კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პროთეზიანი უკრაინა“

დატოვებს გაღიმებულებს?!

 მართალია, წუთისოფლის ავბედითობის გამო მაშინ ჯერ კიდევ მშობლიურ საქართველოში ვერ მოასწრო „ღიმილიანი საქართველოს“ დასრულება (თუმცა სულ გაღიმებულებს გვტოვებდა), მაგრამ, სამაგიეროდ, ეს ჭია არც აწ უკვე მშობლიურ უკრაინაში ასვენებს.
ჰოდა, რაკი არ ასვენებს, 550 000 კბილის პროთეზიც შეუძენია (რათა უკრაინელ პენსიონერებს დაჭიანებული კბილები დააძრონ და ახალთახალი პროთეზები ჩაუდგან), მაგრამ, ბედის უკუღმართობის გამო, საწყობიდან ვერ გამოუტანია.
ვერ გამოუტანია, რადგან, როგორც ოდესის გუბერნატორმა უკრაინული არხის ეთერში ბრძანა (მომყავს ციტატა), „გაუმართავი კანონის ბრალია, რომ ნაყიდია 550 ათასი კბილის პროთეზი და ის საწყობიდან ვერ გამოგვაქვს იმიტომ, რომ ვიღაცას ამაზე ფულის გაკეთება უნდა. სწორედ ასეთ მანკიერ პრაქტიკას დაუპირსპირდება სრულიად გამჭვირვალე ელექტრონული ტენდერები, პრივატიზაცია.“
მაგრამ, სანამ „ტენდერები და პრივატიზაცია“ დაუპირისპირდება, ერთ დროს და აგერ ახლახან ჩვენს რჩეულს დავით საყვარელიძეს დაავალა, მოაგვაროს ეს საკითხი. ხოლო უკრაინელები დამატებით დააიმედა: „საყვარელიძე დაკავდება იმ ხალხით, რომლებიც ყოველთვის ხელშეუხებლები იყვნენ და გააკონტროლებს საპრივატიზაციო და სხვა სატენდერო პროცესებს (ანუ, ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობა?!).“
მეტიც, უკრაინაში არსებულმა ბიუროკრატიამ და კორუფციამ ისე გამოიყვანა წყობილებიდან ეს ჩვენი ნაპრეზიდენტალი, რომ, ისიც კი ამოათქმევინა, იანუკოვიჩის დროს კორუფცია ნაკლებად ყვაოდაო.
მეტად თუ ნაკლებად, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ ყველაკბილდამძღვრალი პენსიონერებით დაგვირგვინდა, საკითხავი აი, ის არის: შეინარჩუნებენ კი უკრაინელი პენსიონერები კბილებს?! –  თუმცა ისიცაა, დემოკრატია იყოს და, პური უკბილოდაც გადავა ყელში.

скачать dle 11.3