კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძებე ფული

სიყვარულიდან – სიძულვილამდე

 ცნობილია, რომ ოდესის გუბერნატორსა და უკრაინელ ბიზენსმენ იგორ კოლომეისკის შორის შავმა კატამ გაირბინა. თანაც, ისე საფუძვლიანად, რომ ამ უკანასკნელმა იმ პირველს სასამართლოში უჩივლა, რომელმაც მისი სარჩელი დააკმაყოფილა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ სიძულვილსაც წინ სიყვარული უძღოდა. სახელდობრ, თავად ბ-ნი კოლომეისკი ამბობს, რომ 2011 წელს ის და მაშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ერთად მოგზაურობდნენ იახტით.
მომყავს ციტატა: „მას (იგ. მიხეილ სააკაშვილი) ახლდა თავისი ფავორიტი ეკონომიკის მინისტრი“, მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო?! თუ ბიზნესმენს ვერწმუნებით,  ის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩვენო კამპანიასაც აფინანსებდა.
მეტიც, სანამ ოდესაში გუბერნატორის პოსტს ჩაიბარებდა, დნეპროპეტროვსკში იმყოფებოდა (გვაქებდა და გვადიდებდაო), იქიდან კი პოროშენკოს მიაშურა და პალიცის (ოდესის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის) ადგილი მოითხოვაო.
როგორც უნდა ყოფილიყო, იგორ კოლომეისკი ირწმუნება, რომ, თუ ოდესმე სადმე გადააწყდება, სახეს გაულამაზებს (ოღონდ, მართლაც, თუ?!).
ასეა თუ ისე, ამ პოლიტიკამ ისე აურ-დაურია ყველაფერი, რომ, ცნობილი ფრანგული გამონათქვამის – „ეძიე ქალის“ თანამედროვე პერიფრაზია: „ეძებე ფული“. –

скачать dle 11.3