კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უმალავს მამას ნინი სუხიტაშვილი და როდის გახდა მის გამო გიორგი სუხიტაშვილი თავდასხმის ობიექტი

მას შემდეგ, რაც ნინი სუხიტაშვილი „ვოისის“ სცენაზე გამოვიდა, არაერთი სიმღერა შეასრულა პროფესიონალურ დონეზე და მის ნიჭიერებაში ალბათ უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. ნინი არა მხოლოდ მუსიკალური ნიჭით, არამედ  არტისტიზმითაც გამოირჩევა. მისი დიდი გულშემატკივრები ძმები არიან, რომელთა აზრს ნინი ყოველთვის ითვალისწინებს. ჩვენს მკითხველს კი შეუძლია, ამ ნიჭიერ გოგონას დაუმესიჯოს ნომერზე: 0903 300 368.
ნინი სუხიტაშვილი: მეგობრები მეხვეწებოდნენ: გადი სადმე, რამე გააკეთე, ამდენი ხანია, არსად გამოსულხარო და, საბოლოოდ, მეგობრების თხოვნა შევასრულე. ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, ზოგჯერ სხვებსაც უნდა დაუჯერო ხოლმე. გიორგისაც და ლევანსაც ვკითხე აზრი. ლევანმა – კიო; გიორგიმ – კარგად დაფიქრდიო.
გიორგი სუხიტაშვილი: გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი დაა და, ზოგადად, არ  ვარ ის ტიპი, ვისაც სხვისი შეცდომები უხარია, ამიტომ, მაქსიმალურად მობილიზებული ვარ ხოლმე. ბოლო ლაივზე ისეთი დაძაბული ვიყავი, ისე ვნერვიულობდი... რომ მორჩა, მერე ამოვისუნთქე. რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას, ზოგადად, მეც და სხვაც დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ. რასაც არასერიოზული დამოკიდებულებით იწყებ, ის აუცილებლად არასერიოზულად დაგიმთავრდება. ნინიმ დაამტკიცა და აჩვენა, რომ, როგორც ვიღაცეებს ჰგონიათ, ხელით არავის მიუყვანია, არავის „სათრევი“ არ არის. აქეთ „გაგვათრევს“ მეც და ლევანსაც; აჩვენა, რომ ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია, გაწონასწორებულია; იცის, რა უნდა აკეთოს. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც აქვს სასწავლი, მაგრამ, ის ძირითადი მასალაა ძალიან კარგი,  რომ საბოლოოდ კარგი პროდუქცია დადგეს, დაღვინდეს.
ნინი: გიორგის აზრი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვეკითხები სიმღერასთან დაკავშირებით – მომიხდება თუ არა, რამდენად კარგია...
გიორგი: პროექტში ისეთი ხალხია მუსიკალური კუთხით, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს კომპეტენციას რაღაცეები მოვაკლო და მინიმალისტურად ვუთხრა რაღაც, რადგან არტისტმა სხვისი თვალითა და ყურით არ უნდა იფიქროს; უფრო მაყურებლის კუთხით შეიძლება ვურჩიო რამე. ქართული სიმღერის შესრულებისას ვურჩიე, რომ ქართულად ემღერა, სიტყვები ქართული ყოფილიყო და, ის მელოდია, რაც დედანშია, მაქსიმალურად შეენარჩუნებინა. ძალიან კარგი გამოვიდა და ანრის ვეთანხმები, რომ აუცილებლად უნდა ჩაიწეროს სტუდიური ვერსია. როცა მე პანჩოს სიმღერა შევასრულე  „ჯეოსტარში“, იყო საუბარი იმაზე, რომ ჩამეწერა, მაგრამ, გადადება-გადადებით არ ჩამიწერია და ამას ძალიან ვნანობ.
– ნინი, გიორგისთან რეპეტიციებს არ გადიხარ?
გიორგი: არა, ერიდება ხოლმე: ამას ასე ვაკეთებ, ამას – ისე. რაღაცას მასმენინებდა და პარალელურად კომენტარებს უკეთებდა: „ცუდი ნამღერი მაქვს, ეს არ მომწონს”...
ნინი: „მიტყდება”, რომ დავდგე და ვუთხრა, შემაფასე-მეთქი. ამიტომ, ვერიდები ხოლმე.
გიორგი: ეს პროექტი რომ მორჩება, მინდა, მცირე ბენდი გავუკეთო, რადგან, სტილისტურად ისეთი კარგი კუთხით წავიდა, რომ, ყველა ასპექტში, როგორც არტისტი, მინდა, ბოლომდე კარგად იყოს „დალაგებული”.
ნინი: მომწონს ეს სტილი, ბოლომდე რომ იყენებ შენს შესაძლებლობებს. არ მინდა, ვინმემ დაიწყოს ჩემი მოსმენა, ყურება და მერე გადართოს, რადგან დაიღალა. ვფიქრობ, ამას შეძლებისდაგვარად ვახერხებ.
გიორგი: სმენა აქვს, მაგრამ ხმა არ უვარგა, ან – პირიქით, – ასეთი რაღაცეები არ უნდა არსებობდეს. პროფესიონალი უნდა იყოს პროფესიონალი; უნდა იყოს უნივერსალი და ყველაფერი უნდა შეეძლოს.
– ნინი არის უნივერსალი?
– კი, როგორ არ არის.
– როგორია შენი ემოციები, როდესაც ნინიზე ამბობენ: სექსი მოდის მისგან, ძალიან ლამაზია, სექსუალურიო?
– მაპატიოს ყველამ და, სექსი ჩვენი თანმდევი ნაწილია. ეს არის კონკურსი, შოუ და, ამიტომ არანაირი რეაქცია არ მაქვს. თუ ვინმეს ზედმეტს შევატყობ, დავულეწავ ფეხებს, თუმცა ჯერჯერობით არავისთვის შემიმჩნევია ასეთი რამ.
– დაგილეწავს ვინმესთვის ფეხები?
– ნინიკოს გამო არა, ისე – კი. რა თქმა უნდა, ნინიკოს შემთხვევაშიც რაღაცაში ჩავრეულვარ, მაგრამ იშვიათად. ჩვენ არ გვაქვს ისეთი დაძმობა: „სად ხარ, 10 საათია, ვისთან ხარ, დამალაპარაკე”... თუ ვიღაც აწუხებს ან რაღაც ზღვარს სცილდება და, უნდა, რომ ჩავერიო, თვითონ მეტყვის და ჩავერევი კიდეც.
– ნინი, რომელი ძმა გაკრიტიკებს უფრო მეტად?
ნინი: ლევანს განსაკუთრებით ვუყვარვარ და, შეიძლება, რაღაც მომენტში უფრო მეტად სუბიექტური იყოს. გიორგი ძალიან კრიტიკულია და, თუ შეგაქო, ესე იგი, მართლა კარგად გამოხვედი, კარგად იმღერე. ჯერჯერობით სერიოზული კრიტიკა არ დამიმსახურებია.
– როგორი რეაქცია გაქვთ იმ მითებზე, რომლებიც თქვენ გარშემო შეიქმნა?
გიორგი: ძალიან არაადეკვატური გახდა ყველაფერი: ადრე მთავრობა მეხმარებოდა, მიშა ლობირებსო და მეცინებოდა; ახლა კი – გარკვეული იყო, რომ ეს გოგო გადავიდოდაო... რადგან ჩემი და იყო, ამიტომ არ უნდა ემღერა? თუ სადმე რამე საეჭვო გაუკეთებია ჩვენი ოჯახის წევრს, რაც ნეპოტიზმსა და „ჩაწყობას” ეხება, შეეხმიანონ ჟურნალისტებს ან გაჩუმდნენ.
– მამა რას ამბობს?
ნინი: მამა ძალიან ბედნიერია, უხარია ყველაფერი, მაგრამ, არ ვაჩვენებთ იმ გვერდს, სადაც კომენტარებს წერენ, თორემ, ერთ ამბავს ატეხს, ჩემს გოგოზე ამას როგორ ამბობთო – ჩვენზე მეტად „გრუზინია“.
გიორგი: მამაჩემმს სამმაგად უხარია, რადგან, მისი გენია. ჩვენ თბილისში არ დავბადებულვართ, არავინ გვყოლია აქ, წამოვედით სოფლიდან და დღეს თითით საჩვენებლები ვართ. არავისზე და არაფერზე არასდროს არ ვყოფილვართ დამოკიდებული, არავის ფული არ მითრევია ზურგით: დაგვიმესიჯეთ. სანამდეც გვეყოფა ეს ნიჭი, მანამდე ვიქნებით.
– ძმებმა არ გაუმხილეთ დას გამარჯვების ფორმულა, საიდუმლო?
– ჩვენი გამარჯვების ფორმულაა „გააკეთე ის, რაც შეგიძლია; არაფერი მოიგონო“.
ნინი: ჩვეულებრივი ამბავია, რაც იცი, ის უნდა აკეთო.
გიორგი: ძალიან მომწონს ნინიკოს შრომისმოყვარეობა, ძალიან მიზანდასახულია. არის რაღაცეები, რაშიც მჯობია, მაგალითად, ბოლოში თუ ბნელა, მე მაინც გავალ, სანამ არ დავრწმუნდები იმაში, რომ ბოლომდე ამოვწურე; ეს კი, თუ ხედავს, რომ ბოლოში ბნელა, სხვა რამეზე გადადის. ეს კარგია, რადგან, ისე აჩქარდა თანამედროვე ცხოვრება, უკვე აღარ გაქვს იმის დრო, რომ ბოლომდე მიიყვანო ყველაფერი. ჯაზ-ვოკალზეც რომ ჩააბარა, ვუთხარი, „საცდელი ვირთხა“ იქნები, რადგან, პირველი წელია-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, დურთა თავი და ბოლოს წამოვიდა. მე მის ადგილზე ბოლომდე გავყვებოდი ან რამეს მოვიგონებდი.
ნინი: თუმცა, არც ეს არის კარგი, მე რომ დავდივარ ხან იქ და ხან აქ.
გიორგი: შენ არ გეშინია სიახლეების, მე კი მეშინია. ალტრუისტი ვარ და ბოლომდე ვიტოვებ ხოლმე იმედს, რომ გამოვა. ხშირ შემთხვევაში გამოსულა, მაგრამ, ასმაგი ენერგია დამჭირვებია.
– მოგეწონა მწვრთნელთან დაკავშირებით ნინის არჩევანი?
– მიუხედავად იმისა, რომ ნოდიკო ჩემთვის უცხო არ არის – ამდენი ხნის მეგობრობა გვაქვს, როდესაც გავიგე, რომ ჟიურიში იყო, რაღაც კომპლექსი ავიკიდე და ამის მერე მისთვის მესიჯიც კი არ მიმიწერია არანაირ თემაზე. ნინისაც ვუთხარი, ვინც პირველი შემოგიტრიალდება, ის აირჩიე-მეთქი. რომ მითხრა, ნუცა ავირჩიეო, პირველად ის ვკითხე, ნოდიკო შემოგიტრიალდა-მეთქი? კიო, მაგრამ ნუცა პირველი შემომიტრიალდაო და ამოვისუნთქე. ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის ვუსურვებდი, მთელი თავდასხმა მოდის ახლა ჩემზე.
ნინი: იმდენ სისულელებს წერენ, რომ მეცინება: რას ჰგავს, ეს გაპუტული ქათამი რომ გადაათრიეს.
გიორგი: უკვე „გაპუტულ ქათამს” ვეძახი. ოპერაციებიანი, სილიკონიანიო და რა სისულელეებს აღარ წერენ. უბრალოდ, არ მინდა, ამან ინერვიულოს.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნინიც ხომ არ გამოჩნდება?
გიორგი: ძალიან მინდა, თან, სამსახიობო გამოცდილებაც აქვს – „ბერიკებში“ დადიოდა, სპექტაკლებში თამაშობდა, თეატრალურშიც დადიოდა. მომავალში, ალბათ, მოუწევს კამერებთან მუშაობა. რაც შეეხება ჩემს გმირს – კობას, მაგარი ტიპია, საოცარი სულიერი სამყარო აქვს. ბოლო სერიალში ისეთი რაღაცეები წამოაძახეს, კობას ბეგრაუნდის შემცხვა – რა კაცია, აბსოლუტურად უთავმოყვარეო.
ნინი: მეც ძალიან მომწონს სცენა და ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება. დიდი სიამოვნებით მივიღებდი გადაღებაში მონაწილეობას, თუკი ვინმე შემომთავაზებს.

скачать dle 11.3