კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იცავდა მამა ბასილ მკალავიშვილს ციხეში და როგორ გადაიტანა მან კლინიკური სიკვდილი

 გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ბასილ მკალავიშვილმა  ცოტა ხნის წინ  ურთულესი ოპერაცია გადაიტანა.  დღეს, უკვე გამოჯანმრთელებული, მაგრამ  შუნტირებული გულით, ძველებურად აღავლენს საეკლესიო რიტუალებს თავის მიერვე აგებულ ტაძარში, რომლის მოწყობაც უკვე მალე დასრულდება. ეს ტაძარი თითქოს ბედისწერად ექცა – აქ დაიწყო მისი ცხოვრების ურთულესი გზა, რომელმაც მამა ბასილ მკალავიშვილს  ციხეც  გამოატარა და უამრავი სხვა განსაცდელიც და რომელთა  წყალობითაც ის წლების განმავლობაში იყო ხმაურიანი ისტორიების მთავარი პერსონაჟი.  

 მამა ბასილ მკალავიშვილი: მას შემდეგ, რაც ურთულესი ოპერაცია გადავიტანე, თავს უკეთესად ვგრძნობ. მადლობა უფალს, რომ ამ ასაკში, ამდენი განსაცდელების შემდეგ, ასეთი მძიმე  ოპერცია გადამატანინა.
– ამბობენ, რომ კლინიკური სიკვდილი   გქონდათ.
– ღმერთმა მაჩვენა კლინიკური სიკვდილი, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ადრეც ბევრი განსაცდელი მქონია, ბევრჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში და ახლაც მართლაც სასწორზე იდო ჩემი სიცოცხლე. ოპერაციის შემდეგ გამიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში და, ბუნებრივია, ნარკოზის ქვეშ ვიყავი. უცებ ბუნდოვნად ჩამესმა ფრაზა: „მამა ბასილი გვიკვდება, ყველა გაიყვანეთ განყოფილებიდან!” – ალბათ, ექიმებს არ უნდოდათ, რომ ჩემი სიკვდილისთვის ხალხს ეყურებინა. ჩემი სული გაშორდა ჩემს სხეულს და ზემოდან დავყურებდი, როგორ იბრძოდნენ ექიმები ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. უცბად დატრიალდა ნიავქარი, რომელსაც ზემოთ ავყავდი და აღმოვჩნდი ჩემი ეკლესიის თავზე, რომელიც დაუმთავრებელი იყო – ისეთი, როგორიც დავტოვე. ტირილი მომეძალა, რომ ჩემი  საქმის გამგრძელებელი არავინ იყო.  უცებ ისევ დატრილდა ნიავქარი, კვლავ ქვემოთ დავეშვი და ჩემი სული შევიდა ჩემს სხეულში. ალბათ, უფალს ვჭირდებოდი რამე საქმისთვის მიწიერ ცხოვრებაში და ცოცხალი იმიტომ დამტოვა. ახლა ვცხოვრობ შუნტირებული გულით.
– როცა ციხეში იჯექით, სხვებისგან განსხვავებულ პირობებში იყავით...
–  მე ვერ მიბედავდნენ ბევრ რამეს, ვერც  ცემას. ქურდები, მაყურებლები, კაი ბიჭები – ყველანი ჩემს მხარეზე იყვნენ. ციხის ადმინისტრაციაც  ჩემკენ  იყო და, თუ  ზემოდან არ ჰქონდათ ბრძანება, ისე არავინ არაფერს მეუბნებოდა.  ახლაც მოდის ის ხალხი ჩემთან, პატარა პურმარილს გავმართავთ ხოლმე და იხსენებენ, ციხეში როგორ ვიყავი, როგორ მიცავდნენ. მეც მამაშვილურად ვექცეოდი მათ – ციხეში  საჭმელს რომ შემომიგზავნიდნენ, გაჭირვებულ პატიმარს ვაძლევდი და მადლიერები არიან ამისთვის. ციხეში ჩავარდნილ კაცს ღმერთი სხვანაირად ახსენდება, ურწმუნო ვინც იყო, ისიც კი, იქ  სხვა გზას ადგებოდა. ახლა რატომ არ აქტიურობთო, რომ მეკითხებით, ამ გულით როგორღა უნდა ვიბრძოლო?
–  ახალი ხელისუფლების პირობებში როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თქვენ მიმართ?
–   როცა მე ობიექტური მიზეზების გამო საპატრიარქოს განვუდექი, ეკლესიის წიაღში იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც ამართლებდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა ამაზე ხმამაღალა საუბარს თავს არიდებდნენ და მე მესმის მათი. ჩემთან ბევრი მოდის და მიდასტურებს, რომ ჩემი ბრძოლა მიზანმიმართული იყო და ისინი სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ მაშინვე არ გამომიცხადეს თანადგომა. მე გაგახსენებთ ხელისუფალთა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იმ წლებიდან მოყოლებული გვებრძოდნენ: საქართელოს დღევანდელი პრეზიდენტი, სოროსის ფონდის დამაარსებელი, ნაციონალი, თვით სოროსის ახლობელი, ქართველებს დებილებად მოგვიხსენიებს; ბერძენიშვილები გვიგინებენ ილიას, აკაკის, ლადო ასათიანს; სანიკიძეს ვერ გაუცნობიერებია, მამათმავლობა ავადმყოფობაა თუ არა; წულუკიანი აცხადებდა, ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვებიაო – აი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე.
მე მართლმადიდებელი მღვდელი ვარ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვამხილო ყველა, ვინც არღვეს ღვთის კანონს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას მაღალი იერარქიის სამღვდელოების წარმომადგენლების შესახებ, ცხოვრების წესი გახდა ასეთი. საზოგადოების უმეტესი ნაწილი მატერიალისტია და ისინი მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობით, ფუფუნებითა და განცხრომით შემოიფარგლებიან. ეს მანია სასულიერო პირებსაც ემართებათ – თვალი გაურბით უზრუნველი ცხოვრებისკენ „ჯიპებზე.” სასულიერო პირი არის ღმერთისა და ხალხის მონა, როგორ შეიძლება, მღვდელი ფუფუნებაში ცხოვრობდეს და  გვერდით ამდენი მშიერი კაცის გაჭირვებას უყურებდეს, რომელიც ნაგვის ყუთში ეძებს საჭმელს. მღვდელი ასეთ მშიერ კაცს  რომ  ჩაუვლის, განსაკუთრებული მანქანით, რომელსაც  განსაკუთრებული ნომრები აქვს, ეს  საშინელებაა.   ასეთი მღვდლები უტეხენ სახელს ყველას. პატივმოყვარეობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, ყველამ იცის, რომ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. მე ისევ გლდანში ვცხოვრობ, ისევ ერთოთახიან ბინაში და ისევ 1982 წელს ნაყიდი „გაზ 24” მყავს. ამ მანქანით ვეზიდები მასალას, ამით დამყავს ხალხი. ეს ხომ ჩემი  აშენებული პირველი ეკლესია არაა, მე სხვა ეკლესიებიც მაქვს აშენებული, სადაც მივდივარ ხოლმე, პარაკლისს ვიხდი. ხალხი მეუბნება, ინტერნეტში ჩანს, როგორ დადიან მღვდლები ქორწილში, თამაშობენ, ცეკვავენ, რესტორნებში გარყვნილ ქალებთან ატარებენ დროს... ასეთი მღვდლები რად უნდა საქართველოს? ამიტომ მოვუწოდებ და შევთხოვ ღმერთს, რომ საქართველოს ჰყავდეს ისეთი პატრიარქი, რომელიც განწმენდს ამ უღირს სამღვდელოებას. მისი უწმიდესობა უკვე დაუძლურდა და ვეღარ მართავს ამ ხალხს. ახლა, დღევანდელი მაფიოზები მღვდლებს დიდ საჩუქრებს რომ უძღვნიან, ეს ხომ არ არის სწორი? იცით, მთავრობამ რატომ დაურიგა ის „ჯიპები” მაღალ სამღვდელოებას? „ჯიპებში” ჩიპები იყო დაყენებული და მათ საუბრებს ისმენდნენ – გაირკვა ეს ამბავი. ამ „ჯიპების” გადაცემას, არ ერჩიათ, ის ფული გაჭირვებული ხალხისთვის დაერიგებინათ? წმიდანების წიგნშია ეს ამბავი: მეძავთა სახლის ერთ-ერთმა უფროსმა თანხა შესწირა ტაძრის მშენებლობას. მღვდელმა სამშენებლო მასალა იყიდა, ააშენა ეკლესია, მაგრამ იმ კედლიდან სიბინძურემ დაიწყო გადმოსვლა და, ვერა და ვერ შეწყდა, სანამ მღვდელმა ის კედელი არ გამოანგრია და ახალი კედელი არ ააშენა. გააჩნია, კაცს როგორ აქვს ნაშოვნი ის ფული, რომელსაც სწირავს ეკლესიას. ვიღაცამ საცოდავ ხალხს მოპაროს და ეკლესიას შესწიროს – რად მინდა ასეთი ფული?!  მე არ მყავს მდიდარი მრევლი, უფრო მეტიც, ღარიბები არიან, მაგრამ, მათ შემოწირულობას სხვა მადლი აქვს. ბიძინა ივანიშვილთან სამჯერ ვიყავით – ბოლნისში მისი კარიერიდან  გვინდოდა მოსაპირკეთებელი ქვის წამოღება. ერთი კვადრატულიც არ შეუწირავს, ჩვეულებრივ ფასად მოგვყიდა.  
   ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ: ცნობილი  ფაქტია, რომ  სტალინმა დიდ პატრიაქრს, კალისტრატე ცინცაძეს, საბჭოთა კავშირში გამოშვებული პირველი „ზიმი” აჩუქა.  კომუნისტების დროს ქვეყნის მმართველისა და პატრიარქის ურთიერთობა გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ეს ფაქტი მთელ მსოფლიოში გახმაურდა.  სამღვდელო პირი წარმართი ადამიანისგან შემოწირულობას არ აიღებს, მაგრამ კალისტრატე იმდენად ჭეშმარიტი პატრიარქი იყო, ის მიხვდა, სტალინი რა სინანულშიც იყო ჩავარდნილი და ამიტომ არ თქვა უარი ამ საჩუქარზე, მოუნანიებელი სტალინისგან ის „ზიმს“ არ აიღებდა. იმის მიუხედავად, რომ სტალინზე უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობს, სიმართლეს ვერ გავექცევით – ეს იყო უდიდესი პიროვნება, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით; ბელადი მიხვდა თავის შეცდომებს,  მიეცა სინანულს, გახდა აღმსარებელი და ეზიარებოდა კიდეც. ამ სასწაულის შემდეგ  მისი მითითებით აშენდა უამარვი ეკლესია-მონასტერი. როდესაც  ღვთის კაცი ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოდან გატანილ ეროვნულ განძს აბრუნებდა, სწორედ სტალინის დახმარებით აღსრულდა ეს საქმე. ჩემი აზრით, ასეთი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ბელადმა  მოინანია. ახლა, როდესაც დიდი ხმაურია ატეხილი მისი ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით,     ერთს ვიტყვი: თქვე დალოცვილნო, საქართველო მოფენილია ღვთისმგმობელი იეღოველთა სექტის სასახლეებით, მეჩეთებით, უამრავი უხამსი შენობით და,  ნუთუ დანაშაულია, სტალინის ძეგლი იდგეს ქვეყანაში? ახლა სწორედ სტალინის ხელია საჭირო, რომ ბევრ რამეს თავისი ადგილი მიეჩინოს, თორემ, დღეს მართლაც დიდი დაპირისპირება და ქაოსია როგორც ქვეყანაში, ასევე საპატრიარქოში. ჩემი ძალიან  დიდი სურვილია, გაერთიანდეს საქართველოს ეკლესია, რომელიც იქნება ფარი და მახვილი ქრისტეს რჯულის დაცვისა და  მისი მცნებების ჭეშმარიტად აღსრულებისა.

скачать dle 11.3