კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჩი ფურცელაძის ანეკდოტები

გურულს ეუბნება ძმაკაცი:
– თუ გინდა, კაცი მოიშორო, ფული უნდა ასესხო.
– მაი კაი მითხარი, ანზორია, რამდენი გინდა?
***
სვანი სიზმარში სცემეს და მეორე დღეს ძმაკაცებთან ერთად დაიძინა – შურს ვიძიებო.
***
სუფრაზე ერთი გურული მეორეს მიმართავს:
– ახლა, ამ ჭიქით, ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. ხომ ვართ მეგობრები?
– კი.
– ჩემი გულობიზა თავს ხომ გაწირავ? მითხარი, ხომ მეიკლავ თავს ჩემს მაგივრად?
– მეიცა.. რავა, შენ არ გცალია თუ?!

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
– ხომ არ იცი, ჩვენთან სამსახურში სკლეროზიანი არავინაა?
– რად გინდა?
– ფული მინდა ვესესხო.
***
– ჩვენთნ მთელი სოფელი სოკოთი მოიწამლა.
– როგორ, ყველა ერთად?
– არა, ჯერ ერთი, დანარჩენები კი იმის ქელეხში.
***
ორი სვანი ლაპარაკობს:
– ჩემი მეზობელი, მაიზერი, ვამპირი ყოფილა.
– საიდან დაადგინე?
– გულში ვერცხლის დანა ჩავარჭე და მოკვდა.
***
ზოოპარკში:
– დედიკო, გორილამ რა დაბღვერილმა გადმოგვხედა.
– შვილო, დაწყნარდი, ეს ჯერ სალაროა.
***
ბავშვი ეკითხება მამას:
– მამა, კავკასიონი სად არის?
– დედაშენს ჰკითხე, შვილო, მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ, სად რას ინახავს!
***
„ვისაც მეგრელი ცოლი ჰყავს, პირდაპირ სამოთხეში ხვდება, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გავლილი აქვს“.
***
ბიჭი შეყვარებულს ურეკავს:
– მეგი, მაკიაჟი გიკეთია?
– არა.
– მაშინ გამოდი რა, თორემ ხულიგნები მომდევენ.
***
გურული ძმაკაცები საუბრობენ:
– მდიდარი ქალი მომყავს ცოლად.
– მერე, რა გიხარია, შე აბდალა? არ იცი, იმ მდიდარი ქალის მონა რომ გახდები?
– ოხ! შენ რომ გაღლეტილი მეიყვანე, შეიხი გახდი?
***
– ექიმო, მგონი, თვალს დამაკლდა და თუ შეიძლება, გამსინჯეთ.
ექიმი მიიყვანს ფანჯარასთან და ეტყვის:
– კავკასიონის მთებს ხედავთ?
– კი, ვხედავ.
– აბა, იმის იქით, მეც ვერ ვხედავ!

скачать dle 11.3