ონისე ონიანის ანეკდოტები
ფრანგი და მეგრელი საუბრობენ. ფრანგი ამბობს:
– ჩვენ, ფრანგები, ისეთი სექსუალურები ვართ, ქალს ჯერ ხელზე ვკოცნით ნაზად, მერე ყელზე, მერე ტუჩებში, მერე ლოგინში ვაწვენთ...
მეგრელმა შეაწყვეტინა:
– მოიცა, თუ ძმა ხარ, ჩვენ ამდენ ხანში ქალი სამშობიაროში მიგვყავს!
***
გურული ზანგს პირველად ნახავს და ჰკითხავს:
– ვინ ხარ შენ, ძამა?
– ვინ ვარ და, ლეონარდო დიკაპრიო, – გაეხუმრა ზანგი.
გურული დააძრობს ტელეფონს და მეზობელს გადაურეკავს:
– ალო, აფრასიონა, თუ გახსოვს, „ტიტანიკი“ ჩეიძირა თუ დეიწვა?
***
ნარკომანი შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება:
– ქიშმიში გაქვთ?
გამყიდველი მიხვდა, რომ კაიფშია და გაეხუმრა:
– კი, გვაქვს, ბულკებში.
– მაშინ, ერთი კილო გამომიჩიჩქნეთ.
***
– რა ღირს თქვენი ძაღლი?
– 500 დოლარი.
– ერთგულია?
– ძალიან! უკვე მეოთხედ ვყიდი.
***
მარო ეუბნება მიხოს:
– მიხო, დავიღალე, კაცო, ამდენი აბორტის კეთებით, სპირალი უნდა ჩავიდგა.
– იცი, რას გეტყვი, დედაკაცო? ე მანდ მე არაფერი დამეწვას და, თუ გინდა, ბუხარი ჩაიდგი.
***
ექიმთან მიღებაზე:
– თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დროულად მოხვედით ჩემთან! – ეუბნება პაციენტს ექიმი.
– რაშია საქმე, ექიმო, რამე ძალიან სერიოზული მჭირს?
– კიდევ ერთი დღეც და – თავადვე გამოჯანმრთელდებოდით.
აჩი ფურცელაძის ანეკდოტები
საღამოს ცოლ-ქმარი საუბრობს:
– ჭამა გინდა?
– არა.
– რატომ, უკვე ჭამე?
– კი!
– კი მაგრამ, როდის?
– შენ რომ მოგიყვანე, ე, მაშინ!
***
გორელი ისეთი მთვრალი იყო, ტროტუარზე დადიოდა.
***
მამასთან მიირბენს შვილი და ეუბნება:
– მამა, კლასში რომ არ ჩავრჩე, ამოცანა უნდა ამოვხსნა და დამეხმარე, რა!
– მიდი აბა, გისმენ.
– ათ ბავშვზე შვიდი კარტოფილი როგორ გავანაწილო?
– პიურე გააკეთე, მაგის დედაც ვატირე!
***
სვანმა მაგნიტი გადაყლაპა – მიმზიდველი ვიქნებიო.
***
სვანები კროსვორდს ავსებენ.
– დასარტყამი ინსტრუმენტი... ოთხი ასო... –კითხულობს ერთი ხმამაღლა.
– დანა! – ამბობს მეორე.
***
გურულ გამყიდველს მაღაზიაში შესული კლიენტი ეკითხება:
– რა ღირს კარაქი?
– თვრამეტი ლარი!
– უი დედა! რა ამბავია თვრამეტი ლარი, მაგ ფასად გიტარას ვიყიდი!
– კი იყიდი, მარა, პურზე გადუუსვამ?!