კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამიჯნული მოვალეობები



ოჯახი არის მოვალეობები და ვალდებულებები და, კიდევ, პასუხისმგებელობაც. როგორ უნდა განაწილდეს ის მეუღლეებს შორის?
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ოჯახური ყოფის მთავარი ტვირთი ქალების სუსტ მხრებზე დევს, მამაკაცები კი, ხშირ შემთხვევაში, მაყურებლების როლში გამოდიან. ქალები ამას რაღაც ეტაპზე ეგუებიან, ითმენენ, მაგრამ, დგება დღე, როცა პროტესტი გროვდება და ბოლოს ამოიფრქვევა. თუ ეს არ მოხდება, ქალში მაინც იჩენს თავს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს წყვილის ურთიერთობაზე.
სამწუხარო რეალობაა ის, რომ თავიდანვე არავინ მიაჩვია კაცი პასუხისმგებლობას, მოვალეობების ნაწილის საკუთარ თავზე აღებას. უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები არ მიიჩნევენ საჭიროდ, ჩაერთონ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში. გაინაწილონ ფუნქციები ბავშვის აღზრდის, კომუნალური საკითხების, საყიდლების საქმეში. მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ სახლში, რომელშიც თავად ცხოვრობს, ზოგჯერ უნდა იაქტიუროს – იზრუნოს, რომ იქ წესრიგი იყოს. მიეხმაროს მეუღლეს თუნდაც 30-40 პროცენტით. ეს წვლილი მას აუცილებლად დაუფასდება.
სასურველია, ცოლ-ქმარმა არ გამიჯნოს მოვალეობები და ორივე იყოს ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ, არ არის საჭირო, ცოლი იქცეს დედად, ქმარი კი – უზნეო, თავნება, ნებიერ ბიჭუნად. თუ ეს მაინც მოხდება, მიზეზი იქნება ის, რომ ცოლმა თავიდანვე არასწორი პოზიცია დაიკავა. კარგია, თუკი მამაკაცი მიილტვის იმისკენ, რომ მოიპოვოს უფრო მაღალი სოციალური სტატუსი და ოჯახში მეტი ფული შემოიტანოს, მაგრამ ეს მას დანარჩენი პასუხისმგებლობისგან მაინც არ ათავისუფლებს. ამართლებს ის ურთიერთობა, სადაც წყვილი თანაბარუფლებიანია –  ასეთ ურთიერთობაში ქალიც და მამაკაციც თავს ბედნიერად გრძნობენ.

არა – მარტოობას!

ბევრი ქალი, რომელიც ვერ ახერხებს ცხოვრების თანამგზავრის პოვნას მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოსდის საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, ამბობს, მარტო გაცილებით მშვიდად ვარო და თავს ასე იმშვიდებს. ეს არ არის მართალი და, შეუძლებელია, ვინმეს მარტო ყოფნა უხაროდეს ან უნდოდეს. რა ხდება რეალურად, როცა ქალი ასეთ რამეს ამბობს? რეალური სურათი ასეთია: ის ქვიშაში რგავს თავს და ცდილობს, იცხოვროს მის მიერვე გამოგონილ ტყუილთან ერთად. ვერც ტელევიზორი, ვერც ინტერნეტი, ვერც ოთახის ყვავილები და ვერც ოთხფეხა ცხოველი ვერ შეგვიცვლის საყვარელ ადამიანს, მით უმეტეს – შვილებს. იცით, ჯერჯერობით რატომ ვერ გრძნობთ დისკომფორტს? ცხოვრების დაჩქარებული რიტმის გამო. ფაქტია, რომ ქალებს, რომლებსაც თითქოს ურჩევნიათ მარტოობა, სუსტად აქვთ განვითარებული ნდობა ადამიანების და, ზოგადად გარესამყაროს მიმართ. თავს დაუცველად გრძნობენ და სულის სიღრმეში სულ ბავშვებად რჩებიან. უპირველესად, მოძებნეთ თქვენთვის ჰობი და საინტერესო საქმე; უფრო აქტიურად ჩაებით მეგობრებთან ფერხულში, ანუ, გააქტიურდით მათ წრეში; გააფართოვეთ თქვენი კომფორტის ზონა; ნურასოდეს შეგეშინდებათ, გემო გაუსინჯოთ რაღაც ახალს – იგულისხმება საკვებიც და სტილიც; ნუ შეგეშინდებათ, ითხოვოთ დახმარება მაშინ, როცა ეს მართლა გჭირდებათ და, რაც მთავარია, არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს: „მე მარტო ყოფნა მომწონს!”

ნორმალური
მამაკაცი

თუ ნორმალური მამაკაცი შეგახვედრათ ბედმა, მეტის იმედი ნუღარ გექნებათ – ამითაც მადლობელი იყავით, რადგან ნამდვილად გაგიმართლათ.
ანუ, თუ გსურთ, გაიგოთ, როგორია ნორმალური მამაკაცი, უპირველესად უნდა იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება:
აუცილებელია, პატივს გცემდეთ და გაფასებდეთ.
ნორმალური მამაკაცი ებღაუჭება თავის ბედნიერებას და ხელიდან არ უშვებს მას, რადგან ხვდება, რომ ყველას ასე არ უმართლებს.
ნორმალური მამაკაცის გვერდით თავს სრულყოფილ ქალად გრძნობთ და ცხოვრება გიხარიათ.
ნორმალური მამაკაცი ყოველთვის მოგყვებათ მეგობრებთან, ახლობლებთან და თქვენი ოჯახის წევრებთან, რათა, მოგცეთ საშუალება, იამაყოთ თქვენი მეუღლით, ანუ მისით.
ნორმალური მამაკაცი იზიარებს, ყოველ შემთხვევაში, არ დასცინის თქვენს ოცნებას იდეალურ მომავალზე; ის არ ცდილობს, შეგიქმნათ დამატებითი პრობლემები – შეძლებისდაგვარად ზრუნავს საკუთარ თავზე, დადის საყიდლებზე და ყველაფერს აკეთებს, თქვენი ურთიერთობა კომფორტული რომ გახადოს.
ნორმალური მამაკაცი იგნორირებას უკეთებს იმ ყოფით პრობლემებს, რომლებიც ცხოვრებას გვიფუჭებენ, თუკი მათ ამის საშუალებას მისცემთ.
P.S. გაპატიებთ შეცდომებს, არ გიყენებთ პრეტენზიებსა და სულელურ მოთხოვნებს, ადეკვატურად აღიქვამს რეალობას... – ფიქრობთ, რომ იდეალური მამაკაცის პორტრეტი შევქმენით?! თუ ასე გგონიათ, ახლავე შეეგუეთ იმას, რომ პარტნიორით კმაყოფილი ვერ იქნებით, რადგან არჩევანში აუცილებლად შეცდებით.

ეძებე...
მოთხოვნების
მიხედვით

იცით, როგორ უნდა იპოვოთ სასურველი პარტნიორი? – კარგად უნდა გაიცნოთ არა ის, არამედ, საკუთარი თავი და საკუთარი მოთხოვნები; რა პრინციპები გაქვთ ცხოვრებაში, რა სურვილები და როგორი მომავალი გესახებათ და, უკვე მერე იფიქრეთ, როგორ პარტნიორთან შეძლებთ ამ ყველაფრისთვის ხორცშესხმას.
ჰარმონია წყვილს შორის მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა პარტნიორები უარს არ ამბობენ საკუთარ სანუკვარ სურვილებზე და პატივს სცემენ ერთმანეთის სურვილებს. არ გამოვა – გარეგნობით მოგწონდეთ ერთი, გხიბლავდეთ მეორის ფინანსური შესაძლებლობები, ხოლო კარგად უგებდეთ მესამეს. როცა პრიორიტეტის არჩევის წინაშე აღმოჩნდებით, სწორედ აქ არ უნდა დაუშვათ შეცდომა და მერე აღარც გული გეტკინებათ და აღარც ბედის უკმაყოფილო იქნებით.
არასდროს დაიყენოთ გვერდით თქვენი იდეალისგან განსხვავებული ტიპაჟი. ადამიანი პლასტელინის არ არის, რომ გადააკეთოთ. თუმცა, თუკი ხელებს ცოტათი „გაითბობთ“, შეიძლება, რაღაც გამოგივიდეთ კიდეც, ანუ, სიყვარულით ადამიანი ცოტათი შეიცვლება კიდეც, მაგრამ, ექსცესების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, ეძებოთ პარტნიორი თქვენი პირადი მოთხოვნების მიხედვით. თუ იმასაც ის უნდა, რაც თქვენ – მაშინ, ყველაფერი კარგად იქნება და, მერე უკვე ყოვლისმომცველ, გრანდიოზულ გრძნობაზე საუბრები გამართლებული იქნება და, რა თქმა უნდა, ბუნებრივიც.

скачать dle 11.3