კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვინ შესთავაზა მომღერალს მისი მეექვსე შვილი ყოფილიყო

ყველასთვის საყვარელი, ლამაზი,  ხალისიანი და ძალიან თბილი ადამიანი,  მომღერლი ეკა კვალიაშვილი გამოჯანმრთელდა! დაახლოებით ერთი წლის წინ, მას  მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – გაფანტული სკლეროზი და ამ დაავადებისგან გამოწვეული გართულება.  მომღერალი გამოკვლევებისთვის საფრანგეთშიც იმყოფებოდა, თუმცა საჭირო ოპერაცია საქართველოში გაიკეთა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ მთელი საქართველო დაამწუხრა, თითოეული ქართველი ცდილობდა დახმარებას... არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მომღერალს პაუზა ჰქონდა შემოქმედებაში. მალე მის მსმენელს სასიამოვნო სიურპრიზი ელის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ქალბატონი ეკა თავად ისაუბრებს.

 – როგირია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ოპერაციამ როგორ ჩაიარა?
– მკურნალობა დავამთავრე და მინდა ვამცნო, ვინც ჩემ გვერდით იდგა, რომ გამოვჯანმრთელდი. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე ჯანმრთელი ვარ! მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, ლოცვისთვის, მონაწილეობისთვის. არასდროს დამავიწყდება ეს უზარმაზარი სიყვარული და სიკეთე, რაც გამოავლინეს ადამიანებმა. ყველამ იცის იმ დიაგნოზის შესახებ, რაც დამიდგინდა.  გამიკეთდა ოპერაცია, ქირურგი მერაბ კილაძე იყო.  საოპერაციოში რომ შევდიოდი, არანაირი შიშის გრძნობა არ მქონია, ერთი წუთითაც არ მიფიქრია ცუდზე. პირიქით, მიხაროდა, ოპერაცია რომ უნდა გამეკეთებინა და გავთავისუფლებულიყავი, ბოლოს და ბოლოს ამ რაღაცისგან.  ქირურგებმაც მითხრეს, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი განწყობით მოდის ადამიანი და ასე პოზიტიურად რომ ხარ, ძალიან ბევრს ნიშნავსო. პოზიტივი უნდა შეინარჩუნო ყოველთვის. რა თქმა უნდა, ამას საკუთარ თავთან მუშაობა სჭირდება. მე ეს შევძელი.  აღარ მინდა ავადმყოფობაზე ვილაპარაკო. ყველას, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, ვუსურვებ კარგად ყოფნას, სიხარულს და რაც მთავარია, სიყვარულს.
– რთული პერიოდის გადალახვა მოგიწიათ...
– რა თქმა უნდა, რთული  პერიოდი იყო, მაგრამ დადებითი მხარეც ჰქონდა ამ მდგომარეობას. ძალიან გამახარა ერთმა მომენტმა – ამდენი ადამიანის ერთად დგომა, პოზიტივი და სიყვარული დავინახე. ფილარმონიაში, კონცერტის შემდეგ ინტერვიუ რომ ჩამომართვეს, მაშინ ვთქვი: მადლობელი ვარ ღმერთის ამ განსაცდელისთვის. მე დავინახე ამდენი ადამინის ერთად დგომა და სიყვარული. ამისთვის ღირდა ეს მდგომარეობა. ყველა ავადმყოფობა რთულია. სასიამოვნო არცერთი არ არის. ამიტომ, არ მინდა აღვწერო, რა გამოვიარე და როგორ გადავიტანე. თუ რწმენა და უფლის სიყვარული გაქვს, მას მიენდობი – უფალი თავისი ხელით გააკეთებინებს ქირურგებს საქმეს. თან, როდესაც ქირურგსაც ღვთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, უფრო ადვილია მათ შორის კონტაქტის დამყარება. მე ასე მჯერა და ამ რწმენით მივედი. ღმერთმა ქნას, რომ ადამიანებში მუდამ იყოს რწმენა და სიყვარული. თუ კარგს ვიღებთ უფლისგან, ის განსაცდელიც უნდა მივიღოთ. მადლობელი ვარ ამისთვის.  ჩვენ დალოცვილ მიწაზე ვცხოვრობთ. უბრალოდ, ერთი რაღაც გვაკლია – ერთმანეთის „უწყვეტი” სიყვარული.
– ამ ფონზე, რაიმე ახალს ხომ არ გეგმავთ საკუთარ შემოქმედებაში?
– აუცილებლად ვგეგმავ, დაწყებული მაქვს მუშაობა. ვაპირებ სოლო კონცერტის გამართვას და ჩემი მონო-სპექტაკლის გამეორებას. ოღონდ ზუსტად არ ვიცი, რომელ დარბაზს შევარჩევ. შეიძლება ფილარმონია მოვიცვა, ან რომელიმე თეატრი. მონო-სპექტაკლისთვის ფილარმონიის დარბაზი ძალიან დიდია და არ ვიცი, რას გადავწყვეტ. პირველად ეს სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში ჩავატარე, მაშინ ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ზოგადად, თეატრი და მსახიობობა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო და ამ სფეროშიც რომ გამომივიდა რაღაც, ძალიან ბედნიერი ვიყავი. გარდა ამისა, ვაპირებ მოგზაურობას (იცინის). როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მომწონს უცხო ქვეყნების მონახულება, მაგრამ აუცილებლად მიყვარს ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. ძალიან მიყვარს საქართველო, თორემ მილიონჯერ შემეძლო წასვლა და ახლაც მაქვს ამის შანსი. წავალ კიდეც, მაგრამ დროებით. ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის გარეშე, ვერ ვიცხოვრებ.
– სად აპირებთ გამგზავრებას?
– ევროპაში წავალ. მიყვარს ევროპა. უნდა აღვნიშნო, რომ უცხოეთში კონცერტებით ვაპირებ წასვლას. მე სულ ასე დავდივარ. იმდენი საშუალება აბა, სად არის, საშოპინგოდ და მხოლოდ დასასვენებლად წავიდე (იცინის). ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. მათ და ჩვენს ემიგრანტებს შევხვდები. პირველად, კონცერტის გარეშე პარიზში წავედი, ისიც გამოკვლევებზე. მიუხედავად მაშინდელი ჩემი მდგომარეობისა, მაინც დავგეგმე რაღაცეები, მაგრამ ვერ შევძელი. ახლა აუცილებლად მოვივლი ყველაფერს, კონცერტებს ჩავატარებ და ყველას მოვეფერები.
– როგორც თქვით, ქვეყნიდან წასვლა არაერთხელ შეგეძლოთ, საიდან იყო შემოთავაზებები?
– დიახ, მართლა ბევრჯერ შემეძლო. პირველად რომ მივიღე შემოთავაზება, 1990 წელი იყო. მთავაზობდნენ ამერიკაში წავსულიყავი, დავრჩენილიყავი, მეცხოვრა და იქ გამეგრძელებინა კარიერა. მერე იყო 1991 წელი, როცა კიევში გავხდი „მის როკ-ევროპა”, გრამპრი არ ამიღია, ადგილობრივს მისცეს. ამ ფესტივალზე იყო ამერიკელი კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯიმი ჰენდრიქსის ბას-გიტარისტი, ჩაკა ჰანის პროდიუსერი ანდრე ლუისი. მას ჰქონდა  ჩამწერი სტუდიების სერიოზული ქსელი. ძალიან საყვარელი, ხანში შესული, შავკანიანი მუსიკოსი იყო.  თავისი სიმღერაც მაჩუქა, სახელწოდებით Life and Love, ანუ „ცხოვრება და სიყვარული”. მაშინ, მისტერ ლუისმა მითხრა, რომ ამერიკაში გამეგრძელებინა კარიერა და ის იქნებოდა ამ პროექტის პროდიუსერი. ეს ადამიანი ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში და ჰყავდა ხუთი შვილი. უფროსი გოგონა – ჩემი ტოლი. მთხოვა, ჩამოდი ჩემთან და შენ ჩემი მეექვსე შვილი იქნები, ჩემს სახლში იცხოვრებო (იცინის). უარი ვუთხარი, ნუკაზე ვიყავი მაშინ ფეხმძიმედ. გათხოვილი ვარ, ოჯახი მყავს და არ შემიძლია-მეთქი. მერე რა, ჩამოდი და ბაბუა მე ვიქნებიო (იცინის). საბოლოოდ, მაინც საქართველოში დავბრუნდი. წარმოიდგინეთ, ნუკა რომ ლოს-ანჯელესში დაბადებულიყო და მე იქ დამეწყო სიმღერა...
– სულ სხვა ეკა კვალიაშვილი იქნებოდით. რა ვერ დათმეთ?
– ალბათ, უკვე, კვალიაშვილი აღარ ვიქნებოდი, თუ ის კაცი მიშვილებდა, ლუისი ვიქნებოდი – კატერინა ლუისი (იცინის). ჩვენ თავადვე ვაკეთებთ არჩევანს და ვგეგმავთ საკუთარ ცხოვრებას, მე ეს გზა ავირჩიე. ვერ დავთმე და ვერ წავედი. რაღაცეები არის, რასაც ვერ თმობ და ვერ აკეთებ. სიმართლე გითხრათ, ამერიკა ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა. მე იმდენად კომფორტულად და კარგად ვგრძნობდი თავს ჩემს ქვეყანაში, რა სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფრის დათმობა არ შემეძლო. კვიპროსში მაშინ  ნუკა მყავდა წლის და სამი თვის, თან მეორე დღეს თბილისში მოვფრინავდი. ორი თვე ვიყავი უცხოეთში და ერთი სული მქონდა, ჩვენს სინათლეჩამქრალ და გაყინულ ქვეყანაში როდის ჩამოვიდოდი. რომელ შემოთავაზებაზე იყო ლაპარაკი (იცინის). საფრანგეთში, საბერძნეთში  მივიღე  სერიოზული შემოთავაზებები.
– ლუკა როგორი ბიჭია, ჰგავს ნუკას ბავშვობას?
– ლუკა წლის და ათი თვისაა, ჯერ ძალიან პატარაა, ბაღში არ დადის. ჩვეულებრივად განვითარებული კარგი ბიჭია. არავის აბრაზებს. ჰგავს ნუკასაც რაღაცეებით. ხომ პატარაა, მაგრამ რომ დაუჯდები და დაელაპარაკები, ესმის.
– ერთი პერიოდი ნუკას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ახლა დალაგდა ყველაფერი?
– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. დაძაბულობამ გაიარა. ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს.

скачать dle 11.3