კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იძებნება!!!

ლანგარზე შემოდებულები

 მართალია, ამ ჩვენმა მეზობელმა და ოკუპანტმა რფ-მ, ჯერ იყო და, აგვწაპნა ცხინვალის რეგიონი და ამის შემდგომ – ზედაც, აღიარა, მაგრამ მაინც ორმაგ სტანდარტებს მიჰყო ხელი (იმიტომ რომ, სანქციები მწარეა).
ასე მაგალითად, მეტეოპროგნოზის რუსული საიტის ინგლისურენოვან ვერსიაში აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ საქართველოს ნაწილია, ხოლო იმავე საიტის რუსულენოვან ვერსიაში – „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“.
სულ ახლახან კი ამ ჩვენი „იუჟნაია ოსეტიის“ თვით „პარლამენტის თავმჯდომარის“ „მოადგილე,“ ვინმე დიმიტრი თასოევი დაუკავებიათ რუს მესაზღვრეებს, როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, თვით რუსეთ-„იუჟნაია ოსეტიის“ „საზღვარზე“, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში.
დაკავებულს აუხსნეს, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ცხადია, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით.
ხსენებულ თასოევს ჯიბეში „იუჟნაია ოსეტიის“ პასპორტიც ედო და რუსეთის ფედერაციისაც (მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოადგა არცერთი).
როგორც წყარო იტყობინება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც  „იუჟნაია ოსეტიელებს“ აყოვნებენ რუსი მესაზღვრეები, ცხადია, მათ, ვისაც თბილისი ინტერპოლით ეძებს.
 ჩვენ არ ვიცით, რატომ გაიმეტეს ასე თავიანთი ყურმოჭრილი მოკავშირე, ანუ რატომ დააკავეს ამ ჩვენი ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“ ოსი სეპარატისტების დედა-რუსეთის საზღვარზე, მაგრამ, ის კი ფაქტია, რომ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, არც ისაა გამორიცხული, ერთ დღესაც, ლანგარზე მთელი „იუჟნაია ოსეტიაც“ დაგვიდონ, მთავარი ის იქნება, რის სანაცვლოდ?! –

скачать dle 11.3