კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსაზღვრავს ჩვენს ბედს, ნიჭსა და ცხოვრებას და რა გზით გადაეცემა ადამიანს წინაპრების პროგრამა

აურა, როგორც ადამიანის ენერგეტიკული ორეული, სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. დასავლეთის ტრადიციების მიხედვით, მას ასტრალურ სხეულს უწოდებენ. როგორც მეცნიერი, პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ბატონი დავითი ამბობს, თანამედროვე მეცნიერება და პრაქტიკა ამტკიცებს ბიოლოგიური ველისა და ასტრალური სხეულის უტყუარ არსებობას. ბოლოდროინდელმა კვლევამ კი, რომელშიც მსოფლოს წამყვანი მეცნიერები, ეზოთერიკოსები, ნათელმხილველები და პარაფსიქოლოგები მონაწილეობდნენ, ეს ნამდვილად დაადასტურა, რითაც ბევრ საიდუმლოს აეხადა ფარდა.

 დავითი: ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი აურის მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია. მიუხედავად იმისა, რომ ფართო მასებისთვის აურა უხილავია, ყოველთვის არსებობდნენ პიროვნებები ძლიერად განვითარებული ზემგრძნობიარე შესაძლებლობებით, რომლებიც ხედავდნენ მას. აურა ადამიანის ორგანიზმის ფსიქოენერგეტიკული და ბიოინფორმაციული, ტალღოვანი და რეზონანსული ღერძია. ის მართავს როგორც ცალკეულ უჯრედებს, ორგანოებსა და სისტემებს, ასევე, მთელი ორგანიზმის მოქმედებასაც. აურა რამდენიმე ველის ანუ დონისგან შედგება და ყოველი დონე ასახავს ადამიანის ორგანიზმის განსაზღვრული სტრუქტურისა და ფუნქციის მდგომარეობას. მსგავსი თვისება ფსიქოენერგეტიკოსებს ხელს უწყობს ავადმყოფის დიაგნოსტიკაში. კერძოდ, ავადმყოფის ბიოლოგიური ველის მდგომარეობის მიხედვით მათ შეუძლიათ განსაზღვრონ ჯადოს, თვალის, შელოცვის არსებობა ან ფსიქოტექნოლოგიური ზემოქმედება. აურის განსაზღვრული ფენები ასახავს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობასაც. მაგალითად, ხშირად გრძნობა და ემოციები აღიქმება ელექტრული ნაპერწკლების ან ღია ვარდისფერი ნათების სახით. ძლიერ განვითარებული ინტელექტი ოქროსფერ-მოყვითალოა. ადამიანის ყველა ორგანოს აქვს თავისი დამახასიათებელი ფერი. აურა იცვლება შინაგანი დინამიკური და ბიორიტმების რხევის ან გარეგანი ზემოქმედების შედეგად. ხშირად ადამიანის აურის შეცვლა დადებითი და უარყოფითი გრძნობებისა და ემოციების შედეგია. სიყვარული, სიმპათია, ანტიპათია, სიმშვიდე, სიბრაზე, სიავე, სიძულვილი –  ყველაფერი ეს აქტიურად მოქმედებს აურის ცვლილებაზე. ნებისმიერი ადამიანი ჩაფლულია ფსიქობიოენერგეტიკულ ტალღებსა და რეზონანსულ ვიბრაციაში, თუმცა, ამას თავად ვერ აღიქვამს. ეს რეზონანსული ტალღები და ვიბრაციები აღიქმება აურის მიერ და ხშირად, სწორედ ეს განსაზღვრავს ადამიანის გრძნობებს, ემოციებს, აზრებსა და საქციელსაც კი. როდესაც მგელი სისხლის სუნს იგრძნობს, თვალები უწითლდება; გაურკვეველი წარსულის მქონე, ან, უბრალოდ, მოჩხუბარი და კონფლიქტური პიროვნების გვერდით შემთხვევით აღმოჩენილი ადამიანი შიშს განიცდის და სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს იქაურობას, ან მოულოდნელად სიძულვილი იბუდებს მასში. აურა მხოლოდ მაშინ ინარჩუნებს მთლიანობას, როცა ადამიანი ჯანმრთელია ანუ, სულიერად, სოციალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად კარგად არის. ძილის, ჰიპნოზისა და კომის მდგომარეობაში გამოიყოფა აურის ნაწილი და წარმოიქმნება ახალი ბიოლოგიური ველი. ხანდახან ეს ველი, რომელსაც ასტრალურ სხეულსაც უწოდებენ, დიდი მანძილით შორდება სხეულს. ალბათ, ბევრს განუცდია ფრენის, ვარდნისა და მსგავსი მძაფრი შეგრძნებები ძილში, რაც იმის ნიშანია, რომ ასტრალური სხეული „სამოგზაუროდ მიემართება”. ნათელმხილველები ასეთი გზით იღებენ ინფორმაციას მოვლენებზე, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა და, ასევე, მომავალზე.  
– თუ ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს შორის კავშირი გაწყდა, ანუ, მათი განცალკევება მოხდა, ეს ადამიანის სიკვდილს ნიშნავს?
– გეტყვით, რომ ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს შორის კავშირს ნათელმხილველები აღწერენ, როგორც წვრილ ვერცხლისფერ ძაფს, რომელიც არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ადამიანი ცოცხალია, სიკვდილი კი საბოლოოდ ყოფს ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს ერთმანეთისგან. აურის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის ფსიქიკის მატარებელია, საბოლოოდ ტოვებს სამყაროს, მაგრამ, სად მიდის ის, თანამედროვე მეცნიერებისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება. ასევე, როცა ქალის ორგანიზმში ახალი სიცოცხლე ისახება, მას მექანიკურად გადაეცემა წინაპრების პროგრამა – თუ როგორი ბედი უნდა ჰქონდეს, რა ნიჭით დაჯილდოვდეს, როგორი ცხოვრება ექნება და ასე შემდეგ. ამ პროგრამას კი დედის მუცელში ჩასახული პაწაწინა არსება ენერგეტიკის სახით იღებს. მუცლად ყოფნის დროს წინაპრებისგან ჩვენზე გადმოცემული პროგრამა მთელი ცხოვრება გაგვყვება, ასე ვთქვათ, ის ჩვენს ცხოვრებას მართავს. ერთი მეზობელი მყავს და, რაც თავი მახსოვს, სულ იწყევლება. შენიშვნას რომ ვაძლევთ, ეცინება – მე ასე ვიცი ბრაზის გამოხატვაო. სულ მარწმუნებდა: როცა ადამიანი თავისი დაბადების დღეს წყევლის, არაფერიც არ ემუქრება, უბრალოდ, სიტყვებში თავის დარდს აყოლებს და ამას ხმამაღლა ამბობს, თორემ, რა ბედი, რის ბედი, ამ სიტყვებს რა საშიშროება უნდა მოჰქონდეს მისთვისო. ბევრი ვუხსენი, ეს ასე არ არის, ცდები-მეთქი, მაგრამ, არ დამიჯერა. მესმის, რომ ყოველდღიურად იმდენ  პრობლემას ვაწყდებით, შეიძლება, ხშირად გაუცნობიერებლად გაჩენის საათიც დავიწყევლოთ და დღეც, მაგრამ, ამ გამოთქმით თავად ვიწვევთ მოსალოდნელ უბედურებას და ამაზე პასუხი სხვას აღარ უნდა მოვთხოვოთ. იმდენი წყევლა ამ ჩემმა მეზობელმა თავისი გაჩენის დღე და საათი, რომ რამდენიმე დღის წინ ტვინში სისხლი ჩაექცა, ხელ-ფეხი გაუჩერდა და ახლა საწოლზეა მიჯაჭვული. ყველას გაფრთხილებთ: ნურასდროს დაწყევლით საკუთარ დაბადების დღესა და საათს; ნურასდროს დაიწუწუნებთ საკუთარ იღბალზე და, ეცადეთ, წუწუნისა და ბედზე ჩივილის გარეშე მოაგვაროთ ყოველდღიური პრობლემები.
– ამბობენ, ადამიანის ქვეცნობიერი წინასწარ გრძნობს მომავალ საფრთხესო. ეს თუ შეესაბამება სიმართლეს?
– ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად გვკარნახობს და გვაფრთხილებს მომავალი უსიამოვნებების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ოცნებობდეს, იყოს წარმატებული, ჰქონდეს ბევრი ფული, აიწყოს ოჯახური ცხოვრება თუ კარიერა, გახდეს სასიამოვნო კომპანიონი, იდილია შეიქმნას გარშემო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ყოველივე ეს ბევრს ცხოვრების ბოლომდე ოცნებად რჩება, ბევრი კი საწადელს აღწევს. საწადელის მიღწევა ადვილია, თუ გონივრულად იცხოვრებთ და გეცოდინებათ, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ, რა თქვათ და გაიაზროთ. ადამიანს მფარველი ანგელოზი ყოველთვის აძლევს შანსს, იყოს ბედნიერი, აიხდინოს ოცნებები, გახდეს სასურველი და წარმატებული და ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან. ამისთვის კი დაკვირვება და ფხიზელი თვალია საჭირო და ყველაფერს თავად მიხვდებით. ყურადღება მიაქციეთ, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება, ასეთი მინიშნებები კი ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავია, მაგალითად: თუ ფეხსაცმელზე ქუსლი მოგტყდათ, აუცილებლად ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებას ბედში; თუ ქარმა ქუდი წაგართვათ, პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები გელით; თუ დილით, სამსახურში მიმავალს, ქუჩაში პირველად ხეიბარი ადამიანი შეგხვდათ, არ აგცდებათ უსიამოვნო შეხვედრა ან საუბარი უფროსობასთან,  ამიტომ, ეს დღე ფრთხილად და წინდახედულად განვლეთ – მოერიდეთ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან საუბარს, კომპანიონებთან ან კოლეგებთან ერთობლივ საქმიანობას; თუ საათზე დრო ჩამორჩა,  ეს იმის მანიშნებელია, რომ რაღაც ცუდი ამბავი უნდა შეიტყოთ, რაც გულს გატკენთ და წარსულზე დაგაფიქრებთ; ასევე, არ გირჩევთ ამ დღეს ფულის სესხებას ან გასესხებას; თუ ჩაი ან ყავა გადაგესხათ ტანსაცმელზე, ფრთხილად იყავით – შესაძლოა, რამე დაკარგოთ... ეს მინიშნებები შემთხვევითი არ არის და, თუ მათი ახსნაც გეცოდინებათ, ადვილად გაართმევთ თავს შესაძლო პრობლემებს.

скачать dle 11.3