კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ იყო თანახმა მერაბ დუკაშვილის შეყვარებული და რატომ არ უნდოდა მას პირდაპირ ეთერში ქორწინება

„ვკონტაქტ რუზე“ გავიცანით ერთმანეთი. ისე თბილად მესაუბრებოდა, ესემესებიდან გამომდინარე შემიყვარდა და, ერთი სული მქონდა ხოლმე, როდის მომწერდა. ფოტოც რომ ვნახე, ძალიან მომეწონა; მერე ვიდეო გავუგზავნე.  თავიდან ყველაფერი ცოტა წარმოუდგენლად მეგონა, რადგან ასეთ რაღაცეებს სერიოზულად ვუდგები. სულ სხვა რამეს ვგეგმავდი და თავდაყირა დამიყენა ცხოვრება, ჩვენი სიყვარული დავამტკიცეთ. მას ჰყავს 9 წლის შვილი – ილია, რომელიც ჩემი შვილია. ამას წინათ რომ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, მეცო და, ამასაც მივაღწიე“ – მერაბ დუკაშვილი თავისი სიყვარულის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიყვებოდა. ცოტა ხნის წინ კი ის და მისი უკრაინელი საცოლე, ნატალია ბოხონსკა, „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „სხვა შუადღეში” დაქორწინდნენ.
მერაბ დუკაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ხელის მოწერის ამბავს დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით, თუმცა, 29 ნოემბერს ორივე თბილისში ჩამოვიყვანე და ყველაფერი მოვაგვარეთ, ბავშვის საბუთებიც. ჩემები, ანუ „რუსთავის 2-ის“ გუნდი, აპირებდა რაღაცას, მაგრამ, ასეთი მასშტაბი თუ ექნებოდა, არ მეგონა. თან, ჩემი „სეკრეტ სანტაც“ თუ მოვიდოდა და ასეთ საჩუქარს გამიკეთებდა – ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– მეგონა, ბინას გაჩუქებდნენ. საკმაოდ ვიწროდ ცხოვრობ შენი ოჯახის წევრებთან ერთად.
– ბევრს ეგონა ასე, მაგრამ, მე არ მიფიქრია. არა უშავს, შემდეგში იქნება ყველაფერი. ბევრს ესეც არ აქვს.
– როგორ სთხოვე ხელი ნატალიას?
– ჩვენ დაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს – ვაიბერით ვკონტაქტობთ, სკაიპით და ყველაფერზე შევთანხმდით. ბოლოს ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვიდა – თავზე დამადგა, თან, არ ველოდებოდი. მითხრა, ქალაქგარეთ მივლინებით მივდივარ, იქ უნდა დავრჩეო. გავბრაზდი, არადა, თურმე, ჩემთან არ ჩამოვიდა?! მეც მინდოდა უკრაინაში წასვლა, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია, თან, უაზროდ ბევრ ფულსაც დავხარჯავდი. შეიძლება, ნამეტანი ეკონომიური ადამიანი ვარ, მაგრამ ამ ეკონომიამ შემიწყო ხელი იმაში, რომ გარკვეული თანხა მომეგროვებინა. არასდროს მიყვარდა მამაჩემის კისერზე ყოფნა. „რაღაც იქნება, რაღაც იქნებას“ იმედზე ვერ იქნები ადამიანი. ოჯახის შექმნა, მით უმეტეს, როდესაც 9 წლის შვილი გყავს, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. ასე თუ ისე, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის.
– შეგძლებია მამობა?
– ვნახოთ. ბავშვი კმაყოფილია.
ნატალია ბოხონსკა: ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი მამა და მეუღლეა.
მერაბი: სიმკაცრე შეიძლება ღიმილნარევი იყოს, იგრძნოს, მაგრამ არ ეწყინოს. სხვანაირად არის ცხოვრებას მიჩვეული, რამდენი ხანია, დედასთან ერთად არის, მამის სიყვარული ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მოაკლდა. არ ვცდილობ მამობას, მეგობრობას ვუწევ. მინდა, მისი კარგი მეგობარი ვიყო, მენდობოდეს, იცოდეს, ვინ ვარ მისთვის, მისი დედისთვის. ახლა რომ მხედავს, დედამისს ჩავეხუტები და ვაკოცებ, სიამოვნებს, რადგან დედა ძალიან უყვარს და უხარია, მასზე რომ ვზრუნავ. ჭკვიანი ბავშვია, ნიჭიერი, უყვარს კითხვა; ქართული ასოებიც იცის. სკოლაში უკვე მივიყვანეთ. იდეალური ხალხია, ძალიან ეხმარებიან და ყველანაირად გვიწყობენ ხელს.
– ალბათ, ხელის მოწერაზე ძალიან ნერვიულობდით, თან, პირდაპირ ეთერში უნდა ყოფილიყო.
– ძალიან  ვღელავდით. ცხოვრებაში ასეთი რამ ერთხელ უნდა მოხდეს, თან, „რუსთავი 2-ზეც“ პირველად იყო ასეთი რამ. არ ველოდი, თუ ასეთი ლამაზი და იდეალური იქნებოდა ყველაფერი. ნატალიას არ უყვარს კამერები, გადაღებები, პირდაპირი ეთერი... ძლივს დავითანხმე ალერსითა და ტკბილი სიტყვით. მშვენივრად გაართვა თავი.
– ნატალია, როგორი იყო შენი ემოციები, როდესაც გაიგე, რომ პირდაპირ ეთერში უნდა მოგეწერათ ხელი?
ნატალია: შემეშინდა. კამერები, ტელევიზია – ეს ყველაფერი არ არის ჩემი. ვთხოვე: მოდი, მშვიდად, ყველაფრის გარეშე მოვაწეროთ ხელი და რამდენიმე ფოტო გადავიღოთ-მეთქი. კარგიო და, ბოლოს, ბაც! – პირდაპირ ეთერში ვიქნებითო. ისტერიკა მქონდა.
– ლამაზად იყავი. მოგეწონა კაბა?
– როცა კაბას ვირგებდი, ნერვებზე ვიყავი, არაფერი არ მომწონდა, რასაც მაჩვენებდნენ; ცრემლებამდე მივედი.
მერაბი: არ მოეწონა. შეიძლება,  ისე ჩაცმული არ მოგეწონოს, მაგრამ, ვარცხნილობით და მაკიაჟით უკვე ლამაზი იყო ყველაფერი. ჩემს ჩაცმულობაზე ავთანდილმა იზრუნა. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცხოვრება მაინც სიურპრიზებით არის სავსე.
– ნატალია, მერაბსაც უყვარს სიურპრიზები?
ნატალია: უყვარს, მაგრამ, იცის, რომ მე დიდად არ მიყვარს. მირჩევნია, ყველაფერი ვიცოდე, დაგეგმილად იყოს. თუმცა, როცა მე ვაკეთებ სიურპრიზს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ასე დავადექი თავზე დაბადების დღეზე მოულოდნელად.
მერაბი: ჰოდა, „აბაროტი“ აგიღე და პირდაპირ ეთერში დაგაქორწინე. ემოციებიც თითქოს ვერ გამოვხატეთ. როგორია – ადამიანი მოდის, არც ვიცი, ვინ არის და, საგზური გვაჩუქა ბარსელონაში, ჩვენ რომ გაგვხარებოდა. მერე ძმაკაცმა მითხრა: ვახშამი ჩემზე იყოსო. წავედით და აღვნიშენთ. კარგად გავერთეთ, კარგ გარემოში. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ზრუნავენ შენზე, ყურადღებას იჩენენ, რისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი.
– რა გეგმები გაქვთ ახლა?
– მინდა, ნატალიამ ქართული ისწავლოს და, თან, თავისი პროფესიით იმუშაოს – ბუღალტერია, ბიზნესადმინისტრირება აქვს დამთავრებული, თავისი საქმის სპეციალისტია. მინდა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს, არ დაჯდეს სახლში... მინდა, თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს. მე კი ვაპირებ, რამდენიმე წელიწადში მილიონერი გავხდე; როგორ – არ ვიცი, მაგრამ, გავხდები.

скачать dle 11.3