კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად შექმნეს ირინა ონაშვილმა და ლალი ტოტიკაშვილმა ქალების „კლანი“ და რისი კეთებისგან იღებენ ისინი სიამოვნებას

L.L.S.I. – ახალი ბრენდია, რომელიც  ოთხმა მეგობარმა და საქმიანმა პარტნიორმა: ირინა ონაშვილმა, ლალი ტოტიკაშვილმა, სოფო ბურჯანაძემ და ლელა ცინცაძემ დააფუძნეს. უკვე რამდენიმე თვეა, ისინი როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებელს ლამაზ, ფერად, ხელით ნაქსოვ ჟაკეტებს – კარდიგანებს სთავაზობენ, რომელმაც უკვე ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.
ლალი ტოტიკაშვილი: ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე საქმიანად დაიწყო. წლების წინ ირინა ჩვენს სააგენტოში მოდელი იყო. სულ გამოდიოდა ჩვენს მოწყობილ ჩვენებებზე.
ირინა ონაშვილი: „შარმი“ იმ დროს ერთ-ერთი აქტიური სამოდელო სააგენტო იყო. ბევრ ჩვენებას აწყობდნენ და მეც სულ გამოვდიოდი, დავდიოდი გოგონებთან. ლალი იყო ყველაზე აქტიური, თბილი, კონტაქტური, მოსიყვარულე; სოფო – შედარებით თავშეკავებული, მოზომილი, მოწესრიგებული; ლელა – მკაცრი. ჩემს მეხსიერებაში ასე შემომრჩა ის პერიოდი, თუმცა, მერე ბევრი რამ შეიცვალა. შემომთავაზეს, ბავშვებისთვის ჩამეტარებინა გაკვეთილები და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა მათთვის.
ლალი: წლებმა, ურთიერთობამ ჩვენი მეგობრობაც მოიტანა და შემდეგში ირინა გახდა ასევე დამფუძნებელი და ჩვენი კოლეგა. საქმეშიც გავერთიანდით.
– შეიძლება ითქვას, რომ ქალების წარმატებული კლანი გაქვთ, რომელმაც ახლა ახლი ბიზნესი და საქმე წამოიწყო.
– ჩვენმა ამდენწლიანმა თანამშრომლობამ დაბადა ახალი იდეა – ბიზნესის ახალი მიმართულება. სააგენტშო გვყავს როგორც უფროსები, ასევე  პატარა მოდელებიც, რომლებსაც სულ ვუწყობთ ჩვენებებს. ხან მაღაზიების კოლექციას აჩვენებენ, ხან დიზაინერების და ბოლოს გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ჩვენი კოლექციაც, რომელსაც ჩვენი პატარა მოდელები წარადგენდნენ. თავიდან მხოლოდ საბავშვო ხაზზე ვფიქრობდით. დავიწყეთ ჟაკეტების მოქსოვა და იმდენად გაამართლა, რომ დიდების ხაზზეც გადავედით.
ირინა: როცა ბიზნესს აკეთებ, თან მოდის სფეროში ტენდენციებს უნდა მიჰყვე. ჩვენც მივყევით ტენდენციებს და ამიტომაც არჩევანი ნაქსოვ ჟაკეტებზე გავაკეთეთ. მომავალში კაბებსაც გამოვუშვებთ. წელს ცნობილი დიზაინერების საღამოს კაბები სწორედ ნაქსოვით იყო წარმოდგენილი –  ტრენდულია, მოდური და ავუწყეთ ჩვენც ფეხი. მქსოველები არ ვართ, ამიტომ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ჩვენს იდეებს ანხორციელებენ.
ლალი: შეიძლება, დიზაინერები არ ვართ, მაგრამ ამ სფეროში დიდი ხანია ვმოღვაწეობთ. იდეა გვეკუთვნის ჩვენ, ვიგონებთ მოდელს, ვფიქრობთ – რა რასთან იქნება უკეთესი და შემდეგ ამ საქმის სპეციალისტები აკეთებენ ყველაფერს.
ირინა: დედაჩემი მთელი ცხოვრებაა ქსოვს. ჩემი მწვანე ჟაკეტი მან მოქსოვა და იდეისთვის მისი პირველი ნამუშევარიც გამოგვადგა. თუ რაღაც მაინტერესებს დეტალურად, ამაში დედა ძალიან მეხმარება – მიხსნის რაღაცეებს.
ლალი: ირინაც ქსოვს, მეც ბავშვობაში კარგად ვქსოვდი. თოჯინებს ჩემი მოქსოვილი კაბები ეცვათ. უბრალოდ, ამ ეტაპზე აღარ ვქსოვ. მაგრამ, მარტივად შეგვიძლია, შევაფასოთ ნამუშევარი.
ირინა: დედა გარკვეული პერიოდი ხატვის კურსებზეც დადიოდა და იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე შვილი ვიყავი, დამტოვებელი არ ჰყავდა და თან დავყავდი. მეც სულ ვუყურებდი და მერე დავიწყე რაღაცეების კეთება. მოყვარულის დონეზე ვქსოვ...
ლალი: სოფო და ლელაც ძალიან კარგად ერკვევიან ამ საქმეში. რომ გვესმოდა ეს საქმე, ამიტომაც მოვკიდეთ ხელი.
– როგორ შეარჩიეთ სახელი და რას ნიშნავს?
– ჩვენი სახელების პირველი ასოებია  L.L.S.I. ბევრი ვიფიქრეთ სახელზე, საკმაოდ რთული პროცესი იყო. თან, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი სულის ნაწილია, გვიყვარს, ამიტომ ასე გადავწყვიტეთ და კარგადაც გაჟღერდა.
ირინა: ეს იმიტომ არ გაგვიკეთებია, რომ ფინანსურად გვჭირდება. მოგვწონს და სიამოვნებას გვანიჭებს ამ ყველაფრის კეთება, თან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. საკმაოდ რთული პროცესია და ეს თავიდანვე გვქონდა გააზრებული.
ლალი: გვიყვარს სირთულეების გადალახვა, ამიტომ არ შეგვშინებია, თამამად მოვკიდეთ ხელი. ახლა ახალ კოლექციაზე ვმუშაობთ, გვინდა, მოდის კვირეულის შოუ-რუმებში წარვადგინოთ, ოღონდ, არა მხოლოდ საქართველოში. ბაიერებს მოეწონათ ჩვენი ნამუშევრები და ამაზე ვართ ახლა გადართულები. სამომავლოდ, გვექნება მაღაზია-სალონი, სადაც ეს ყველაფერი გაიყიდება.
– საქართველოში ჟაკეტების ბუმია, ძალიან ბევრი ქსოვს, ყიდის, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც. რით იქნება თქვენი გამორჩეული?
– კონკურენცია ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია დიზაინი და ხარისხი. თუ არ არის ხარისხიანი, ჩვენ ხელს არ მოვკიდებთ.
ირინა: იმდენად კარგი ნამუშევარია, ყველას ჰგონია, რომ მანქანაზე იქსოვება – არადა ხელით, ჩვეულებრივ ჩხირზეა ნაქსოვი.
– თქვენი მეუღლეებიც არიან ჩართულები ამ ბიზნესში?
ლალი: ეს მხოლოდ ქალების ბიზნესია. დიდად არ ერევიან, ჩვენ ვუძღვებით.
ირინა: ჯერჯერობით ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს, გვსიამოვნებს. ოთხივე ვიმტვრევთ თავს, მერე მქსოველს ვუხსნით და შემდეგ შედეგით ვტკბებით. ეიფორიაში ვართ ხოლმე – რა მაგარი გამოდის! თან, როცა ბევრი ადამიანი, თან გემოვნებიანი, გეუბნება: მოგვწონს, რა კარგი რამ დაგიწყიათ – ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. 
– მამაკაცის კოლექციაზე ხომ არ იმუშავებთ?
ლალი: ჯერ ბავშვების კოლექციაზე დავიწყეთ მუშაობა. რადგან მათ დედებსაც მოეწონათ, მერე დიდებისთვის დავიწყეთ შექმნა და ალბათ, მამიკოებზეც ვიზრუნებთ.
ირინა: სააგენტოში ბიჭი მოდელებიც არ გვყავს და მივხვდი: ჩვენში არის რაღაც ფემინისტური. არ ვიცავთ კაცების უფლებებს – ეს ხუმრობით. მაინც ცოტაა იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც ნაქსოვი კარდიგანებით ივლიან. თუ იქნება მოთხოვნა, სურვილი, რა თქმა უნდა, არც მათ დავწყვეტთ გულს.
– ფასების როგორი პოლიტიკა გაქვთ?
– თავიდანვე არ გვქონია გათვლა, რომ ამას ვაკეთებთ რუსეთისთვის, ამერიკისთვის. უპირველეს ყოვლისა, ქართველებმა უნდა მოირგონ. შესაბამისად, ხელმისაწვდომი ფასები დავადეთ, თუმცა არავისზე ნაკლები ნამუშევარი არ არის.
– 800, 1 000 დოლარი ღირსო და არ შეეფერება სიმართლეს?
–  ლარებში ვმუშაობთ. ნამდვილად არ არის მაგხელა ფასი.
ლალი: ხარისხია მაღალი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, საკმაოდ ნორმალური ფასებია. რა თქმა უნდა, ყველაფერი სირთულეზე, მოდელზეა დამოკიდებული.
ირინა: ბოლომდე გვაქვს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული – არ ვართ ქმრებისგან განებივრებული ქალები, რომლებმაც გასართობად გადაწყვიტეს რაღაცის კეთება. საკმაოდ შრომატევადი, რთული საქმეა და ოთხივე მზად ვართ ამ ყველაფრისთვის.
ლალი: ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ერთიანი ძალებით. არ გვაქვს დაყოფილი – ვინ რას აკეთებს. ამიტომაც შედეგი უფრო კარგი გამოდის.

скачать dle 11.3