ბრძნული აზრები
ჭაბუა: უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვით ასული ბევრია, სიკეთეშენარჩუნებული კი – არავინ.
ჰეიერდალი: ჭკვიანსა და ბრძენს შორის განსხვავება ისაა, რომ ჭკვიანი პოულობს გამოსავალს რთული ვითარებიდან, ბრძენი კი რთულ ვითარებაში არ ჩაიგდებს თავს.
კენედი: მუქარა ერთი ადამიანის უფლებებისადმი – ეს ყოველი ადამიანის უფლების ხელყოფაა.
ცვაიგი: ადამიანებს, რომელთა მოქმედება დამოკიდებულია მათ განწყობაზე, არ შეიძლება, რამე სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრო.
ლიხტენბერგი: ადამიანები, რომელთათვისაც ყველაფერი სულერთია, არაფერს აკეთებენ.
ალიგიერი: ყველაზე უფრო ბრძენი ის არის, ვისაც დროის დაკარგვა სხვებზე მეტად აღიზიანებს.
პლატონი: ყოველვგარი სიბრძნის საფუძველი – მოთმინებაა.
ლაროშფუკო: ხანდახან ტყუილის ატანა უფრო ადვილია საყვარელი ადამიანისგან, ვიდრე მისგან მთელ სიმართლის მოსმენა.
მონტესკიე: გონებას ბუნებრივი ძალაუფლება გააჩნია. მას წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ეს წინააღმდეგობაა სწორედ მისი გამარჯვება; ცოტაც აცალეთ და ადამიანი იძულებულია, მას დაუბრუნდეს.
ოთარ ჭილაძე: ქართველი მასპინძელი: რატომ ამბობთ უარს ყანწზე, ღვინო არ გიყვართ?
კარნეგი: თანაგრძნობით მოეკიდეთ სხვის აზრებსა და სურვილებს.
ნაპოლეონი: იცით, რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ, რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება. საბოლოოდ კი გონება მუდამ სჯობს ხმალს.
ბელინსკი: ერთადერთი ნამდვილი ფუფუნება – ადამიანთა შორის ურთიერთობაა.
ჩერნიშევსკი: მლიქვნელობენ იმიტომ, რომ მორჩილების ნიღბით იბატონონ.
ვაჟა: საცა სიმართლე ღაღადებს, იქვეა აზრთა ცდომაცა.
ჰაველი: წესიერ ადამიანებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ, არ მივიდნენ დასახმარებლად, თუ მათ დახმარება ხელეწიფებათ.
ფრანკლინი: თავისუფალი ხალხი მოვალეა, დაუღალავად და ეჭვიანი სიფრთხილით იცავდნენ თავისუფლებას.
შლეგელი: მხოლოდ მისწრაფებაში ვპოულობთ სიმშვიდეს.
ბალზაკი: ადამიანისთვის აუცილებელია ძლიერი გრძნობების განცდა, რათა მასში გაღვივდეს კეთილშობილური თვისებები, რომელიც გააფართოებდა მისი ცხოვრების წრეს.
ჰიუგო: შეყვარებული ჭაბუკის პირველი ნიშანი სიმორცხვეა, ხოლო გოგონასი – სითამამე.