კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეუთვალა ნინო გოცაძეს ბიძინა ივანიშვილმა და ვინ ურჩევდა მას ბოტანიკურ ბაღში ჰამაკების გაბმას

 ცოტა ხნის წინ ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ნინო გოცაძე სკანდალით გაათავისუფლეს.  ის წელიწადი და ორი თვე ხელმძღვანელობდა ბაღს, რომლის არსებობის 170 წლისთავიც წელს აღნიშნეს. ყოფილი დირექტორი საკუთარი  უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს, თუმცა მანამდე იმ ფაქტებზე  საუბრობს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო  საზოგადოებისთვის.

 ნინო გოცაძე:  ის, რაც მოხდა ჩემთან დაკავშირებით, ანუ კატეგორიულად  რომ მომთხოვეს, დამეტოვებინა ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტი,  წარმოუდგენელი  იყო ჩემთვის. ზუსტად წელიწადი და ორი თვე ვიყავი  ბოტანიკური ბაღის დირექტორი, სადაც ბატონ დავით ნარმანიას განკარგულებით დავინიშნე. ვიცოდი, რომ დავით ნარმანია ეძებდა პროფესიონალ კადრებს. მე დამთავრებული მაქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ასპირანტურა; გაკეთებული მაქვს სადისერტაციო ნაშრომი; წლების განმავლობაში ვმუშაობდი ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 2006 წელს, როდესაც გაერთიანდა ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი, მე დავრჩი იქ თანამშრომლად, ასე რომ, ამ ბაღთან  განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. როდესაც ვმუშაობდი სამაგისტრო და სადისერტაციო თემებზე, ფაქტობრივად, ამ ბაღში ვატარებდი მთელ დროს, რადგან იქ მუშაობდა ჩემი ხელმძღვანელი.    ბოტანიკური ბაღის ჩაბნელებულ გვირაბში სანთლითა და ფანრით დავდიოდი. 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, როცა სხვადასხვა ინსტიტუტის შეერთება და ლიკვიდიაცია მოხდა, ჩვენ დაგვირღვიეს დადებული შრომითი  ხელშეკრულებები და მოგვთხოვეს უხელფასოდ მუშაობა.  ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავაპროტესტეთ, შევაწუხეთ ყველა იურისტი, მივაკითხეთ მეცნიერებათა აკადემიას, განათლების სამინისტროს. პროტესტი საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა და,  მე, როგორც ურჩი  თანამშრომელი, გიგი თევზაძემ სამსახურიდან გამიშვა. ამის შემდეგ მე გავაგრძელე ლექციების წაკითხვა და როგორც კი მომეცა საშუალება  კვლავ მემუშავა  ბოტანიკურ ბაღში,  სიხარულით  გადავწყვიტე იქ დაბრუნება.
– რა გახდა თქვენსა და მერიის მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირების მიზეზი?
–  დაპირისპირება, რეალურად, თითქოს არ ყოფილა. ეს არის უსამართლობა ჩემ მიმართ. როცა ადამიანი არასწორად მუშაობს და ხარვეზები აქვს, მას შენიშვნა, საყვედური ან გაფრთხილება მაინც ხომ უნდა მისცენ? მსგავსი არაფერი ყოფილა. იყო გაუგებრობა გაზაფხულზე, როდესაც მე დამირეკა დავით ნარმანიამ და საქმეში გარკვევა მთხოვა. ალბათ,  ცნობილია თქვენთვის,  რომ ჩემი ხელმძღვანელობით გაკეთდა თბილისის  დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი. სანამ პროექტს ჩავაბარებდით, იქ იგეგმებოდა ნერგების დარგვა. მე ვთხოვე როგორც ბიძინა გიორგობიანს, ასევე დავით ნარმანიას, რომ პროექტის დასრულებამდე ხეების დარგვა არ დაწყებულიყო, რათა ამას ქაოტური სახე არ მისცემოდა. უკვე დაწყებული იყო მოლაპარაკებები, თუ საიდან უნდა შემოტანილიყო ნერგები. ჩვენმა ექსპერტებმა ერთ-ერთ სანერგეში ნახეს გადაბერებული ნერგები, რომლებსაც ნერგები აღარც ერქვა და სწორედ ამ ხეების დარგვა უნდა მომხდარიყო დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, რაზეც მე განვაცხადე, რომ თუ მათი დარგვა მოხდებოდა, ისინი განწირული იყო გასახმობად და ეს იქნებოდა  წყალში გადაყრილი ფული. დავით ნარმანიას ისიც კი ვუთხარი, რომ ამ ხეების დარგვით შეიბღალებოდა მისი რეპუტაცია. საბოლოოდ,  მე არ დავდე დასკვნა, რომლის მიხედვითაც ეს ხეები უნდა დარგულიყო და ამაზე დავით ნარმანიასგან მივიღე შენიშვნა – რატომ ვიყავი მათი გადაწყვეტილების წინააღმდეგი.
– ვინაიდან დენდროლოგიური პარკი „მილიონი ხის” ფორმატში  განიხილებოდა,  შეიძლება ითქვას, რომ თქვენი პოსტი ამ პროექტსა და ხეთა „სტატისტიკას” შეეწირა?
–  ამას დასაბუთებულად ვერ ვიტყვი, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ დაიწყო გარკვეული გაუგებრობები: ძალიან მალე ბოტანიკურ ბაღში შემოვიდა აუდიტის სამსახური, მე კი დამიბარეს მერიაში და მომთხოვეს სამსახურიდან წასვლა აბსურდული ბრალდებით. ეს ისეთი კურიოზული შემთხვევა იყო, რომ  ბიძინა გიორგობიანმა და ნინა ხატისკაცმა  ვერ გაბედეს ჩემი საკითხის გატანა მთავრობის სხდომაზე.   
– რატომ არ გაახმაურეთ ეს საქმე?
– ეს ჩემს კომპეტენციას სცილდებოდა. იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ სასამართლოში შევიტან სარჩელს სამსახურში ჩემი აღდგენის მოთხოვნით. ოდესმე ხომ უნდა შეიცვალოს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში?!
–  იყო საუბრები  ბაღში თქვენს კომერციულ მიზნებზე, რაც ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურას არ შეეფერებოდა.  
– საქმე ეხებოდა სამ სანაყინეს. როდესაც ზაფხულში შენთან დასასვენებლად ამოდის ადამიანი, მას სჭირდება სრულფასოვანი დასვენება. ბაღში არ იყო სასმელი წყალი და ადმინისტრაციის შენობაში გვაკითხავდნენ სტუმრები წყლის დასალევად. ჩვენ აუქციონზე გავიტანდით სამ კვადრატულ მეტრს, სადაც გაკეთდებოდა სანაყინე, ქირა კი შემოვიდოდა ბაღის ეკონომიკურ შემოსავალში. წელიწადში 200 000 ვიზიტორი ჰყავს ბოტანიკურ ბაღს, აქედან ნახევარზე მეტი თბილისის მცხოვრებია. ერთი ისტორია მინდა გავიხსენო: დაახლოებით ექვსი თვის წინ ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი  ნუგზარ კახნიაური. ჩემი ინფორმაციით, ის ნაციონალების დროს საფინანსო სამსახურში მუშაობდა.  მე იგი გამეცნო როგორც მერიის მრჩეველი ტურიზმის მიმართულებით. მას ჩემთან  ჰქონდა სარფიანი შემოთავაზება. როდესაც ბაღში გვესტუმრა, ბაღის დათვალიერების შემდეგ მითხრა: ეს არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც უნდა ჩაიდოს დიდი ინვესტიცია. შეგვიძლია, გავაკეთოთ სამოთხე ტურისტებისთვის  სასტუმროებითა და სხვა ობიექტებით. რად გვინდა დაცული და შემოფარგული ტერიტორიები, მოვშალოთ ღობეები; რად გვინდა მცენარე, თუ ადამიანმა არ მოწყვიტა და არ დაყნოსა? აქ უნდა გავაბათ ჰამაკები, გავუშვათ ხოხბები და შვლის ნუკრებიო. ძალიან გაოცებული დავრჩი. სხვათა შორის, ჩვენს საუბარს ბიძინა გიორგობიანი შეესწრო, რომელმაც მას ძალიან შეუტია. დღეს ეს ადამიანი თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილეა. ამ სამსახურში ერთი თვის წინ, ანუ მას შემდეგ  დაინიშნა, რაც ჩემი წამოსვლა გადაწყდა.
– როგორც ვიცი, თქვენი ხშირი სტუმარია ბაღის მეზობელი ბიძინა ივანიშვილიც. რატომ მას არ შესჩივლეთ თქვენს პრობლემებზე, რაც უკვე გქონდათ  მერიის ხელმძღვანელობასთან?
–  ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ხშირად სეირნობს ოჯახთან ერთად, ის მუდმივ დამთვალიერებლებს შორისაა, სახლიდან ფეხით ჩამოდის ბაღში. ხიდის იქით მისი სახლია, აქეთ –  ბოტანიკური ბაღი, ლეღვთახევი გვყოფს.  მას, რა თქმა უნდა, არანაირ გადასახადს არ გადავახდევინებდით, ისედაც ამდენს გვეხმარება, ძალიან უყვარს  მცენარეები.  ბიძინა ივანიშვილს პირადად  არასდროს შევხვედრივარ.  ვერ დავხვდებოდი – ვერ ვაკადრე საკუთარ თავს, მომერიდა, რომ  ჩემს პრობლემებზე შემეჩივლა. ერთხელ კი გადავწყვიტე მისი ნახვა და მადლობის თქმა იმ სიკეთისთვის, რასაც ის ბაღისთვის აკეთებს  90-იანი წლებიდან –  მისი ბანკიდან  ბაღის განვითარებისთვის ყოველწლიურად გარკვეული თანხაა გამოყოფილი. ამ თანხიდან დიდი ნაწილი ბაღის თანამშრომლებისა და დაცვის თანამშრომლების სახელფასო დანამატებს ხმარდება. სხვათა შორის, ერთხელ ჩვენმა აგრონომმა მითხრა: ბიძინა ივანიშვილი მესაუბრა, ხელფასი მკითხა და, როცა ვუთხარი ჩემი ხელფასის შესახებ, გამეხუმრა – თქვენს დირექტორს გადაეცით, მოგიმატოთ ხელფასებიო. სულ მინდოდა თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა, მაგრამ, არ იყო საკმარისი ბიუჯეტი. მძღოლიც კი არ ამიყვანია. ეს თანხა რომ დამეზოგა. მეუღლეს დავყავდი სამსახურში და ბენზინს საკუთარი ფულით ვასხამდი. ამის მერე რომ გეტყვიან, მენეჯმენტში პრობლემები გაქვსო, ჩემთვის ეს დამამცირებელია. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: ის ზემოიმერელი კაცია და ქალის პატივისცემა განსაკუთრებულად იცის. დარწმუნებული ვარ, რომ გაიგოს, ასე მოტყუებით, დამცირებით, ახსნა-განმარტების გარეშე მოექცნენ ქალს, ამაზე მძაფრი რეაქცია ექნებოდა.

скачать dle 11.3