კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაარღვიე – ჩააბარე

თუ ევროკავშირი გხიბლავს

 თუმცა მარჯვენასაჭიანი ავტოების მფლობელთა პროტესტმა მშვიდობიანად ჩაიარა, ისე, როგორც ეს ევროკავშირისკენ ლტოლვის მქონე ქვეყანას შეეფერებოდა, ახლა უკვე უკონტაქტო პატრულსა და ქულებიან მართვის მოწმობებს გამოუჩნდნენ მოკრიტიკეები.
კერძოდ, იმას გარდა, რომ სიჩქარის დეტექტორები მხოლოდ იქ არ იქნება განლაგებული, სადაც აქამომდე იყო (რაც, უდავოდ, დაგვაბნევს) და პატრულის მანქანების ციმციმები შორიდანვე არ გვამცნობენ მოახლოებას (რათა მათი ჩავლის შემდეგ გულმშვიდად დავარღვიოთ მოძრაობის წესები, რითაც პირადად მეც არაერთხელ შემიცოდავს), აღმოჩნდა, რომ დარღვევების გამო არა მხოლოდ ჯარიმას გადავიხდით, წლის განმავლობაში ჩვენს მართვის მოწმობას დარიცხულ 100 ქულასაც დააკლდება ქულები და, რადგან თითოეულ დარღვევას თავისი ფასი აქვს, ყველაზე მეტი, რასაკვირველია, მთვრალ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვას.
ხოლო მათ, ვისაც არც ღვედის გადაჭიმვა უყვარს, მაგრამ უყვარს მოძრაობისას მობილური ტელეფონით საუბარი და, ამავე დროს, ღერძულა ხაზის ხშირ-ხშირად გადაკვეთაც, წლის ბოლოს, თუკი ასი ქულა გაუნულდება, გამოცდის ხელახლა ჩაბარებაც მოუწევთ მართვის მოწმობის თავიდან ასაღებად.
და ეს სიხალისე ყოველ წელს თავიდან დაიწყება.
ბუნებრივია, მძღოლები ამ პერსპექტივას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან და საბჭოთა წარსულიც კი გაიხსენეს, მაგრამ, ფაქტია, რომ გაცილებით მკაცრი წესებია ევროკავშირში, რომლის მიერ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებამ ეგზომ გაგვახარა.
ჰოდა, რაკი გაგვახარა, მოგვიწევს, გავიხსენოთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება წესრიგთან დაახლოების პირდაპირპროპორციულია.  –

скачать dle 11.3