კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეს ლეგენდა არ არის – ბოჭორიშვილებმა უნიკალური აპარატურის წყალობით მამაკაცების იმპოტენცია დაამარცხეს

თბილისში უკვე   თითქმის ლეგენდად იქცა მამა-შვილ გიორგი და ალექსანდრე  ბოჭორიშვილების სამედიცინო ნოვაცია – უნიკალური აპარატურა და მისი სამუშაო პრინციპი, რომელიც განსაკუთრებულად ეფექტურია მამაკაცის იმპოტენციის მკურნალობისთვის და ასევე, ქალბატონებში სიმსუქნის, ეგრეთ წოდებული სტრიებისა და ცელულიტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მოქმედების პრინციპი, რომელიც ამ აპარატურით გამომუშავდება, ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიური პრობლემებისასაც და ასე შემდეგ. თუ რა ნოვაციაზეა, რა ტიპის აპარატურასა და სამკურნალო  მეთოდოლოგიაზეა საუბარი, თავად ბოჭორიშვილები გვესაუბრებიან. თუმცა მანამდე, გვინდა შეგახსენოთ, რომ მათ უკვე შეძლეს რამდენიმე ათეული მამაკაცისთვის დაებრუნებინათ სიცოცხლის ხალისი, მოახერხეს  მათი ძირითადი მამაკაცური ფუნქციის აღდგენა  და დაეხმარნენ განკურნებაში. ეს ლეგენდა არ გახლავთ, ეს რეალობაა.

   გიორგი  ბოჭორიშვილი – უროლოგი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს, ევროპის, საერთაშორისო და ასევე, ამერიკის უროლოგთა ასოციაციების წევრი, ევროპის უროლოგთა სკოლის ლექტორი. არის მამაკაცის ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი. მრავალი ნოვატორული ოპერაციისა თუ მკურნალობის მეთოდის დამნერგავი.
– ბატონო გიორგი, როგორც შევიტყეთ, თქვენთან, სამედიცინო თვალსაზრისით, მართლაც რომ რევოლუციური შედეგების მქონე ულტრათანამედროვე აპარატურა დამონტაჟდა, რომელიც, როგორც ამბობენ,  იმპოტენციას  ამარცხებს და კიდევ რამდენიმე სერიოზულ დაავადებას კურნავს. იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა აპარატურაა და რაში მდგომარეობს მისი მუშაობის პრინციპი?
– საქართველო-შვეიცარიის ერთობლივი სამეცნიერო კონსორციუმის მიერ შემოტანილი – Storz Medical-ის უნიკალური ულტრათანამედროვე მულტიფუნქციური აპარატურა, ერთადერთია ამიერკავკასიის მასშტაბით, რომელიც დაბალი ინტენსივობის ფოკუსირებული დარტყმითი/შოკური ტალღების  გამომუშავებით, რიგ უროლოგიურ,  ორთოპედიულ, დერმატოლოგიურ დაავადებებს  კურნავს. მკურნალობის პრინციპი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ფოკუსირებული ტალღების ზემოქმედების ზონაში ახალი სისხლძარღვების განვითარებას და ტკივილგაყუჩებას. ეს გახლავთ აბსოლუტურად ახალი, რევოლუციური, გადატრიალება მედიცინაში და ამასთან დაკავშირებით სულ ახლახან თბილისში, ჩვენი კონსორციუმის თაოსნობით, პირველი საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა. წარმოდგენილი იყო მოხსენებები ამ ტალღების გამოყენებაზე უროლოგიაში, ორთოპედიაში,  ნევროლოგიაში, კარდიოლოგიაში. ამ უნიკალური მეთოდის დანერგვამ რიგ დარგებში აბსოლუტურად ახალ მკურნალობას მისცა დასაბამი.
– ბატონო ალექსანდრე, როგორც აღვნიშნეთ, ეს აპარატი განსაკუთრებით იმითაა გამორჩეული, რომ მამაკაცებში იმპოტენციასთან  ბრძოლის განსაკუთრებულ შედეგს იძლევა.
– ერექციული  დისფუნქცია, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია ყველგან და მათ შორის,  ჩვენშიც.  უკვე ერთი წელია, რაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ და დღეისთვის რამდენიმე ათეული მამაკაცი, რომელთაც ოჯახი ენგრეოდათ და სერიოზული ფსიქოსოციალური პრობლემები ჰქონდათ, დღეისთვის აბსოლუტურად განკურნებული არიან და პოტენციაც აღდგენილი აქვთ. მიღებული რეზულტატი, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება და ჩვენი შედეგებიც ამაზე მეტყველებს, ხანგრძლივვადიანია. მკურნალობის პროცესი კი – აბსოლუტურად უსაფრთხოა და სრულიად უმტკივნეულო. ჩვენთან მოსულ ყველა პაციენტს კლინიკაში უტარდება კომპლექსური გამოკვლევები და მდგომარეობა ფასდება სპეციალური ტესტ-კითხვარებით. დგინდება იმპოტენციის გამომწვევი  მიზეზი. თუ ერექციული დისფუნქციის გამომწვევი სისხლძარღვოვანი დეფიციტია (სწორედ ის გახლავთ 80 %-ში იმპოტენციის მიზეზი) პაციენტებს უტარდებათ მკურნალობა.
ერექციული დისფუნქციის მკურნალობის გარდა, წარმატებულია პეირონის დაავადებისა და ქრონიკული აბაქტერიული პროსტატიტის მკურნალობაც. ცენტრში შესაძლებელია ქალბატონებში ეგრეთ წოდებული, სტრიების, ცელულიტების მკურნალობაც და ასევე, ორთოპედიული პრობლემების, მაგალითად, ქუსლის დეზის, სხვადასხვა სახის ტენდონიტებისა და კიდევ ბევრი სხვა ორთოპედიული დაავადების მკურნალობასაც. ყველაფერს კი ამ აპარატურით ახორციელებენ ჩვენი კოლეგები: ორთოპედები, ნევროლოგები, ტკივილის მართვის სპეციალისტები, დერმატოლოგები. ანუ, სწორ დიაგნოსტიკასა და შესაბამის მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფი ატარებს.
 მსოფლიოში ამჟამად ამ აპარატურით მკურნალობის განსაკუთრებულ  ეფექტიანობაზეა საუბარი. ის აპრობირებულია და გამოიყენება აშშ-ის, ევროპისა და აზიის წამყვან კლინიკებში. ვფიქრობთ, რომ  საქართველოს მოსახლეობას მიეცა უნიკალური შანსი, თავადაც ისარგებლოს ამ აპარატურის ეფექტურობით.
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ ¹¹9 „ჯანმრთელობის სახლში“ არსებული „საქართველო-შვეიცარიის სამედიცინო სამეცნიერი ცენტრი“.   ტელ: 577277070 Facebook.com.BOCHORISHVILI

скачать dle 11.3