კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოტე მარდალეიშვილი – პაციენტების ნდობა პროფესიონალს!

რატომ ენდობიან პაციენტები ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და მის დამფუძნებელს, ბატონ კოტე მარდალეიშვილს; რითაა კლინიკა გამორჩეული და რატომ ირჩევენ მას სიმსივნით დაავადებული პაციენტები? ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც მძლავრ პროფესიულ-სამეცნიერო ბაზას ეფუძნება, საქართველოში დღეს ამ დარგის პრიორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად სახელდება, თავად ბატონი კოტე კი წლის წარმატებული ექიმების ოთხეულში შედის როგორც აღიარებული ონკოქირურგი. ბატონ კოტეს პაციენტები განსაკუთრებით ენდობიან და აქ რამდენიმე ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს: პროფესიონალიზმი, ყურადღება პაციენტის მიმართ და სწორად წარმართული მკურნალობა. პაციენტები გრძნობენ ზრუნვასა და ყურადღებას და, შესაბამისად, ექიმისადმი მათი ნდობის კოეფიციენტიც ესაა. 
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი კონსტანტინე მარდალეიშვილი ცნობილია საქართველოსა და ევროპის სამედიცინო საზოგადოებისთვის როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო მოღვაწეობითა და ორგანიზებული საქმიანობით. საქართველოში კონსტანტინე მარდალეიშვილის მოღვაწეობა 30 წლის განმავლობაში წარმოდგენილია რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, სამეცნიერო-პედაგოგიური, პრაქტიკული და ორგანიზაციული მხრით. მან აღზარდა ახალგაზრდა ქირურგთა მთელი პლეადა, რომლებიც წარმატებით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად შეიქმნა კონსტანტინე მარდალეიშვილის ქირურგიული სკოლა, რომელსაც ძალუძს თავისა და კისრის პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის ყველა საკითხის მაღალპროფესიულად გადაწყვეტა. კონსტანტინე მარდალეიშვილის მიერ საქართველოში პირველად შესრულდა მთელი რიგი ოპერაციებისა, რომლებმაც მნიშვნელოვნად აამაღლეს ონკოლოგიურ პაციენტთა გამოჯანმრთელების მაჩვენებლები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი, ონკოლოგიაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის გამო, დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით, ღირსების მედლითა და ორდენით, ხოლო მის მიერ ონკოლოგიურ პაციენტთა ქირურგიული რეაბილიტაციის ახალი მეთოდების დანერგვის გამო მიენიჭა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. 2012 წელს კონსტანტინე მარდალეიშვილმა ჩამოაყალიბა ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი დამოუკიდებელი ცენტრი, რომელშიც მოიწვია სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთის წამყვანი კლინიკებიდან.

– ბატონო კოტე, რას გვეტყვით უჯრედული თერაპიის შესახებ, რომელიც საქართველოში პირველად თქვენს კლინიკაში დაინერგა?
– 2000 წელს ჩვენი ინიციატივით ქართულ-გერმანული კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერებად მიჩნეული მსოფლიო სტანდარტებით აღჭურვილი ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა უჯრედული სუბსტანციების მეშვეობით ორგანიზმის სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობა. პირველ ეტაპზე კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობდა ფეტალური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით. 2006 წლიდან ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის ინტერესი გახდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები. შეიქმნა ჭიპლარის სისხლის ბანკი – „ჯეოქორდი“, სადაც ხდება ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების მიღება, შენახვა და დამუშავება მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხანგრძლივი დროით. ამ დარგის პერსპექტიულობიდან გამომდინარე, უკვე 2009 წელს დაფუძნდა უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა უჯრედული სუბსტანციის მომზადება და მათი საშუალებით ორგანიზმის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრა. ლაბორატორიის ინტერესის სფეროს შემოემატა აუტოლოგიური ძვლის ტვინის მეზენქიმური და სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების კლინიკური გამოყენება რეგენერაციულ მედიცინაში: გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ღვიძლის ციროზის (ჩაილდის მეორე და მესამე სტადიების) დროს, როდესაც კონსერვატიული და ქირურგიული საშუალებები იყო ამოწურული, ამ მიზნით ძირითადად გამოიყენებოდა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები. დღემდე აღნიშნული სუბსტანციების მეშვეობით ნამკურნალებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე 13 პაციენტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული 47 პაციენტი; ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები გამოყენებულია ძვლოვანი სტრუქტურის მთლიანობის აღსადგენად 5 შემთხვევაში. 2011 წლის მიწურულს კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ღეროვანი უჯრედების დონორთა საქართველოს ეროვნული რეესტრი, რომლის დანიშნულებაა საქართველოში ძვლის ტვინის პოტენციური დონორების აღრიცხვა და მათი ტიპირება, რათა საჭიროებისას მოხდეს მათგან ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების შეგროვება პაციენტისთვის გადასანერგად. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ამერიკელი კოლეგების – ლოს-ანჯელესის კიბოს ცენტრის დახმარებით.
– ბატონო კოტე, თქვენ მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაციების შესახებ გვიამბეთ.
– ჩვენ მიერ თავისა და კისრის სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის მიზნით ჩატარებულია 17 000-მდე ოპერაცია, რომელთა შორის უმეტესობა გაფართოებულ-კომბინირებულ ხასიათს ატარებდა; მათ შორის პირველად შესრულებულია საქართველოში ოპერაციები სიმსივნის კრანიოორბიტალური გავრცელების შემთხვევები, პირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ქვედა ყბის აღდგენითი ოპერაციები კან-კუნთოვან-ძვლოვანი ავტოლოგიური ტრანსპლანტანტის გამოყენებით, პირ-ხახის სიმსივნეების დროს ლოყის ლორწოვან-კუნთოვანი ნაფლეთის მეშვეობით ხორხ-ხახის დეფექტის აღდგენა. პროფესორ ნ. ბოხუასთან ერთად პირველად კლინიკურ პრაქტიკაში შევასრულეთ ხორხ-ხახის ადგილობრივად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების გაფართოებულ­კომბინირებული ოპერაციების შემდეგ საყლაპავის კისრის ნაწილის პლასტიკა. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებისთვის ქირურგიული რეაბილიტაციის ეს მეთოდი ყველაზე ფიზიოლოგიური და ერთ­ერთი უნიკალური საშუალებაა. საყლაპავის კისრის ნაწილობრივი დეფექტების არსებობის შემთხვევაში, პროფესორ ივა კუზანოვთან ერთად წარმატებით იქნა განხორციელებული საყლაპავის კისრის ნაწილის პლასტიკა თორაკულ-დორზალური ნაფლეთების გამოყენებით. ხოლო პროფესორ კ. ყიფიანთან და პროფესორ კახა ქუნთელიასთან ერთად კიდევ ერთი მეთოდი უკავშირდება კიბოს გავრცელებული რეგიონული მეტასტაზების ქირურგიული მკურნალობის საკითხს, როდესაც აღინიშნება მათი ჩაზრდა მაგისტრალურ სისხლძარღვებში. ამ მეთოდის შედეგები არაერთხელ იქნა მოხსენებული სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, სადაც აღინიშნა, რომ მსგავსი ოპერაციები მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების მქონე კლინიკების ხვედრია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი დამსახურება ხორხის კიბოთი დაავადებულ  ლარინგექტომირებული პაციენტების ხმის აღდგენითი ოპერაციების დანერგვაში. საქართველოში აღნიშნული ტიპის ოპერაცია პირველად განხორციელდა 2000 წელს, შვედ სპეციალისტებთან ერთად, რამაც საფუძველი დაუდო მრავალი პაციენტის სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. დღეისათვის 70­ზე მეტი პაციენტი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ჩვენს სახელთან არის დაკავშირებული სუნთქვის აღდგენითი ოპერაციების მეთოდოლოგიური ასპექტების დამუშავება და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა.
– ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ცენტრი ფართოვდება. კონკრეტულად რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– დღეს არსებული კლინიკის გვერდით ვაშენებთ რადიოლოგიისა და რადიოქირურგიის ცენტრს, სადაც პაციენტები მიიღებენ რადიაციულ მედიცინასთან დაკავშირებული მკურნალობის სრულ სპექტრს. ის მოიცავს რადიონუკლიდურ თერაპიას, ახლოფოკუსიან რენტგენოთერაპიას, ბრახითერაპიას, დისტანციურ გამათერაპიას, სხივურ თერაპიას ხაზოვან ამაჩქარებლებზე და სხვა. მსგავსი კომპლექსური მოცულობის კლინიკა ამიერკავკასიის მასშტაბით არ იქნება. ვამაყობ, რომ ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეში მეც მიმიძღვის წვლილი!

скачать dle 11.3