კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ აგრძნობინა მშობლების დაშორება შოთიკო ტატიშვილს და როგორ უმღერა მან გიტარით ბულგარეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქალიშვილს

შოთიკო ტატიშვილი ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო. დღეს ის „ვოისში“ მონაწილეობს, ნუცას გუნდში. პოზიტიური, ხალისიანი შოთიკო მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებელი. ის 22 დეკემბერს „ვოისიდან“ მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. მათ, ვისაც ამ ნიჭიერი ადამიანის არაერთხელ ნახვა და მოსმენა სურს, დაუმესიჯეთ ნომერზე: 093 300 373.
შოთიკო ტატიშვილი: ძალიან გამიხარდა, ნუცამ  რომ „დამასეივა“ და პირდაპირ გადამიყვანა, მაგრამ, მეორე მხრივ, გული დამწყდა, რადგან ერთი ეთერი დამაკლდა და მაყურებლის წინაშე ვერ ვაჩვენე ის სიურპრიზი, რომელიც მომზადებული მქონდა. იმედია, კიდევ ბევრჯერ მომეცემა იმის საშუალება, რომ ახალ-ახალი იდეები და კრეატიული ნომრები შევთავაზო მაყურებელს. ჩემს თავში რეჟისორული ნიჭიც აღმოვაჩინე, კარგი იდეები მომდის ამ კუთხით და ამას აუცილებლად იხილავთ სცენაზე.
–  რატომ მონაწილეობ მუსიკალურ კონკურსებში?
– „X ფაქტორში“ ძალით შემაყოფინეს თავი. პრინციპში, „ვოისშიც“ არ იყო ჩემი ნება – მოდი, ავდგები და მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. ბაბუაჩემმა მითხრა, დედაჩემმა გადაგზავნა მონაცემები და ასე აღმოვჩნდი პროექტებში.
–  ოჯახში შეთქმულებას გიწყობენ?
– დიახ და მერე მეც აღარ ვამბობ უარს. „ვოისმა“ ძალიან ჩამითრია – აზარტულია, ჩვეულებრივი სუდოკუა.
– თან, ქეიფები მოჰყვება ხოლმე.
– ძირითადად, ყველანი ერთად დავდივართ – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის გუნდშია. ნუცაც ჩვენიანია, უსაყვარლესი ადამიანია, ეს ქალი არის ლეგენდა. წამოვა ჩვენთან ერთად, დალევს, იმღერებს, გაერთობა. თქვენობით რომ ელაპარაკები, გეტყვის: შენ, ბიჭო, ავად ხომ არ ხარ, ძმაკაცები ვართო.
– რატომ გადაწყვიტე ნუცასთან წასვლა?
– ყველაზე კომფორტულად, გახსნილად ნოდიკოსთან ვიგრძნობდი თავს, თუმცა, ნუცასთანაც გავიხსენი და კარგად ვარ. საქართველოში ვცხოვრობთ, ისედაც ცნობილი ადამიანის შვილი ვარ, მამაჩემმა „X ფაქტორში“ ვერ „შემტენა“ და ახლა „ვოისში“ მტენის,  ტატიშვილი ტატიშვილს ქაჩავსო – დაიწყებოდა ასეთი რაღაცეები. ეს არც ჩემთვის იქნებოდა კარგი და არც ნოდიკოსთვის. ნუცას მუსიკალური კარიერის შესახებ ბევრი რამ „ვოისის“ დროს გავიგე, მოვისმინე ბროდვეიზე გაკეთებული მისი არაჩვეულებრივი შედევრები – ჯაზში შესრულებული ძველი ქართული სიმღერები; შავკანიანი მუსიკოსები ჩასაბერ ინსტრუმენტზე რომ უკრავენ ფანოღებს ჯაზში – სასწაულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ავირჩიე ნუცა და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე.
– მითხარი, რეჟისორული ნიჭიც აღმომაჩნდაო. კიდევ რა ნიჭი გაქვს?
– ბევრი ნიჭი მაქვს, მრავალმხრივი განვითარებით მამას ვგავარ. ბევრი განხრით მაქვს ნამუშევარი და აუცილებლად მივედ-მოვედები კიდევ სხვა რაღაცეებს, სანამ არ ვიპოვი იმას, რაც მინდა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვაკეთო. ჩემთვის ერთხაზოვანი ცხოვრება ძალიან მოსაბეზრებელია, განშტოებები უნდა ჰქონდეს.
– როგორ შეხვდი წლების წინ მამას ახალ ამპლუაში გამოჩენას?
– ერთი დღით ადრე გავიგე, რომ მამა სერიალში ითამაშებდა და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი – პატარა ბიჭი რომ ამაყობს: ახლა სკოლაში მივალ, მამაჩემი სერიალში თამაშობს... მაგრამ ამან ორ კვირაში გადამიარა. თან, ბავშვობიდან მიზანდასახული ვარ და ცოტა კომპლექსი გამიჩნდა – მამაჩემის ჩრდილში არ მოვექცე-მეთქი, რადგან, დღემდე მინდა, ყველაფერი ჩემით ვაკეთო. უნდა ამაყობდე შენი წარმატებული ოჯახის წევრით, მაგრამ, არასდროს არ უნდა გამოიყენო მისი სახელი არსად – ძირს ნეპოტიზმი! მეგობრები დამეთანხმებიან, რომ ყველაფერი, რაც მაქვს გაკეთებული, ჩემით მაქვს შექმნილი.
– შენი ძმაც მუსიკით არის დაინტერესებული?
– კლავიშზე უკრავს, საუნდტრეკებს წერს ფილმებისთვის, რეკლამებისთვის, თან, ჯანდაცვა დაამთავრა და, შეიძლება, კლინიკის დირექტორობას გამოჰკრას ხელი. სახლში ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად და, როცა იმ ხარისხს მივიღებთ, რაც ჩვენ გვჭირდება, აუცილებლად გავაჟღერებთ.
– რას საქმიანობ მუსიკის გარდა?
– ვაკეთებ კორპორაციულ საღამოებს და მე თვითონ მიმყავს. 14 წლის ვიყავი, პირველად „ნაბეღლავის“ საიუბილეო საღამო რომ წავიყვანე, მერე გაიზარდა შემოთავაზებები. შემდეგ ჩემი მინი-კომპანია დავაფუძნე – „ივენთ გრუპი“: ვგეგმავთ ქორწილებს, დაბადების დღეებს, გახსნის ცერემონიალს – მოკლედ, ყველაფერს. პარალელურად, ვსწავლობ კავკასიის ბიზნესსკოლაში, ბიზნესადმინისტრირებაზე. აუცილებლად ვიქნები ბიზნესმენი და ფულებს გავაკეთებ.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან?
– მე, ჩემი ძმა და დედაჩემი ვცხოვრობთ ერთად, სამი მუშკეტერი ვართ. დედა ძალიან ნერვიულობს ჩვენზე, სანამ სახლში არ მივალთ, ვერ იძინებს. ჩვენი ძმაკაცია, ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. მამასთან, ძირითადად, ვგულაობთ ხოლმე – ვქეიფობთ, ვსვამთ, კონცერტებზე დავდივართ ერთად.
– ის, რომ მამა და დედა ერთად არ ცხოვრობდნენ, კითხვებს აჩენდა შენში?
– მაშინ 8 თვის ვიყავი და, შესაბამისად, არაფერი მახსოვს. თან, მერეც არ მიგრძნია ეს განშორება, რადგან ბაბუმ, დედის მამამ, ყველაფერი შეგვივსო. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც მას ვეძახდით „მამას“. აუცილებლად გაჩნდებოდა კითხვები, რომ არა ბაბუა.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– კარგად არის ყველაფერი. გოგონა არ არის ქართველი, ბულგარელია, მაგრამ ცხოვრობს ავსტრიაში, რადგან იქ სწავლობს. ჩემი ბავშვობის მეგობარი სწავლობს იმავე უნივერსიტეტში, რომელშიც იოანა. ერთ დღეს, როდესაც სკაიპში ვესაუბრებოდი, იოანა გამოჩდა და მის სილამაზეს გავაყოლე თვალი. ვკითხე ელენეს, ვინ იყო, დაუძახე-მეთქი და ასე გავიცანით ერთმანეთი. ორი თვე სკაიპით ვლაპარაკობდით, მერე სიურპრიზი გამიკეთა – „რინგის“ ჩაწერაზე ჩამოვიდა, ეზოში მომეპარა და უკნიდან მომეხვია. რომ დავინახე, გამოვშტერდი. ახლა ჩამოვა და ახალ წელს ერთად შევხვდებით. ქართველი კაცის ტვინი, ხომ იცით, როგორ არის მოწყობილი: „უცხოელი, ბალკანელი, სლავი, წავიდე, გავერთო”... დასაწყისში გართობის მიზანი, შეიძლება, ჩემშიც გენეტიკურად იყო დალექილი, მაგრამ ქართველები ვცდებით ამ აზროვნებით. არაჩვეულებრივი ქალები არიან, არანაკლებ კარგი მეოჯახეები და ამაზე შემიძლია თავიც დავდო, თითიც მოვიჭრა. აქ რომ იყო ჩამოსული, აწკრიალებდა ყველაფერს, საჭმელებს აკეთებდა. ბაბუ უნდა გავაცნო და მეშინია. ადრე აქვს ნათქვამი: ბაბუ, სხვა ეროვნების კი არა, შენი კუთხის ქალი უნდა მოიყვანო ცოლადო. იმედია, მოეწონება. სწავლობს, წარმატებული სტუდენტია, მამამისი კი ბულგარეთის ეროვნული ბანკი პრეზიდენტია. თავიდან, სკაიპში რომ დავიწყეთ საუბარი, პირველ დღეს „დასტოინად“ ვესაუბრებოდი, მეორე დღესაც... მეხუთე დღეს კი გიტარით დავხვდი და ქართული სიმღერა ვუმღერე. ძალიან კარგი შემფასებელია, რჩევებსაც მაძლევს და ვითვალისწინებ.

скачать dle 11.3