კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მოითხოვს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმების სანაცვლოდ და რატომ არ დაასწრო რუსეთმა ევროკავშირს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება

ევროკავშირმა, როგორც იქნა, მიიღო ჩვენთვის დიდი ხნის ნანატრი პოლიტიკური გადაწყვეტილება და უვიზო მიმოსვლა გვაღირსა (მხოლოდ ფორმალური პროცედურებია გასავლელი). ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე კი რფ-ის პრეზიდენტი დაგვპირდა (თუ კარგად მოიქცევითო) უვიზო რეჟიმის დაწესებას (დიდი ალბათობით, რფ-ის პრეზიდენტი მოვლენებს ჩაჰყვა). თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს მაინცდამაინც დიდი რეაქცია არც ევროასოცირებაზე გამოუხატავს და, მით უფრო, არც საქართველოში „ნატოს“ საწვრთნელი ბაზის გახსნაზე, სავარაუდოა, რომ ევროკავშირ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასაც გადაიტანს. თუმცა ფაქტია, რომ რუსეთისთვის ეს უსიამოვნო პრეცედენტია, უპირველესად, კავკასიელების თვალში (როგორც ჩრდილოელი, ისე სამხრეთელი), რადგან საქართველო ისევ რუსეთის გავლენისგან გაქცეულების ავანგარდშია. რუს პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვთან ერთად მიმოვიხილავთ რუსული რეაქციის მოტივაციას.

 – რუსეთმა ძალიან რბილად ირეაგირა საქართველოს ევროასოცირებაზე, თუმცა უკრაინაში, რაც მოხდა ამის გამო, ვიცით; ასევე, თითქმის ურეაქციოდ გაატარა თბილისში „ნატოს“ საწვრთნელი ბაზის გახსნა. ახლა ჩვენ მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებაც. რა „ზაგატოვკები“ აქვს მოსკოვს თუ ახლა უბრალოდ, არ სცალია საქართველოსთვის?
– რატომ? უკვე ითქვა, რომ რუსეთი მზადაა, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი. თანაც, ამ თემაზე ფიქრი კარგა ხანია, დაწყებულია. ორი წლის წინათ, 19 დეკემბერს, დიდ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ეს საკითხი ითხოვს საექსპერტო შესწავლას. პრობლემა ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ საკითხს ახმოვანებს, მაგრამ ვინც რეალურად უნდა შეასრულოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ის ამოდის სუფთა ნორმატიული ურთიერთობიდან და ვისთანაც არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მასთან სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებ.
– მაგრამ საქართველომ, თან, როდესაც მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, ხომ გააუქმა ცალმხრივად 2011 წელს რუსეთთან სავიზო მიმოსვლა?
– მე ახლა ვლაპარაკობ რუსულ მხარეზე, თორემ ქართულმა მხარემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა: ჯერ ჩრდილოკავკასიელებისთვის გააუქმეს ვიზები, შემდეგ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის. მე მგონია, რომ, თუმცა ევროკავშირმა გააკეთა განცხადება, მაგრამ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას სჭირდება პროცედურა.
– მაგრამ ეს უკვე საკითხის ტექნიკური მხარეა, რაც მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია.
– მაგრამ ტექნიკურ მომენტებს სჭირდება დრო. თუმცა მე არ მგონია, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება გამოიწვევს ქართველების ნაკადის გადინებას ევროკავშირში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს რაღაც რეალური ნაბიჯია, იმიტომ რომ, აქამდე „ნატო“ და ევროკავშირი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებებით, კონკრეტულ ნაბიჯებს კი არ დგამდნენ, ეს კი უკვე კონკრეტული ქმედებაა. რატომ არ აქვს ამაზე დიდი რეაქცია რუსეთს? რაც შეეხება ევროასოციაციას, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორიც რუსეთისა და უკრაინის. მეორეც –  მოსკოვს არ აქვს ისეთი პროექტი, რომელსაც შესთავაზებდა საქართველოს და საქართველო იტყოდა, დამთავრდა, ხვალიდან ჩვენ „ნატოსთან“ აღარ ვმეგობრობთო.
– არ აქვს? არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია მოსკოვს?
– შეუძლია მხოლოდ ჰიპოთეტურად. როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, ხშირად მეკითხებიან, მოსკოვს არ შეუძლია, უკან წაიღოს თავისი აღიარება? აქ რამდენიმე მომენტია: როდესაც ჯერ აღიარებ და მერე უკან მიგაქვს ეს აღიარება, ესე იგი, არასერიოზულად იქცევი და ამის შემდეგ, არც თუ მრავალრიცხოვანი მოკავშირეებიდან, ვინღა დაგიჭერს მხარს?! ამასთან, ეს ორი ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკა უსულო საგანი არ არის, რომ ვიღაცამ ვიღაცას გადაულოცოს. მესამეც –  ვთქვათ, რუსეთი შეეცადა, გადახედოს თავის აღიარებას, რას მიიღებს სანაცვლოდ?
– რა თქმა უნდა, ეს მოლაპარკების საგანია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოსებისა და აფხაზების ბედნიერებისა და თავისუფლებისმოყვარეობის გამო აღიარა. აღიარა, რათა შემდეგ უკეთესი პოზიცია ჰქონოდა პოლიტიკური ვაჭრობისთვის და არა მხოლოდ საქართველოსთან. კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებაში ქართული მხარე პასიურობს თუ რუსული?
– არ მგონია, რომ ამ მომენტში შესაძლებელი იყოს გამოსავლის მოძებნა, რადგან ამას ხელს უშლის ორივე მხრიდან არსებული წინაპირობები. ამდენად, ვერ ვხედავ გადამწყვეტ მიმართულებას, რომ რაღაც გარიგება მოხდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან უამრავი გამოწვევაა დღეს, რაც მხარეებს აახლოებს. როდესაც ჩვენთან ამბობენ, რომ საქართველო საბოლოოდაა დაკარგული, მე არ ვეთანხმები. საჭიროა მუშაობა და საკუთარი წარმატებების ისტორიის შექმნა: მათ შორის, ვიზების გაუქმების დასწრებაც შეიძლებოდა.
– როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ვიზებს გავაუქმებთო, მგონია, მან იცოდა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ. თუ რატომ გააკეთა ეს რევერანსი?
– ეს განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა, თორემ მაშინ ამას იტყობდნენ ერთი წლის წინათ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს რეაქცია ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
– ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხშიც საქართველო ისევ ავანგარდშია. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოკავკასიელებზე?
– პოსტსაბჭოთა სივრცის მცხოვრებლები პრაგმატულად უყურებენ, მოვლენებს: შეხედავენ, რა შედეგი ექნებათ. ჯერჯერობით ეს განყენებული საკითხია. ჩრდილოკავკასიელები, უპირველესად, თავს აღიქვამენ რუსეთის მოქალაქეებად.
– მესმის, მაგრამ ისინი მაინც კავკასიელები არიან, ისევე, როგორც ჩვენ, ქართველები.
– ინტერესი, რა თქმა უნდა, იქნება, ეს ინფორმაცია გავრცელდება, ამ ამბავს შეისწავლიან. როგორც ლეონიდ ილიჩი ამბობდა, იქნება პური, იქნება სიმღერაც. თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ექნება შედეგი…
– გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, იმ წრეში, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელები გაცილებით კეთილგანწყობილები არიან ამ სიახლისადმი. გვილოცავენ, უხარიათ, განსხვავებით რუსეთის მოქალაქე ეთნიკური რუსებისგან, რომლებიც ან გვლანძღავენ, ან გვაშინებენ, რომ უვიზო მიმოსვლა უბედურების მეტს არაფერს მოგვიტანს. ამ რეაქციის სხვადასხვაობას რით ახსნით?
– თქვენ, ალბათ, ურთიერთობა გაქვთ უფრო თანამოაზრეებთან, სხვა წრეებში სხვა აზრები იქნება. რაც შეეხება ობივატელებს: მგონია, მათ ნათლად არ წარმოუდგენიათ რეალური სურათი. ჩრდილოკავკასიელები უფრო ახლოს არიან თქვენთან, მეზობლად, ჰყავთ ნაცნობები, ჩამოდიან. აგრესია უფრო „ნატოს“ საკითხზეა, უფრო ზუსტად, ეს თავდაცვითი რეაქციაა. არ მგონია, რომ ევროკავშირთან სავიზო საკითხი დისკუსიის თემა იყოს.
– მეც ამიტომ გამიკვირდა, ან გაჩუმებულიყვნენ, ან მოელოცათ. თავის პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ორჯერ ახსენა საქართველო, პირველად, რომ, თურმე, ჩვენ უნდა მოველაპარაკოთ ჩვენს ოს და აფხაზ სეპარატისტებს, თითქოს რუსეთი არ იყოს მათი მხარდამჭერი და შემაგულიანებელი; და მეორედ –  სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ვართ მზადო. როგორ უნდა გავიგოთ ეს მესიჯები, თუ უბრალოდ, ეს სიტყვებია სიტყვებისთვის?
– აქ არანაირი სიახლე არ ყოფილა. ის, რომ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ პრობლემა დიალოგით უნდა გადაიჭრას, არაერთხელ თქმულა. ეს რუსეთის დიდი ხნის მოთხოვნაა და კარასინსაც მრავალჯერ უთქვამს, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს თავდაუსხმელობის შეთანხმებას აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“, სადაც რუსეთი არ იგულისხმება. როდესაც პუტინს მრავალგზის ეკითხებოდნენ „იუჟნაია ოსეტიის“ მიერთებაზე, მას მრავალგზის უპასუხია, რომ ეს არის ოსების გადასაწყვეტი.
– გულწრფელად მითხარით, თქვენ გჯერათ, რომ სამხრეთელი ოსები თუ აფხაზები თავისით იღებენ გადაწყვეტილებებს, მიუერთდნენ თუ არა რუსეთს, იყვნენ თუ არა დამოუკიდებლები და ასე შემდეგ?
– ვინმეს მოსწონს თუ არა, ეს არის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკები. სამხრეთელ ოსებს უფრო მეტი ნება აქვთ, რომ შეუერთდნენ რუსეთს, მაგრამ არაერთხელ თქმულა ოფიციალურ დონეზე, რომ ეს მოსკოვისთვის არ არის აქტუალური და ეს საკითხი არ განიხილება. მოსკოვს რომ ეს უნდოდეს, ალბათ, მიიერთებდა. „იუჟნაია ოსეტიის“ შემთხვევაში ეს, მართლაც, დადებითად იმოქმედებდა იქაური მოსახლეობის განწყობაზე.
– მაგრამ რუსეთისთვის იქნება ნეგატიური ცხინვალის რეგიონის მიერთება და ამიტომაც ამბობს უარს, ჩემი აზრით.
– უარს ამბობს იმიტომ, რომ არ არის საამისო მიზეზი. რა საკითხები გადაწყდება მიერთებით? პრესტიჟის –  არა, მაგრამ დამატებითი სანქციები შეიძლება, მივიღოთ და გართულებები. თან, „იუჟნაია ოსეტია“ ისედაც რუსეთის ორბიტაზეა.
– ანუ რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს და არ სჭირდება მისი მიერთება.
– ასეც შეიძლება, ითქვას. რაც შეეხება აფხაზეთს: იქ რუსეთთან მიერთების სურვილი არ აქვთ.
– არც მალავენ, რომ მათ მხოლოდ რუსეთის ფული უნდათ.
– ყველას თავისი ინტერესი აქვს: ფული, უსაფრთხოების გარანტია, თვითგამორკვევა, მაგრამ მოსკოვს არ აქვს ფედერაციის სუბიექტების გაზრდის სურვილი. მიზნად რომ დაესახა, ალბათ, მიაღწევდა კიდეც, მაგრამ რისთვის?!
– ქართული ხაჭაპურებით რატომ გაუმასპინძლდა რუსეთის პრეზიდენტი სტუმრებს? როგორ გავიგოთ ეს ჟესტი: რომ კრემლში უყვართ ხაჭაპური, მაგრამ არ უყვართ ხაჭაპურის შემქმნელები?
– არა, შემქმნელებიც უყვართ… საქმე ისაა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვართ სხვადასხვა მხარეს და სხვადასხვა პოლიტიკური მენიუ გვაქვს, რაც გვაღიზიანებს, თორემ ჩვენ შორის ეგზისტენციური პრობლემა არ არის.
– მაინც რას ნიშნავდა?
– მე კი ასეთი ეთნიკური რამეებისგან თავს შევიკავებდი, ეტყობა, ვიღაცამ ზემოთ იფიქრა, რომ მაგარია, თუ  გამოამჟღავნებს ხალხების ყოფის ცოდნას.
– მაშინ ხაბიზგინებით უნდა გამასპინძლებოდნენ სტუმრებს, უფრო ლოგიკური იქნებოდა.
– შეიძლება. მე ღრმად მოფიქრებულ ჟესტად არ შევაფასებდი ამას. ეს ტრადიცია, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდანაა, რომ წარმოაჩენ კავკასიურ ხალხის ყოველდღიურ კულტურას.
– იმდენი კავკასიელი ხალხია რუსეთის შემადგენლობაში და ბოლოს და ბოლოს, სომხეთი თქვენი მოკავშირეა. მაგრამ ჯანდაბას ხაჭაპური. როგორი იქნებოდა რუსეთის მდგომარეობა დღეს, მას რომ თადარიგი დაეჭირა და ახლა საქართველო მისი მოკავშირე ყოფილიყო?
–  რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციები განუზომლად ძლიერი იქნებოდა, განსაკუთრებით, კავკასიაში, თუ საქართველო იქნებოდა მისი მოკავშირე. როდესაც თბილისში ვარ, ხშირად მეუბნებიან, რომ აი, მოსკოვს ჩვენგან უნდა ეს და ეს, მაგრამ ეს ხომ ცალმხრივი საკითხი არ არის?! ურთიერთობა ორმხრივია და პასუხისმგებლობაც ორივე მხარეს აქვს. თუმცა, თუკი საქართველო რუსეთისადმი მეგობრული ქვეყანა იქნებოდა, ბევრი საკითხი გაუმარტივდებოდა რუსეთს კავკასიაში.

скачать dle 11.3