“ – ჰკითხეს მუშებმა. „ექვსი წლის განმავლობაში ხე-ტყის ხერხვაზე ვიყავი და როგორ არ მეცოდინება“, – მიუგო პატრიარქმა.
ერთხელ მისმა უწმიდესობამ – ეფრემმა დაინახა, რომ მისი რეზიდენციის წინ ეზო დანაგვიანებული იყო. მან ცოცხი აიღო და თვითონ შეუდგა ეზოს დასუფთავებას. მონაზონმა, რომელსაც ეს ევალებოდა, სასწრაფოდ მიირბინა და ცოცხის გამორთმევა სცადა, მაგრამ პატრიარქი არ აძლევდა. მაშინ მონაზონი ხმამაღლა ატირდა, მის წინაშე მუხლი მოიყარა და პატრიარქმა ცოცხი მისცა.
ერთი ეკლესიის მრევლი პატრიარქ ეფრემს ეწვია და მღვდლის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. საღამოს ლოცვაზე პატრიარქი იმ ეკლესიაში მივიდა და კართან დადგა. მსახურება რომ დასრულდა, უწმიდესი ამბიონზე ავიდა და თქვა: „მე მინდა, რომ აბრეშუმის პერანგი მქონდეს, მაგრამ, ფული არ მაქვს, ვერ ვყიდულობ და ამიტომ უბრალოს, ჩითისას ვჯერდები. თქვენ უცოდველი მღვდელი გინდათ, მე კი ასეთი არ მყავს. ჩვენს ტაძრებში იგალობება: „უფალო, შემიწყალენ“, ეს კი სავსებით საკმარისია თქვენი ცხონებისათვის“, – და ტაძრიდან გავიდა.
პატრიარქმა ეფრემმა ერთი მღვდელმონაზვნის ქადაგება რომ მოისმინა, მას უთხრა: „შენ გამართულად და დალაგებულად საუბრობ, მაგრამ, შენს ადგილას, მღვდელმთავრის თანდასწრებით მე ამდენს არ ვილაპარაკებდი“.
პატრიარქმა ეფრემმა ერთ მღვდელ-მონაზონს უთხრა: „იღუმენიას მრავალწლიანი სულიერი გამოცდილებით ნათქვამ რამდენიმე სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე შენს ქადაგებებს“.
პატრიარქი ეფრემი ამბობდა: „თუ ორი კაციდან ერთ-ერთი მაინც არის გონიერი, ისინი არ იკამათებენ“. მიტევების კვირას მან მღვდლებს უთხრა: „ეამბორეთ ეპატრაქილსა და ტრაპეზს, ეამბორეთ ერთიმეორეს, თქვენი სიყვარულით გაათბეთ ერთმანეთი“.
ერთხელ პატრიარქი ეფრემი სანკტ-პეტერბურგში (იმ დროს – ლენინგრადში) იყო და ლიტურგიას აღასრულებდა. დიდი გამოსვლის დროს ერთმა ეპისკოპოსმა ის მოიხსენია როგორც „პატრიარქი ყოველთა ქართველთა და სომეხთა“. პატრიარქი, თითქოს საპასუხო მოხსენიებისთვის, მისკენ მიბრუნდა და ჩუმად თქვა: – „ერეტიკოსი თვითონ ხარ,“ – და მსახურება გააგრძელა.
მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთ კონფერენციაზე პატრიარქ ეფრემს სიტყვის წარმოთქმა სთხოვეს. ის ტრიბუნაზე ავიდა და პირველ რიგში მჯდარ ამერიკელს ჰკითხა: „აი, შენ ამერიკელი ხარ, ომი გინდა?“. მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, არ მინდა“. „მეც არ მინდა ომი“, – დასძინა პატრიარქმა და ტრიბუნიდან ჩამოვიდა. ეს იყო ყველაზე მოკლე გამოსვლა, მაგრამ მან ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

скачать dle 11.3