კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე მეტყველებს თქვენი სიცილი

მანერები კარგად ამჟღავნებს ადამიანის ხასიათს. ჩვენ შეიძლება ყურადღებას არ ვაქცევდეთ, მაგრამ, იმას, ვინც ჟესტების ენა იცის, საკმაოდ ბევრ რამეზე მიანიშნებს. წაიკითხეთ ტესტის პირობები – აუცილებლად დაგაინტერესებთ.
* თუ სიცილის დროს ნეკით ეხებით ტუჩებს:
საკუთარი შეხედულებები გაქვთ ცხოვრებაზე. მკაცრად იცავთ ქცევის იმ წესებსა და მანერებს, რომლებიც თავადვე შეიმუშავეთ. ძალიან გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
* თუ სიცილის დროს ხელს ტუჩებზე იფარებთ:
ცოტა მორცხვი ხართ. არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების. აქტიურობას ერიდებით და ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ. როცა გაქებენ, თავს უხერხულად გრძნობთ. ზედმეტად თვითკრიტიკული და მკაცრი ხართ.
* თუ სიცილის დროს თავს უკან სწევთ:
მიმნდობი ხართ. ხშირად დგამთ გაუთვალისწინებელ, არაპროგნოზირებად ნაბიჯებს. ხელმძღვანელობთ მხოლოდ ინტუიცით, რაც ძალიან საშიშია. გონება ჩართეთ ქმედებებში.
* თუ სიცილის დროს სახეს ხელით ეხებით:
მეოცნებე ხართ, თანაც მეტისმეტად. ზომიერად ოცნება ცუდი არ არის. დაფიქრდით – არ ღირს არარეალური ოცნებისთვის დროის ფლანგვა. პრობლემებს უფრო რეალურად მიუდექით და ფხიზლად იყავით.
* თუ სიცილის დროს ცხვირს იჭმუხნით:
თქვენ ძალიან ცვალებადი ბუნება გაქვთ. ემოციური და ჭირვეული ადამიანი ბრძანდებით. ადვილად ექცევით გავლენის ქვეშ. ეს თქვენც გიქმნით პრობლემებს და გარშემო მყოფებსაც.
* თუ ხმამაღლა და მოურიდებლად იცინით:
კეთილი და კეთილსინდისიერი ადამიანი ბრძანდებით. ადვილად ეგუებით სხვა ადამიანებს და არ გიჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება. გრძნობებსა და ემოციებს აკონტროლებთ. იშვიათად თუ აწყენინებთ ვინმეს, ისიც – უნებლიეთ.
* თუ სიცილის დროს ნიკაპი ხელით გიჭირავთ:
გონიერი და თავდაჯერებული ბრძანდებით, გაწონასწორებული და საქმიანი. ზოგჯერ საჭიროზე მეტად მიზანმიმართული ხართ. შეეცადეთ, საკუთარ თავს სხვა თვალით შეხედოთ.
* თუ საერთოდ არ გაქვთ სიცილის დროს გამოკვეთილი მანერა:
ყველგან და ყველაფერში ორიგინალური ხართ და საკუთარი აზრითა და შეხედულებებით ხელმძღვანელობთ. სხვის აზრს ყურადღებას არ აქცევთ, ეს კი ბევრს არ მოსწონს.

скачать dle 11.3