კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ვანაძე-ღვანიძე
გვარის ფუძედ გამოყენებული ჩანს გეოგრაფიული სახელწოდება ვანა, რომელიც მერე გვარად იქცა.
ვანაძე ჰქვია სოფელს შუახევის რაიონის ბარათეულის საგამგებლოში. ვანაძეები ჰქვია ხულოს რაიონის ღორჯომის საგამგებლოს სოფელს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის აჭარის აღმართის საგამგებლოს ნავანები ეწოდება. ვანი ჰქვია სათეს ადგილს ცხმორისში, შუბანის საგამგებლოში, დიდაჭარაში; არის, ასევე, სოფელი დღვანი.
ამ ძირით ნაწარმოებია გვარები: ვანაძე, ვანიძე, ღვანიძე, ჯივანიძე, სარდივანიძე, ხოზრევანიძე.
ასევე, ვიდრე საქართველოში დამკვიდრდებოდა ტერმინი სახლი, იხმარებოდა ვანი. აჭარაში შემორჩენილია თვანის სახელწოდებით, რაც ჭურს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს, რისი მიზეზიც ყოფილა ბატონის მიერ „პირველი ღამის წესის“ მოთხოვნა. ძმებს შეურაცხყოფა ვერ მოუთმენიათ და სოფლიდან აყრაც მოუსწრიათ. ისინი ოზურგეთის სოფელ შემოქმედიდან ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩამდე მისულან. იქ ერთ გლეხთან მოწყობილან და მევენახეობისთვის მიუყვიათ ხელი. თურმე, კარგ ღვინოს აყენებდნენ და სწორედ ამის გამო ვანაძეები ცოტა ხანში ღვანიძეები გამხდარან.
ასე რომ, ღვანიძე და ვანაძე ერთი ძირიდან წარმოქმნილი გვარები უნდა იყოს.
საქართველოში 889 ვანაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 148, ქობულეთში – 112, ადიგენში – 67. არიან სხვაგანაც.
გამდლიშვილი
გვარის ფუძეა გამეზარდა. მისგანაა გამზრდელი, გამდელი და, ამათგან კი, გვარი  გამდლიშვილი.
გამდლიშვილები იყვნენ აზნაურები.
„გამდლიშვილები, თავიანთი ახოთი და ვენახით, დარჩა ნასყიდა დოლმაზაშვილს, 1696 წელს“.
გამდლიშვილი ველია, იოსებ და მამუკა, სახუნდარაში მცხოვრებნი, მოიხსენიებიან  მეჩვიდმეტე საუკუნეში.
კახეთში, კერძოდ კი ანთოქში, მოიხსენიებიან გამდლიშვილის ყმები.
საქართველოში 223 გამდლიშვილი ცხოვრობს: გორში – 102, თბილისში – 78, გურჯაანში – 43.
ქობულაშვილი-ქობულისძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქობულა.
ქობულაშვილი უძველესი გვარია, მისი ძველი ფორმა იყო ქობულისძე.
„თავად ქობულაშვილის წინაპარნი იყვნენ ქობულად წოდებულნი უკვე 882 წლიდან. როცა სამბათ მეფე აფხაზეთიდან წავიდა, თან გაჰყვნენ ქობულისძენიც. ქობულთა შვილთაგან დაშთნენ გურიას ადგილსა ქობულეთსა შინა და იყვნენ მუნ. შემდგომად, მეფემან დავით კახთმან შერთო ცოლად გურიელის ასული თინათინი, მას მოჰყვა მზითევში ქობულოვი და დედოფლის შუამდგომლობით მიიღო მეფემან თავადობის ხარისხში და დაასახლა რუისის პირსა ადგილსა”.
„ხოლო, წელსა 1752, შეიკრიბნენ მხედრობანი ლეკთანი და მოადგა ყვარელსა. მაშინ ციხესა ყვარლისასა შეაშველა მეფემან და უთავა მათ თავადი ბებურიშვილი პაპა, მდივანი სოლომონ ქობულოვი, თაყაიშვილი ფირუზა, რატიშვილი ბეჟან, ნამორაძე ერასტი და სხვანი, მრავალნი კეთილშობილნი და გლეხნი. განამაგრეს ციხე იგი და ლეკთა, ვინაითგან ვერა რამე ჰყვეს, უკუიქცნენ სირცხვილეულნი”.
ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ თამაზ ქობულაშვილი იყო კანცელარიის მოხელე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მას გადაუწერია „დასტურლამალი” დავით რექტორის ხელნაწერიდან. ის ერთგვარად ედავება ამ უკანასკნელს, რომ სოფლები კახეთს ეკუთვნის და არა ქართლს.
საქართველოში 657 ქობულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 269, მცხეთაში – 258, გარდაბანში – 36. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3