კანონი უზენაესია!
ანუ ევროკავშირული გაკვეთილი
მაშინ, როდესაც ჩვენი საოპერო მომღერალი დიდი პოლიტიკის მარაქაში აპირებს გარევას, ესპანელ საოპერო მომღერალ მონსერატ კაბალიეს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ნუ იტყვით და, 82 წლის მოღერალი ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს ჰონორარების გადასახადებს უმალავდა. ამიტომაც, ბარსელონის სასამართლოს მისთვის, დამატებით, 225 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმაც დაუკისრებია.
საინტერესო ისაა, რომ მომღერალმა დანაშაული აღიარა. თაღლითობა კი იმით გამოიხატებოდა, რომ ქ-ნი კაბალიე კონცერტების კონტრაქტებს ანდორის კომპანიებით აფორმებდა, თუმცა რეალურად ბარსელონაში ცხოვრობდა.
ერთი სიტყვით, ჯერ ერთი, რომ ამ დალოცვილ ევროკავშირში კანონის წინაშე ყველა თანასწორია და, რაც მთავარია, საუკეთესო მომღერლობა, მოცეკვავეობა თუ სპორტსმენობა არ ნიშნავს ინდულგენციას, მეტიც, არც დამსახურებები თვით ქვეყნის პოლიტიკური წინსვლის წინაშე, რადგან მთავარი კანონის უზენაესობაა. –