კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქრები სწორად

საჩუქრების მირთმევა ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულ, თილისმურ  დატვირთვას იძენს. ყველა ცდილობს, ახლობელ და საყვარელ ადამიანებს ისეთი საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც მათ მოეწონებათ და საზეიმო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს. სიურპრიზი საჩუქრის სახით ყველას უყვარს, თუმცა, თუ მას ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით შეარჩევთ და გეცოდინებათ, რომ 2016 წელს, წითელი, ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს რა საჩუქარი უნდა შეურჩიოთ, მისთვის ის ერთგვარი თილისმაც გახდება და თან ძალიან ასიამოვნებთ. ყოველივე ამაში კი ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს აჩუქეთ ლამაზი სამკაული, მოდური ტრენდის პარფიუმერია, შალის შარფი, სვიტერი, სატრენაჟორო დარბაზის აბონემენტი ან თავის მოვლის საშუალებები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ახლობელს შეურჩიეთ მწვანე ან ყავისფერი შარფი, ქურთუკი, საფულე, ჩანთა, სუნამო ან ისეთი ორიგინალური  სტატუეტი, რომელსაც თავის სამუშაო მაგიდაზე დადგამს. 
თუ გსურთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გული მოიგოთ, ახალ წელს უსახსოვრეთ მობილური ტელეფონი, ძვირფასი, ცნობილი ბრენდის სუნამო, ასევე, ორიგინალური სამკაულები, რომელსაც ის ყოველდღიურად ატარებს.
 ახალი წლის ღამეს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გემოვნების დასაკმაყოფილებლად შეარჩიეთ ორიგინალური სურათები, საყოფაცხოვრებო ნივთები, საათი, საფულე, ძვირად ღირებული სასმელი ან ქამარი. 
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს შეურჩიეთ მოდური კოსმეტიკური ნაკრები, ლამაზი სამაჯური, სახლის ორიგინალური, დეკორატიული ნივთი, ტყავის აქსესუარები, შარფები ან მაჯის საათი, რასაც მიართმევთ პრაქტიკული დატვირთვა ჰქონდეს.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყიდეთ ლამაზი, ტყავითა და ლითონით კომბინირებული სამაჯური, ელექტროტექნიკა, ასევე, ტყავის ჩანთა ან სახლში დასადგამი ისეთი ნივთი, რომელსაც ყველა შეამჩნევს.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანსთვის ყველაზე კარგი საჩუქარია მწვანე ან წითელი ფერის სამზარეულოს მინის ჭურჭელი, სუნამო, საფულე, ყურსასმენები; ასევე, ისეთი აქსესუარები, რომლებსაც თამამად გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის შეარჩიეთ ტექნიკური საშუალებები, საოჯახო ნივთები, შალის ნაწარმი, ჭურჭელი, მაჯის საათი, სამაჯური ან დეკორატიული ნივთები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს საახალწლოდ უნდა აჩუქოთ ისეთი ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს, მაგალითად, ქამარი, საყურე, ჩანთა ან საფულე; ასევე, ტანსაცმელი, სააბაზანო და კოსმეტიკური საშუალებები, ტყავის ხელთათმანები, შარფი, ქუდი.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ახლობლებს, საახალწლოდ უნდა შეურჩიოთ ჭურჭელი, სამზარეულოს მოწყობილობა, ხალათი, პლედი, ორიგინალური სტატუეტები, ორიგინალური ნახატი, ჩანთა, კაშნე ან მოდური ჩასაცმელი.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს უყიდეთ  ძვირად ღირებული ბიჟუტერია, საათი, კომპიუტერის ატრიბუტიკა, სათვალე, სუნამო, ქამარი, საფულე, ტყავის ხელთათმანი ან ძვირფასი ქვებით გაწყობილი სადა სამკაულები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის სასურველია, შეარჩიოთ სახლის გასალამაზებელი ნივთები, ლამაზი სამკაულები, დეკორატიული ქოთნის ყვავილები, ღამის ნათურა,  სამზარეულოს დეკორატიული ნივთები, თავის მოვლის საშუალებები, სუნამო, საფულე ან თვლებით მოოჭვილი თმის სამაგრი.

скачать dle 11.3